მაშინ, როდესაც მარტინ ლუთერი შავი ჭირის მწვავე საკითხის წინაშე იდგა, მან დაწერა შემდეგი სიტყვები, რომლებიც შეიძლება ჩვენც დაგვეხმაროს დღევანდელი პანდემიის პირობებში.
„ღმერთს ვთხოვ, რომ დაგვიცვას თავისი წყალობისამებრ. შემდეგ ჰაერს გავწმენდ გოგირდით და მივიღებ წამალს. თავს ავარიდებ ისეთ ადგილებს და ადამიანებს, სადაც ჩემი ყოფნა საჭირო არაა, რათა არ დავსნეულდე და შესაბამისად, არ დავასნეულო სხვები და მიზეზი არ გავხდე სხვათა სიკვდილისა ჩემი დაუდევრობის გამო. თუ უფალი ინებებს ჩემს წაყვანას, ის უეჭველად მიპოვის, და მე ყველაფერი გავაკეთე, რასაც ის მოელოდა ჩემგან. ასე რომ, მე არ ვიქნები პასუხისმგებელი ჩემი ან სხვათა სიკვდილის გამო. მიუხედავად ამისა, თუ ჩემს მოყვასს დასჭირდება ჩემი დახმარება, მე უარს არ ვეტყვი მას და თავისუფლად მივალ მასთან. ესაა ღვთისმოსავი რწმენა, რომელიც არ ცდის ღმერთს.“
ავტორი: მარტინ ლუთერი
წყარო: https://www.immanuelsc.org
ლუთერის ნაშრომები, ტომი 43, გვ. 132, წერილი ღირს დოქტორ იოან ჰესს: „უნდა გაექცეს თუ არა ადამიანი მომაკვდინებელ ეპიდემიას?“