ხრუშჩოვის ათეისტური გამოსვლის შემდეგ, როდესაც მან განაცხადა, რომ იური გაგარინი იმყოფებოდა კოსმოსში და ნახა, რომ არავითარი ღმერთი არ არსებობს ზეცაში, კ.ს ლუისმა პასუხად დაწერა:
“ჩვენსა და ღმერთს შორის ურთიერთობა არ ჰგავს პირველ სართულზე მყოფი პიროვნების ურთიერთობას მეორე სართულზე მდგომ პიროვნებასთან. არამედ, ეს ჰგავს პიესაში პერსონაჟის კავშირს ავტორთან. ჰამლეტი ვერასდროს გაიცნობს შექსპირს, თუ მას თეატრის სხვენში დაუწყებს ძებნას. ეს მხოლოდ მაშინ შეიძლება მოხდეს, თუ შექსპირი საკუთარი თავის შესახებ ინფორმაციას პიესაში გაამჟღავნებს. მაგრამ ღმერთმა მხოლოდ ინფორმაცია კი არ გაგვიმხილა, არამედ მან საკუთარი თავი პიესის მოქმედ გმირად აქცია.”