ქრისტიანული არხი
  • ქრისტიანული სიხალეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები
საინტერესო ფაქტები

არქეოლოგებმა დაამტკიცეს, რომ ბიბლია ფილისტიმელების წარმოშობაზე ზუსტ ცნობებს გვაწვდის

by ნატალია ჩიქოვანი 6 იანვარი, 2021
6 იანვარი, 2021 15.7K ნახვა

1997-2016 წლებში არქეოლოგები აწარმოებდნენ გათხრებს ისრაელში, აშკელონთან ახლოს, სადაც მათ გამოიკვლიეს ასზე მეტი ადამიანის ჩონჩხი, რომელიც ქრისტეს შობამდე XII-VI საუკუნეებით თარიღდება. მკვლევრები ცდილობდნენ, როგორმე მიეღოთ დნმ, რომელიც დაეხმარებოდა მათ კითხვებზე პასუხების მოძიებაში. ეს კითხვები ფილისტიმელებს და მათ წარმოშობას შეეხება.

როგორც მეცნიერულად დადასტურდა, ფილისტიმელები იყვნენ ზუსტად ისინი, რომლებზეც ბიბლია მიუთითებს და წარმოიშვნენ მათგან, ვისზეც წმინდა წერილი საუბრობს.

ამოს წინასწარმეტყველის მე-9 თავში უფალი ამბობს, რომ მან ამოიყვანა ფილისტიმელები ქაფთორიდან ისევე, როგორც ისრაელი ეგვიპტიდან.

განა ქუშელებივით არა ხართ ჩემთვის, ისრაელიანებო?“ – ამბობს უფალი, – „განა ისრაელი არ ამოვიყვანე ეგვიპტის ქვეყნიდან, როგორც ფილისტიმელნი ქაფთორიდან და არამელნი – კირიდან?

ამოსი 9:7

მეორე რჯულის მე-2 თავში ნათქვამია, რომ ქაფთორელებმა, რომლებიც გამოვიდნენ ქაფთორიდან, გაანადგურეს ქანაანის მკვიდრი მოსახლეობა და დასახლდნენ იქ, მათ ნაცვლად.

და ყავიმელნი, რომლებიც ცხოვრობდნენ სოფლებში ღაზამდე, მოსრეს ქაფთორელებმა, რომლებიც გამოვიდნენ ქაფთორიდან და დასახლდნენ მათ მაგიერ.

მეორე რჯული 2:23

აქ იბადება კითხვა: სად იყო ქაფთორი? ჩვენ ეს ზუსტად არ ვიცით, თუმცა ბიბლია გვაწვდის საინტერესო ინფორმაციას. ქაფთორს იერემია კუნძულად მოიხსენიებს. ებრაული სიტყვა, რომელიც აქ ზღვისპირა მიწას აღნიშნავს, ასევე კუნძულის მნიშვნელობასაც ატარებს. ამ და სხვა მიზეზების გამო, არქეოლოგების ნაწილი მიიჩნევს, რომ ბიბლიური ქაფთორი კუნძულ კრეტას აღნიშნავს.

მომავალი დღის გამო, როდესაც დასცემენ ყველა ფილისტიმელს, რათა მოუსპონ ცორს და ციდონს ყველა გადარჩენილი შემწე, რადგან დაამხობს უფალი ფილისტიმელთა ნატამალს, ქაფთორის კუნძულზე რომ გადარჩა.

იერემია 47:4

ბიბლიის რამდენიმე თანამედროვე თარგმანი სინონიმებადაც კი მოიხსენიებს მათ. ბიბლია ფილისტიმელებთან დაკავშირებით კიდევ სამ მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაწვდის:

  • ისინი არ იყვნენ ქანაანის მკვიდრი მოსახლეობა.
  • მათ გამოდევნეს ადგილობრივი ხალხები ამ ტერიტორიიდან.
  • ისინი ქანაანამდე მივიდნენ ხმელთაშუა ზღვის მეშვეობით.

ისევ აშკელონის გათხრებთან ვბრუნდებით. არქეოლოგმა მაიკლ ფელდმანმა – არქეოლოგიური გათხრების მწარმოებელი ჯგუფის ხელმძღვანელმა და დანიელ მასტერმა დნმ-ის გამოკვლევით საიდუმლოს ფარდა ახადეს. მათი თქმით, გათხრების შედეგად პირველად დადასტურდა, რომ ფილისტიმელები ამ რეგიონში საცხოვრებლად ძვ. წ. XII საუკუნეში მოვიდნენ.

საიდან მოვიდნენ ფილისტიმელები?

ფელდმანის თანახმად, აღმოჩენილი დნმ ისტორიულად ევროპულია, უფრო ზუსტად კი, სამხრეთ ევროპული. ფილისტიმელების წინაპრები ევროპიდან უნდა მოსულიყვნენ ხმელთაშუა ზღვის გავლით და დასახლებულიყვნენ აშკელონში დაახლოებით ბრინჯაოს ხანის დასასრულსა და რკინის ხანის დასაწყისში. დროთა განმავლობაში წინაპართა დნმ ცვლილებას განიცდის ადგილობრივ მოსახლეობასთან შერწყმის გამო. ეს მსჯელობა თავის მხრივ სრულ თანხმობაშია ბიბლიასთან.

ფილისტიმელები ისრაელიანების მტრები იყვნენ როგორც მსაჯულების დროს, ასევე მონარქიის ჩამოყალიბების ადრეულ ეტაპზე. მოგვიანებით, ისინი სულ უფრო და უფრო ერწყმიან ქანაანის ტერიტორიაზე მცხოვრებ ხალხს და დროის გასვლასთან ერთად აღარ ვხვდებით მათ, როგორც ცალკე ერს.

მიუხედავად უახლესი არქეოლოგიური კვლევების დასკვნისა, მაინც ამბობენ, რომ ეს არ ამტკიცებს ბიბლიის სანდოობას. კრიტიკოსები ამბობენ, რომ ამ შემთხვევაში ბიბლიური ინფორმაციის სიზუსტე არ ნიშნავს, რომ სხვა დანარჩენიც სიმართლეს შეესაბამება.

რა თქმა უნდა, უტყუარი ფაქტი ფილისტიმელთა წარმოშობის შესახებ ცალსახად არ ამტკიცებს მთელი ბიბლიის სანდოობას, მაგრამ არსებობს სხვა აღმოჩენებიც, რომელნიც ასევე ადასტურებს, რომ ბიბლიური წიგნების ავტორები არ იგონებდნენ მითებს, არამედ აღწერდნენ ისტორიულ სიმართლეს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბიბლიური რწმენა ისტორიული რწმენაა. ბიბლიაში ყველა მცირე დეტალიც კი ისტორიულ სიმართლეს შეესაბამება და საერთო არაფერი გვაქვს „იყო და არა იყო რა“-ს პრინციპით შექმნილ ზღაპრებთან.

წყარო: https://www.christianpost.com


ამავე კატეგორიის

პონტოელი პილატე – ურჩხული თუ კარგი მმართველი?

21 აპრილი, 2022

ქრისტეს საფლავის ტაძრის ისტორია

21 აპრილი, 2022

როგორ გადაურჩა ეთიოპიის ეკლესია განადგურებას

9 სექტემბერი, 2021

რეგენსბურგის კრება – პროტესტანტებისა და კათოლიკეთა შერიგების მცდელობა

2 სექტემბერი, 2021

11 გასაოცარი ფაქტი ბიბლიის შესახებ

22 აპრილი, 2021

რემბრანდტის ნახატებში ასახული ბიბლიური ისტორიები

26 იანვარი, 2021

შეცდომა ბიბლიაში, რომლის მიხედვით მრუშობა „სავალდებულო“ გახდა

25 იანვარი, 2021

კონსტანტინე ფლავიცკის შედევრი „ქრისტიანი წამებულები კოლიზეუმში“

25 იანვარი, 2021

„ჯვარცმა“ – ბიბლიური სიუჟეტის მიხედვით შექმნილი ყველაზე დიდი...

15 იანვარი, 2021

„წითელი ჯვრის“ ქრისტიანული ფესვები

13 იანვარი, 2021

კვირის პოპულარული სტატიები

  • 1

    ბიბლიური ციტატები, რომლებიც შიშის დაძლევაში დაგეხმარებათ

    12 იანვარი, 2021
  • 2

    რა არის ნიჰილიზმი?

    28 ოქტომბერი, 2020
  • 3

    10 ბიბლიური ციტატა სიამაყის შესახებ

    10 ნოემბერი, 2020
  • 4

    ბიბლიური ციტატები, რომლებიც უნდა წაიკითხოთ მარცხისას და დაცემისას

    20 იანვარი, 2021
  • 5

    მარტინ ლუთერის ყველაზე ცნობილი სიტყვები

    31 ოქტომბერი, 2020

ჩვენი ვებგვერდები

ქრისტიანული ფილმები
ქრისტიანული რადიო
ქრისტიანის ბლოგი
ქრისტიანობა.GE

ჩვენი პროექტები

სუპერწიგნი (ანიმაცია)
კონფესიები საქართველოში
მქადაგებლები
პილიგრიმის მოგზაურობა

პარტნიორები

ონლაინ ბიბლია
ბიბლიის სიმფონია
მსახურებების განრიგი
აუდიო ბიბლია

კონტაქტი

გახდი მხარდამჭერი
ჩვენი მისია
ჩვენ შესახებ
კონტაქტი

© | ქრისტიანული არხი


ქრისტიანული არხი
  • ქრისტიანული სიხალეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები