ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები
რჩევები

ქორწინება – ბედნიერების მიღწევის პროცესი თუ თვითსრულყოფისკენ მიმავალი გზა

by თამუნა ბაღდავაძე 16 აპრილი, 2021
16 აპრილი, 2021 667 ნახვა

ახლახან წავიკითხე სტატია, რომელშიც მითითებული იყო სტატისტიკა ქორწინების შესახებ ახალგაზრდა თაობის შეხედულებების შესახებ. ამ სტატისტიკის თანახმად, 18 წლიდან 34 წლამდე პირთა 53% ფიქრობს, რომ ფრაზა „სანამ სიკვდილი არ დაგვაშორებს“ წარსულის უსარგებლო ამოძახილია.

რესპონდენტთა საკმაოდ დიდ ნაწილს სჯერა „ბეტა-ტესტირების“. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მათ სწამთ, რომ ქორწინება უნდა იყოს ერთგვარი „სარისკო თავგადასავალი“ სამუდამო ვალდებულებების გარეშე, რომ ყოველთვის იყოს შესაძლებლობა მატარებლიდან ჩამოსვლისა, თუკი მდგომარეობა გაუარესდება, ან ყველაფერი ისე არ იქნება, როგორც წყვილი მოელოდა.

ეს ახალგაზრდები დარწმუნებულნი არიან, რომ ქორწინება არ უნდა იყოს ისეთი არჩევანი, რომლის შეცვლაც შემდგომ შეუძლებელი იქნება. მათი აზრით, ეს უნდა იყოს არჩევანი, რომელსაც, დროდადრო, რამდენიმე წელიწადში ერთხელ, ხელახალი შეფასება და გადახედვა სჭირდება და შესაბამისად, გადაწყვეტილების მიღება ამ ახალი შეფასების სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ.

„პრობლემა ის კი არაა, რომ არ შეგვიძლია პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება, – ირწმუნებიან ისინი, – უბრალოდ ჩვენ გვინდა უფრო მეტი სიბრძნით მივუდგეთ ამ საკითხს, რასაც ამ პასუხისმგებლობათა საკუთარ თავზე აღება ეწოდება“.
მე პროფესიონალი კონსულტანტი ფსიქოლოგი ვარ და გული მტკივა, როდესაც ვხედავ ჩემს თაობას, რომელიც ასე ძლიერ იტანჯება ქორწინების თავისებური აღქმის გამო. ერთი მხრივ, მე ისინი მეცოდებიან, რადგან ვიცი, საიდან იღებს სათავეს ეს ყოველივე. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია შეხედოს დღევანდელ საზოგადოებას და დამეთანხმოს, რომ ჩვენ წინაშე დახატული ქორწინების სურათი, საკმაოდ უსახურია.

ბევრი ახალგაზრდა უყურებს საკუთარ მშობლებს, რომლებსაც არ შეუძლიათ ერთმანეთის სიყვარული, რომლებმაც განქორწინებით აარიდეს თავი ურთიერთობაში წარმოქმნილ პრობლემებს. ზოგიერთნი კი მთელი თავისი შეგნებული ცხოვრება იმის მოწმენი იყვნენ, როგორ უწამლავდნენ მშობლები ერთმანეთს ცხოვრებას, მშობლები, რომლებიც ოჯახში შიშისა თუ მოვალეობის გამო რჩებოდნენ მხოლოდ.

ერთი სიტყვით, მე მეცოდება დღევანდელი ახალგაზრდობა, მაგრამ ჩემში აღშფოთებას იწვევს ეს საყოველთაო მტკიცება, რომ პრობლემა იმალება მხოლოდ „ბოლო ამოსუნთქვამდე დაპირების“ კონცეფციაში. საიდან არის ჩვენში ეს მუდმივობის (უცვლელობის) შიში? ჩვენ გვეშინია საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღების, გვეშინია არჩევის, გვეშინია შემდეგი ნაბიჯის გადადგმის, რომელზეც დამოკიდებული იქნება მთელი ჩვენი მომავალი. რატომ უნდა შევიბოჭოთ თავი გაურკვეველი მომავლით, როდესაც შეგვიძლია გვქონდეს გარანტირებული სიმშვიდე და საკუთარი ცხოვრების მართვის შესაძლებლობა აქ და ახლა?

მე კი დარწმუნებული ვარ, რომ ეს სიცრუე, რომელმაც ბევრ ქალსა და მამაკაცს წაართვა ის სიხარული, ნდობა, მეგობრობა და ერთობა, რაც ეფუძნება სწორად აგებული ურთიერთობათ. მსოფლიოში არსებობს ჯანმრთელი ურთიერთობანი, მაგრამ პასიური მიდგომისგან განსხვავებით, რაც ჩვენს ურთიერთობათათვის დამახასიათებელი ჩვეული მოვლენა გახდა, ჯანმრთელი ურთიერთობანი იშვიათად ყალიბდება თავისით. ეს ჩვენი არჩევანის შედეგია. ჩვენ თავად ვაშენებთ ჯანმრთელ ურთიერთობებს. ჩვენ ვიღებთ მათზე პასუხისმგებლობას. ჩვენ ერთგულნი ვართ ამ ურთიერთობებისა და ერთგულება კი გამორიცხავს მერყეობას.

როგორ მინდა ყველა ახალგაზრდას მივაწვდინო ჭეშმარიტება ქორწინების ცნების შესახებ, რომელიც არ არის დამოკიდებული ენასა და კულტურაზე: ქორწინება არ არის უბრალოდ ბედნიერება ან თვითრეალიზაცია. ჩვენ თუ მხოლოდ იმის გამო ვქორწინდებით, რომ ბედნიერება ვიპოვოთ, იმედგაცრუება მოგველის. დედამიწაზე არ არსებობს ადამიანი, რომელსაც ძალუძს ბედნიერი გაგვხადოს და მოგვანიჭოს ასეთი სიხარული, რადგან ადამიანი სხვა მიზნებისთვის შეიქმნა. ნამდვილი ქორწინება არ არის ბედნიერების პოვნისა და ცხოვრებაში თვითრეალიზაციის საშუალება, ეს არის შესაძლებლობა იმისა, რომ დღითი დღე უფრო და უფრო უკეთესნი გავხდეთ.

ეს ერთხელ და სამუდამოდ შეფიცული ერთგულება, აგრეთვე ქორწინებაში სიახლოვე და ერთობა აძლევს ადამიანს იმის საშუალებას, რომ მთელი ცხოვრების განმავლობაში იზრდებოდეს და ვითარდებოდეს პიროვნულად, მიაღწიოს სიმწიფეს, შეიძინოს თავდადების, პატიებისა და მოწყალების უნარი არასრულყოფილი ადამიანისადმი სიყვარულის გამომჟღავნების პროცესში, როცა ყველა ნაკლის მიუხედავად მაინც შესაძლებელია სიყვარულის შენარჩუნება და გამოვლინება მეუღლისადმი და, რაც კიდევ უფრო რთულია, მისგან სიყვარულის მიღება.
არ არსებობს უპირობო სიყვარულზე დიდი რამ!

არ აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა იმას, თუ როგორ ოჯახში გავიზარდეთ. იესო ქრისტე გვიჩვენებს ჩვენდამი მომართულ ასეთი უპირობო სიყვარულის მაგალითს.

ბოლოს და ბოლოს ქორწინებაში არ არის სიტყვა „მე“, არის სხვა სიტყვა – „ჩვენ“. ქორწინებაში ჩვენ ვსწავლობთ სხვა ადამიანის ინტერესების პირველ ადგილზე დაყენებას. სწორედ ამ გზით ვსწავლობთ მორჩილებას, ვიძენთ სიყვარულისა და პატიების ძალას. ქორწინება არ გახლავთ ბედნიერების ძიება, ეს არის სწრაფვა უკეთესობისკენ. ბედის ირონიით, როდესაც უკეთესნი ვხდებით, ხშირად აღმოვაჩენთ, რომ უფრო ბედნიერნი ვართ.
ჯანსაღი ბეტა-ტესტირება არსებობს. ვფიქრობ, ჩვენს საზოგადოებას აქვს დიდი პრობლემა: ჩვენ სწრაფად ვეშვებით ურთიერთობათა მდინარეში და რომანტიკას ჩვენი მართვის უფლებას ვაძლევთ, ამავდროულად, ვივიწყებთ ლოგიკას, ჭეშმარიტებას და ელემენტარული შეთავსების პრინციპს. ჯანსაღ ურთიერთობებზე მოქმედებს მრავალი ფაქტორი, მაგრამ, ხშირად, ზედმეტად ვამახვილებთ ყურადღებას გრძნობებზე, ხოლო ფაქტებს ნაკლებ ყურადღებას ვაქცევთ.

რა თქმა უნდა, თქვენ ვერ შეძლებთ ადამიანზე ყველაფრის გაგებას შეუღლებამდე, მაგრამ, რის გაგებაც შესაძლებელია, შეგვიძლია გავიგოთ.

ჯანსაღი ურთიერთობები „მზადდება“ გარკვეული ინგრენდიენტებისგან, „შეყვარებულობის“ პერიოდში კი თქვენ გაქვთ საშუალება ჩაატაროთ ურთიერთობათა „ბეტა-ტესტირება“ საკურთხეველთან მისვლამდე. მგონია, რომ შეხვედრების პერიოდს ახალგაზრდები რომ ჯანსაღად უდგებოდნენ, შესაძლებელი იქნებოდა გულისტკივილის, ჭრილობებისა და სინანულის თავიდან აცილება. შესაძლებელია ურთიერთობების სწორად აწყობა.

ხშირად, მიზეზი იმისა, რის გამოც ვშიშობთ, რომ კიდევ ვინმე სხვას მივუძღვნათ საკუთარი თავი, არის ის, რომ იმის უნარიც კი არ გვაქვს, რომ საკუთარი თავის ერთგულნი ვიყოთ. ჩვენ იმდენად გულმოდგინედ ვცდილობთ ვიპოვოთ ის ადამიანი, რომელსაც ვუწოდებდით მეორე ნახევარს, რომ ამ პროცესში ვკარგავთ საკუთარ თავს და ღვთისგან ბოძებულ იდენტურობას.

ჩვენ შუაზე გვგლეჯს ეჭვები, უნდობლობა და დანაშაულის გრძნობა. ყველაზე საშინელი კი ის არის, რომ შიში გვამოძრავებს: მარცხის განცდის შიში და მარტოდ დარჩენის შიში. ამის გამო ჩვენ ვინარჩუნებთ ისეთ ურთიერთობებს, რომლებიც თავიდანვე არ გვიქადიან კარგს.

გარდა იმისა, რომ გავიგოთ, როგორი ადამიანი გვჭირდება, ცუდი არ იქნებოდა, ჯერ ის გაგვეგო, რანი ვართ, როგორია ჩვენი ცხოვრება. ვართ, საით მივდივართ? საიდან მოვდივართ, რა უნდა გამოსწორდეს ჩვენს ცხოვრებაში?

ვინმესთან ურთიერთობას რომ ვიწყებთ, მასთან ჩვენი ტვირთითა და ტკივილით მივდივართ და იმედი გვაქვს, რომ ამ ყველაფერს მასთან გავიქარვებთ, მაგრამ ურთიერთობებს არ შეუძლია ჩვენი ჭრილობების განკურნება. ეს მხოლოდ ღმერთს ძალუძს. საკუთარი თავის შესახებ ცოდნა პირველი ნაბიჯია იმის გაცნობიერებისკენ, თუ რას ვეძებთ ურთიერთობებში.
მთელი ჩემი გულით (და მთელი ჩემი ქორწინებით) მჯერა, რომ გრძელვადიანი ურთიერთობები, თუ ისინი სწორადაა აგებული, ერთ-ერთი უდიდესი კურთხევაა, რომელსაც მოაქვს სიხარული და გამოცდილება. სწორედ ასეთად ჩაიფიქრა ღმერთმა ურთიერთობები. რა თქმა უნდა, ურთიერთობებში შეუძლებელია კითხვების, შემოვლითი გზებისა და ორმოების თავიდან აცილება გზადაგზა, მაგრამ შესაფერის ადამიანთან ერთად სწორი მიმართულებით დაწყებული მოგზაურობა არასოდეს შეგიყვანთ ჩიხში.


ამავე კატეგორიის

როგორ აღვზარდოთ დამოუკიდებელი და წარმატებული პიროვნება

18 მაისი, 2021

ფრაზები, რომელთა მოსმენაც ბავშვებს ყოველთვის სჭირდებათ მშობლებისგან

18 მაისი, 2021

როგორ გავიგოთ ჩვენი შვილის ქცევის მიზეზი

17 მაისი, 2021

მოუსმინე პირველმა, უბრალოდ მოუსმინე!

12 მაისი, 2021

უნდა გაექცეს თუ არა ქრისტიანი მომაკვდინებელ ეპიდემიას?

14 აპრილი, 2021

როგორ დავძლიოთ შიში?

12 იანვარი, 2021

უმადურობა

12 იანვარი, 2021

წარმატების შესახებ ტყუილის 8 მაგალითი, რომლებიც სჯერათ ქრისტიანებს

12 იანვარი, 2021

როგორ მოვუგოთ ომი საკუთარ გონებას?

12 იანვარი, 2021

რჩევები სულიერი განახლებისთვის

12 იანვარი, 2021

კვირის პოპულარული სტატიები

  • 1

    ციტატები რწმენის შესახებ

    6 სექტემბერი, 2021
  • 2

    ბიბლიური ციტატები, რომლებიც შიშის დაძლევაში დაგეხმარებათ

    12 იანვარი, 2021
  • 3

    რა არის ნიჰილიზმი?

    28 ოქტომბერი, 2020
  • 4

    დევიდ ჰეთევეი: ჩემი ღმერთი სასწაულების ღმერთია!

    31 ოქტომბერი, 2022
  • 5

    ფრაზები, რომელთა მოსმენაც ბავშვებს ყოველთვის სჭირდებათ მშობლებისგან

    18 მაისი, 2021

ჩვენი ვებგვერდები

ქრისტიანული ფილმები
ქრისტიანული რადიო
ქრისტიანის ბლოგი
ქრისტიანობა.GE

ჩვენი პროექტები

სუპერწიგნი (ანიმაცია)
კონფესიები საქართველოში
მქადაგებლები
პილიგრიმის მოგზაურობა

პარტნიორები

ონლაინ ბიბლია
ბიბლიის სიმფონია
მსახურებების განრიგი
აუდიო ბიბლია

კონტაქტი

გახდი მხარდამჭერი
ჩვენი მისია
ჩვენ შესახებ
კონტაქტი

© | ქრისტიანული არხი


ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები