ქრისტიანული არხი
  • ქრისტიანული სიხალეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები
ურთიერთობები

ადამიანები პიროვნებები არიან

by ნინო ხუროშვილი 12 იანვარი, 2021
12 იანვარი, 2021 248 ნახვა

რამდენიმე პრაქტიკულ რჩევას მოგცემთ იმისათვის, რომ იყოთ სინათლე გარემომცველ სამყაროში.

პირველი მათგანი მარტივად ჟღერს, მაგრამ  ვფიქრობ, რომ გამუდმებით ვართულებთ. აი, ისიც: თუ გინდათ, რომ იყოთ სინათლე, ადამიანში პიროვნებას უნდა ხედავდეთ.

11 სექტემბრის შემდეგ სულისშემძვრელი საუბარი გაიმართა ჩემსა და ერთ-ერთ ცათამბჯენში არსებული რესტორნის მენეჯერს შორის. მან მითხრა: „მწარეა ჩემთვის იმის გაცნობიერება, რომ ამ ადამიანებში ადამიანებს ვერ ვხედავდი და ეს განცდა ვერაფრით მომიშორებია. ისინი ჩემი ოფიციანტები, მზარეულები, ოფიციანტების დამხმარეები, ღონისძიებათა ორგანიზატორები და მასპინძლები იყვნენ, მაგრამ ისინი ადამიანები არ ყოფილან ჩემთვის.“ მენეჯერი ტიროდა და ამბობდა: „ჩემი თანაშრომლების დაკრძალვიდან დაკრძალვაზე დავდიოდი და ვჯდებოდი მათი მშობლების, ცოლების, ქმრების, შვილების გვერდით. ვუსმენდი მათ ისტორიებს. ისინი ახლა უკვე რეალური ადამიანები იყვნენ ჩემთვის, მაგრამ ისინი დაიღუპნენ.“

ვუსმენდი მას და თავს დიდად დამნაშავედ ვგრძნობდი, რადგან მეც იმავეს ვაკეთებ ყოველდღე. უამრავ ადამიანს ვხვდები, მაგრამ მათში ადამიანებს ვერ ვხედავ. ის ქალი მოლარეა, ის კაცი მაღაზიის გამყიდველია, ის ქალი ქიმწმენდაში მუშაობს.

ხშირად მავიწყდება, რომ ესენი რეალური ადამიანები არიან. ისინი უბრალოდ სხვადასხვა საქმეების შესასრულებლად არსებობენ ჩემთვის, მაგრამ ღმერთისთვის მათ აქვთ ტკივილით სავსე ისტორია და წარსული. მათი გულები აღსავსეა შიშითა და განცდებით. მათ სურთ, რომ მათდამი სიყვარულს გამოხატავდნენ. ისინი ოცნებებითა და იმედებით ცხოვრობენ.

თუ გსურთ, იყოთ სინათლე ქვეყნიერებაზე, სთხოვეთ ღმერთს, აგიხილოთ თვალები, მოგცეთ სმენა და გული, რათა ადამიანებში ადამიანებს ხედავდეთ და პიროვნებებად აღიქვამდეთ მათ. დაუსვით კითხვები და ყურადღებით დაუგდეთ ყური: „დღეს რას აკეთებ?“ ან „თავს როგორ გრძნობ?“ ან „როგორ ჩაიარა კვირამ?“ იქნებ უფრო მეტი გაბედულებაც გამოიჩინოთ და ჰკითხოთ: „რა საკითხზე შემიძლია, ვილოცო შენთვის?“

მეგობართან ერთად ვსადილობდი. მან ოფიციანტს უთხრა: „ჩვენ სადილის წინ ვლოცულობთ. თქვენთვის რაზე შემიძლია, ვილოცო?“ ოფიციანტი გაოგნებული დარჩა და ძლივს გამოსცრა: „არ მგონია, რომ ვინმეს ლოცვა მჭირდებოდეს.“ მაგრამ ხუთი წუთის შემდეგ დაბრუნდა და გვითხრა: „ცოტა ხნის წინ გავიგე, რომ ჩემი შეყვარებული ორსულადაა და თავზარი მეცემა იმის გაფიქრებაზე, რომ მამა გავხდები. შეგიძლიათ, ილოცოთ ჩემთვის?“

რა გასაოცარი შესაძლებლობაა, ვიყოთ სინათლე ადამიანებს შორის! რით და როგორ იწყება ყველაფერი? ჩემი მეგობარი ოფიციანტს უყურებდა ისე, როგორც ადამიანს და არა როგორც უბრალო ოფიციანტს. ის მას პიროვნებად აღიქვამდა.

თქვენს თავზე რას იტყვით? განსაკუთრებით იმ ადგილებში, სადაც ხშირად დადიხართ, შეხედეთ ადამიანებს და დაინახეთ მათში ადამიანები, აღიქვით ისინი პიროვნებებად და უეცრად შეამჩნევთ, როგორ იქეცით სინათლედ მათთვის, მათთან ურთიერთობებში. 

წყარო: http://bogoblog.ru/


ამავე კატეგორიის

ჯანსაღი თვითშეფასების განვითარება ბავშვებში

2 მარტი, 2023

თინეიჯერების გულახდილი წერილები მშობლებს

19 მაისი, 2021

ბედნიერი ქორწინების ათი ინგრედიენტი

19 მაისი, 2021

დასჯასაც თავისი წესი აქვს – რომ არ გამოიწვიოთ...

19 მაისი, 2021

ურთიერთობების საიდუმლო, ანუ მოაქვს თუ არა სარგებლობა კრიტიკას

19 მაისი, 2021

როგორ დავამარცხოთ ბავშვის ეგოიზმი

19 მაისი, 2021

ასწავლეთ თქვენს შვილებს კონფლიქტების ღირსეულად მოგვარება

19 მაისი, 2021

მშობლებს არ ვყიდით…

19 მაისი, 2021

როგორ შევიძინოთ მეგობრები – ადამიანებთან ურთიერთობის საიდუმლო

18 მაისი, 2021

ხედავდე ქალს… (მამის საუბარი შვილთან)

13 აპრილი, 2021

კვირის პოპულარული სტატიები

  • 1

    რა არის ნიჰილიზმი?

    28 ოქტომბერი, 2020
  • 2

    10 ბიბლიური ციტატა სიამაყის შესახებ

    10 ნოემბერი, 2020
  • 3

    ბიბლიური ციტატები, რომლებიც შიშის დაძლევაში დაგეხმარებათ

    12 იანვარი, 2021
  • 4

    ბიბლიური ციტატები, რომლებიც უნდა წაიკითხოთ მარცხისას და დაცემისას

    20 იანვარი, 2021
  • 5

    ციტატები რწმენის შესახებ

    6 სექტემბერი, 2021

ჩვენი ვებგვერდები

ქრისტიანული ფილმები
ქრისტიანული რადიო
ქრისტიანის ბლოგი
ქრისტიანობა.GE

ჩვენი პროექტები

სუპერწიგნი (ანიმაცია)
კონფესიები საქართველოში
მქადაგებლები
პილიგრიმის მოგზაურობა

პარტნიორები

ონლაინ ბიბლია
ბიბლიის სიმფონია
მსახურებების განრიგი
აუდიო ბიბლია

კონტაქტი

გახდი მხარდამჭერი
ჩვენი მისია
ჩვენ შესახებ
კონტაქტი

© | ქრისტიანული არხი


ქრისტიანული არხი
  • ქრისტიანული სიხალეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები