ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები
საინტერესო ფაქტები

ქრისტეს საფლავის ტაძრის ისტორია

by ნინო ხუროშვილი 21 აპრილი, 2022
21 აპრილი, 2022 1.6K ნახვა

ქრისტეს საფლავის ტაძარი, რომელიც პირველად ქრ. შობიდან მე-4 საუკუნეში აიგო, ქრისტიანობის ერთ-ერთი ყველაზე წმინდა ადგილია. მას პატივს მიაგებენ, როგორც იესო ქრისტეს ჯვარცმის, დამარხვისა და აღდგომის ადგილს. ტაძარი მდებარეობს იერუსალიმში და ის საერთოა ექვსი ქრისტიანული მიმდინარეობისთვის. ესენია: ბერძნული მართლმადიდებლური ეკლესია, სომხური სამოციქულო ეკლესია, რომის კათოლიკური ეკლესია; აგრეთვე კოპტური მართლმადიდებლური ეკლესია, სირიის მართლმადიდებლური და ეთიოპიის მართლმადიდებლური ეკლესია.

ტაძარი ამსახველია იმ ცვლილებებისა და სქიზმისა, რომელიც ქრისტიანობის ისტორიაში მოხდა ტაძრის აგებიდან 700 წლის განმავლობაში.

ქრისტეს სამარხის აღმოჩენა

ისტორიკოსთა თანახმად, მას შემდეგ, რაც ბიზანტიის იმპერატორმა, კონსტანტინე დიდმა ქრისტიანული რწმენა მიიღო ქრ. შობიდან მე-4 საუკუნის დასაწყისში, მან დაიწყო ეკლესიების აგება ქრისტეს შობის, ჯვარცმისა და აღდგომის ადგილებზე. კონსტანტინეს დედამ, იმპერატორმა ელენამ (დაახლ. ქრ. შობიდან 250-330 წწ.) წმინდა მიწაზე იმოგზაურა 326 წელს და ესაუბრა იქ მცხოვრებ ქრისტიანებს, მათ შორის, ქრისტიან ისტორიკოსს, ევსები კესარიელს.

იერუსალიმში მცხოვრები ქრისტიანები დარწმუნებულნი იყვნენ, რომ ქრისტეს სამარხი ქალაქის კედლებს გარეთ მდებარეობდა უწინ, მაგრამ იმ დროს უკვე ქალაქის კედლებს შიგნით იყო მოქცეული. მათ მიაჩნდათ, რომ სამარხი რომაელი იმპერატორის – ადრიანეს მიერ, ქრ. შობიდან 135 წელს აგებულ ქალღმერთ ვენერას (თუ იუპიტერის, მინერვას თუ ისიდას; ბევრი სხვადასხვა ცნობა არსებობს) სახელზე აგებული ტაძრის ქვეშ იყო.

იმპერატორ კონსტანტინეს მიერ ეკლესიის აგება

კონსტანტინემ მშენებლები გაგზავნა იერუსალიმში თავისი არქიტექტორის, ზენობიუსის ხელმძღვანელობით. მათ დაანგრიეს წარმართული ტაძარი და მის ქვეშ, მთის ფერდში გამოკვეთილი რამდენიმე სამარხი აღმოაჩინეს. მშენებლებმა ერთ-ერთი სამარხი შეარჩიეს (რომელიც, მათი აზრით, ქრისტეს სამარხი იყო) და მთაში კიდევ უფრო მეტი ადგილი გამოკვეთეს; შემდეგ კი სახურავი და შესასვლელი გაუკეთეს და სვეტებითაც დაამშვენეს. სამარხის ახლოს იყო გორაკი, რომელიც მშენებლებმა გოლგოთად განსაზღვრეს და გამოაცალკევეს; ახლოს კი კედლებით გარშემორტყმული ეზო აუშენეს ისე, რომ გორაკი სამხრეთ-აღმოსავლეთ კუთხეში მოექცა.

აღდგომის ტაძარი

ბოლოს, მშენებლებმა ააგეს ბაზილიკის ტიპის ეკლესია, რომელსაც ჰქონდა ფერადი მარმარილოს ფასადი, მოზაიკის იატაკი, ოქროთი დაფარული ჭერი და ფერადი მარმარილოს შიდა კედლები. საკურთხეველს თორმეტი მარმარილოს სვეტი ჰქონდა. თითოეული სვეტის თავზე ვერცხლის თასი იყო. ამ ნაგებობებს ერთად აღდგომის ეკლესია ეწოდებოდა. ეს წმინდა ადგილი აკურთხეს 335 წლის სექტემბერში. ზოგიერთი ქრისტიანული დენომინაცია ამ მოვლენას დღესაც აღნიშნავს და უწოდებს „წმინდა ჯვრის დღეს“. აღდგომის ეკლესია და მთლიანად იერუსალიმი ბიზანტიის ეკლესიის მფარველობის ქვეშ რჩებოდა მომდევნო სამი საუკუნის განმავლობაში.

სპარსელთა და არაბთა დაპყრობანი

614 წელს მაზდეანი სპარსელები, ხოსრო II-ის მეთაურობით, პალესტინაში შეიჭრნენ. კონსტანტინეს ბრძანებით აგებული ეკლესიისა და სამარხის დიდი ნაწილი განადგურდა. 626 წელს იერუსალიმის პატრიარქმა, მოდესტოსმა, აღადგინა ბაზილიკა. ორი წლის შემდეგ ბიზანტიის იმპერატორმა, ფლავიუს ჰერაკლე ავგუსტუსმა, დაამარცხა და მოკლა ხოსრო. 638 წელს იერუსალიმი ხელში ჩაუვარდა ხალიფა ომარ I-ს (591–644 წწ.). ომარმა დაწერა ცნობილი შეთანხმება (პაქტი), რომელიც დაიდო მუსლიმანებსა და ქრისტიანებს შორის. შეთანხმება განსაზღვრავდა უფლებებსა და აკრძალვებს არამუსლიმანთათვის. იუდეველ და ქრისტიან (ასევე სხვა არამუსლიმან) მოსახლეობას ჰქონდა „დჰიმის“ („შეთანხმების ხალხი“) სტატუსი. ომარმა დაიფიცა, რომ დაიცავდა იერუსალიმში არსებულ ქრისტიანთა და იუდეველთა წმინდა ადგილებს. გადმოცემის თანახმად, ის არ შედიოდა აღდგომის ეკლესიაში, არამედ მის გარეთ ლოცულობდა, რადგან ამბობდა, რომ თუ შიგნით შევიდოდა, ამით ეკლესია მუსლიმანთა წმინდა ადგილად იქცეოდა. 935 წელს იმ ადგილზე, სადაც ომარი ლოცულობდა, აიგო ცნობილი ომარის მეჩეთი.

ხალიფა ალ-ჰაკიმ ბი-ამრ ალაჰი

1009-1021 წლებში ფატიმიდების სახალიფოს მე-6 ხალიფამ, ალ-ჰაკიმ ბი-ამრ ალაჰმა, რომელიც „შეშლილ ხალიფად“ არის წოდებული დასავლურ ლიტერატურაში, გაანადგურა აღდგომის ეკლესიის დიდი ნაწილი, მათ შორის, ქრისტეს სამარხიც და ასევე აკრძალა ქრისტიანთა თაყვანისცემა ამ ადგილზე. ის ქრისტიანთა და იუდეველთა მიმართ დიდი სისასტიკით გამოირჩეოდა. 1004 წელს გამოსცა კანონი, რომლის თანახმადაც, ფატიმიდების სამფლობელოებში მცხოვრებ ქრისტიანებს აეკრძალათ ნათლისღებისა და აღდგომის დღესასწაულების აღნიშვნა.

1033 წელს მომხდარმა მიწისძვრამ კიდევ უფრო მეტად დააზიანა ქრისტიანთა წმინდა ადგილები. ბიზანტიის იმპერიასა და ფატიმიდებს შორის წარმოებულ მოლაპარაკებათა შედეგად, ხალიფა ალ-ჰაკიმის სიკვდილის შემდეგ მისმა ვაჟმა, ალი აზ-ზაჰირმა, თანხმობა განაცხადა ქრისტეს საფლავის ტაძრის აღდგენასთან დაკავშირებით.

აღდგენითი სამუშაოები დაიწყო 1042 წელს, ბიზანტიის იმპერატორ კონსტანტინე IX მონომახის (1000–1055) მმართველობისას და დასრულდა 1048 წელს. თუმცაღა, აღდგენილი ტაძარი, თავისი დიდებულებით, ბევრად ჩამოუვარდებოდა წინამორბედს.

ჯვაროსანთა მიერ ჩატარებული აღდგენითი სამუშაოები

ჯვაროსნული ლაშქრობები დაიწყო ტამპლიერთა ორდენის მიერ, რომლებიც, გარდა ბევრი სხვა მიზეზისა, დიდად უკმაყოფილონი იყვნენ „შეშლილი ხალიფას“ ქმედებებით. ჯვაროსნებმა 1099 წელს აიღეს იერუსალიმი და 1187 წლამდე აკონტროლებდნენ მას. 1099-1149 წლებში ჯვაროსნებმა გადახურეს შიდა ეზო, წინა მხარე მოაშორეს როტონდას, ხელახლა ააგეს ეკლესია და შესასვლელი სამხრეთით გაუკეთეს.

ქრისტეს საფლავის ტაძარი დღეს

ეკლესიის დღევანდელი სახე 1810 წლით თარიღდება. ქრისტეს საფლავის ტაძარი არქიტექტურული კომპლექსია, რომელიც მოიცავს იესო ქრისტეს ჯვარცმის ადგილს – ცნობილს, როგორც „გოლგოთა“ და მის საფლავს, სადაც იგი დაკრძალეს და სადაც აღდგა. საფლავი გარშემორტყმულია XIX საუკუნის აკლდამით, რომელსაც „ედიკულე“ ეწოდება. კომპლექსის ტერიტორიაზე ასევე რამდენიმე მონასტერია განლაგებული.


ამავე კატეგორიის

პონტოელი პილატე – ურჩხული თუ კარგი მმართველი?

21 აპრილი, 2022

როგორ გადაურჩა ეთიოპიის ეკლესია განადგურებას

9 სექტემბერი, 2021

რეგენსბურგის კრება – პროტესტანტებისა და კათოლიკეთა შერიგების მცდელობა

2 სექტემბერი, 2021

11 გასაოცარი ფაქტი ბიბლიის შესახებ

22 აპრილი, 2021

რემბრანდტის ნახატებში ასახული ბიბლიური ისტორიები

26 იანვარი, 2021

შეცდომა ბიბლიაში, რომლის მიხედვით მრუშობა „სავალდებულო“ გახდა

25 იანვარი, 2021

კონსტანტინე ფლავიცკის შედევრი „ქრისტიანი წამებულები კოლიზეუმში“

25 იანვარი, 2021

„ჯვარცმა“ – ბიბლიური სიუჟეტის მიხედვით შექმნილი ყველაზე დიდი...

15 იანვარი, 2021

„წითელი ჯვრის“ ქრისტიანული ფესვები

13 იანვარი, 2021

არქეოლოგებმა დაამტკიცეს, რომ ბიბლია ფილისტიმელების წარმოშობაზე ზუსტ ცნობებს...

6 იანვარი, 2021

კვირის პოპულარული სტატიები

  • 1

    რა არის ეგზისტენციალიზმი?

    2 ნოემბერი, 2020
  • 2

    რა არის ნიჰილიზმი?

    28 ოქტომბერი, 2020
  • 3

    მარტინ ლუთერის ყველაზე ცნობილი სიტყვები

    31 ოქტომბერი, 2020
  • 4

    ბიბლიური ციტატები, რომლებიც შიშის დაძლევაში დაგეხმარებათ

    12 იანვარი, 2021
  • 5

    ციტატები რწმენის შესახებ

    6 სექტემბერი, 2021

ჩვენი ვებგვერდები

ქრისტიანული ფილმები
ქრისტიანული რადიო
ქრისტიანის ბლოგი
ქრისტიანობა.GE

ჩვენი პროექტები

სუპერწიგნი (ანიმაცია)
კონფესიები საქართველოში
მქადაგებლები
პილიგრიმის მოგზაურობა

პარტნიორები

ონლაინ ბიბლია
ბიბლიის სიმფონია
მსახურებების განრიგი
აუდიო ბიბლია

კონტაქტი

გახდი მხარდამჭერი
ჩვენი მისია
ჩვენ შესახებ
კონტაქტი

© | ქრისტიანული არხი


ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები