ქრისტიანული არხი
  • ქრისტიანული სიხალეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები
საინტერესო ფაქტები

შეცდომა ბიბლიაში, რომლის მიხედვით მრუშობა „სავალდებულო“ გახდა

by მარიამ გოგიჩაშვილი 25 იანვარი, 2021
25 იანვარი, 2021 1.9K ნახვა

1631 წელს მეფე იაკობის ბიბლიის მშვენიერი ახალი გამოცემა უკვე საგაზეთო ჯიხურებში იყიდებოდა. ყველა გარბოდა მის შესაძენად. გარკვეული ხნის შემდეგ „გამოსვლის“ წიგნში რაღაც უცნაური უზუსტობა აღმოაჩინეს. მეშვიდე მცნება განსხვავებულად გამოიყურებოდა: „იმრუშე!“ ეწერა გამოსვლის მე-20 თავში.

სამი საუკუნის შემდეგ მეფე იაკობის ბიბლიის ეს კონკრეტული ვერსია ცნობილი გახდა სახელით: „ცოდვილთა ბიბლია“. მეშვიდე მცნებაში გამოტოვებული სიტყვით „არ“, 1631 წელს ბიბლიის 1000 ეგზემპლარი დაიბეჭდა. დღეს, შესაძლოა, ეს ფაქტი ღიმილს გვგვრიდეს, თუცა სამეფო კარის მბეჭდავებისთვის – რობერტ ბარკერისა და მარტინ ლუკასისთვის ასე ნამდვილად არ იყო.

რობერტ ბარკერი კარგადაა ცნობილი 1611 წელს მეფე იაკობის ბიბლიის ორიგინალი ვერსიის ნაბეჭდით. ისტორიული მნიშვნელობის გამოცემაში შეცდომები შეინიშნებოდა, მაგალითად, ნაცვალსახელში ერთი ასოს შეცდომით ამოკლებამ რუთის წიგნში გამოიწვია ის, რომ „ის“ მდედრ. (She) იკითხებოდა „ის“ მამრ. (He) სქესად, რის გამოც მეფე იაკობის ბიბლიის ამ ვერსიას მეტსახელიც კი ეწოდა: „The Great He Bible“.

ბარკერმა შემდეგ გამოცემებში ეს შეცდომა გამოასწორა, თუმცა განაგრძობდა მცირე შეცდომების დაშვებას; მაგრამ ეს შეცდომები გამოსწორებას ექვემდებარებოდა… „უწმინდურ ბიბლიამდე“.

ჩარლზ I-ის მეფობის დროს ბარკერმა და მისმა გამომცემელმა პარტნიორმა მარტინ ლუკასმა, დაახლოებით, 1000 ეგზემპლარი დაბეჭდეს იმ ბიბლიისა, რომელშიც მრუშობა „დაშვებული“ იყო. ფაქტის აღმოჩენის შემდეგ ბარკერსა და ლუკასს სასამართლომ 300 ფუნტის ოდენობის ჯარიმა დააკისრა (რაც დღევანდელი 60 000 ფუნტის ეკვივალენტია), მათ ასევე ჩამოერთვათ წიგნის ბეჭდვის ლიცენზია.

„ცოდვილთა ბიბლიის“ 1000-მდე ეგზემპლარი უკან დააბრუნეს და დაწვეს, თუმცა ზოგიერთი მათგანი მაინც აღმოჩნდა პირად კოლექციებში (ამ ბიბლიას თვალს მოჰკრავთ ნიუ-იორკის საჯარო ბიბლიოთეკასა და დუნჰემის ბიბლიის მუზეუმში, ჰიუსტონში).

2015 წელს კი აუქციონზე ამ ბიბლიის ერთი ეგზემპლარი 40,435 დოლარად გაიყიდა.

წყარო: https://www.rd.com


ამავე კატეგორიის

პონტოელი პილატე – ურჩხული თუ კარგი მმართველი?

21 აპრილი, 2022

ქრისტეს საფლავის ტაძრის ისტორია

21 აპრილი, 2022

როგორ გადაურჩა ეთიოპიის ეკლესია განადგურებას

9 სექტემბერი, 2021

რეგენსბურგის კრება – პროტესტანტებისა და კათოლიკეთა შერიგების მცდელობა

2 სექტემბერი, 2021

11 გასაოცარი ფაქტი ბიბლიის შესახებ

22 აპრილი, 2021

რემბრანდტის ნახატებში ასახული ბიბლიური ისტორიები

26 იანვარი, 2021

კონსტანტინე ფლავიცკის შედევრი „ქრისტიანი წამებულები კოლიზეუმში“

25 იანვარი, 2021

„ჯვარცმა“ – ბიბლიური სიუჟეტის მიხედვით შექმნილი ყველაზე დიდი...

15 იანვარი, 2021

„წითელი ჯვრის“ ქრისტიანული ფესვები

13 იანვარი, 2021

არქეოლოგებმა დაამტკიცეს, რომ ბიბლია ფილისტიმელების წარმოშობაზე ზუსტ ცნობებს...

6 იანვარი, 2021

კვირის პოპულარული სტატიები

  • 1

    10 ბიბლიური ციტატა სიამაყის შესახებ

    10 ნოემბერი, 2020
  • 2

    ბიბლიური ციტატები, რომლებიც შიშის დაძლევაში დაგეხმარებათ

    12 იანვარი, 2021
  • 3

    ბიბლიური ციტატები, რომლებიც უნდა წაიკითხოთ მარცხისას და დაცემისას

    20 იანვარი, 2021
  • 4

    რა არის ნიჰილიზმი?

    28 ოქტომბერი, 2020
  • 5

    30 ბიბლიური მუხლი რწმენის შესახებ

    21 იანვარი, 2021

ჩვენი ვებგვერდები

ქრისტიანული ფილმები
ქრისტიანული რადიო
ქრისტიანის ბლოგი
ქრისტიანობა.GE

ჩვენი პროექტები

სუპერწიგნი (ანიმაცია)
კონფესიები საქართველოში
მქადაგებლები
პილიგრიმის მოგზაურობა

პარტნიორები

ონლაინ ბიბლია
ბიბლიის სიმფონია
მსახურებების განრიგი
აუდიო ბიბლია

კონტაქტი

გახდი მხარდამჭერი
ჩვენი მისია
ჩვენ შესახებ
კონტაქტი

© | ქრისტიანული არხი


ქრისტიანული არხი
  • ქრისტიანული სიხალეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები