ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები
ურთიერთობები

დასჯასაც თავისი წესი აქვს – რომ არ გამოიწვიოთ მასში ნევროზი, ფობიები, აგრესია…

by ნატალია ჩიქოვანი 19 მაისი, 2021
19 მაისი, 2021 528 ნახვა

დასჯა დელიკატური საკითხია. ბავშვის ფსიქოლოგიური ჯანმრთელობა ბავშვისა და მშობლის ურთიერთობაზეა დამოკიდებული. ამიტომ ბავშვი გონივრულად უნდა დასაჯოთ, რათა არ გამოიწვიოთ მასში ნევროზი, ფობიები, აგრესია…

რა მიზეზით ისჯებიან ბავშვები ყველაზე ხშირად?

1. მშობელი არასწორად იგებს ბავშვის საქციელს

ზოგჯერ მშობელს ჰგონია, რომ ბავშვი სადღაც მიძვრება, რაღაცას აფუჭებს… მაგრამ ნუ დაგავიწყდებათ, რომ ბავშვი სამყაროს შეცნობის პროცესშია. ის ამტვრევს, ყრის, ისვრის ნივთებს არა იმის გამო, რომ უფროსები გააბრაზოს, არამედ, ამ ნივთების თვისებები რომ გამოცადოს. მაშინ, როცა იატაკზე ფინჯანს აგდებს, სწავლობს, რომ იგი მტვრევადია და მომავალში ფრთხილად უნდა იყოს. აგრეთვე, არ ღირს მისი დასჯა, თუ ნაყინის ჭამის დროს შარვალი დაისვარა, მან ხომ არ იცის, რომ ნაყინიდან შეიძლება შოკოლადი ჩამოვარდეს ან დამდნარი ნაყინი დაეწუწოს?

2. უფროსებს აქვთ მზა სცენარი, წესები, მოსაზრება…

ბავშვის ქცევა თუ არ შეესაბამება უფროსების ქცევის სტანდარტს, უფროსი ბრაზდება; თუ ბავშვმა შარვალი დაისვარა, ამის გამო არ უნდა დასაჯოთ, ეს ჩვეულებრივი რამაა, ის ხომ ბავშვია.

3. ჯავრის ამოყრა

ზოგჯერ უფროსი ბავშვს სჯის, რადგან თავადაა ცხოვრებაზე უკმაყოფილო და სურს, რომ ეს უსუსურის (თავისზე უფრო სუსტის) დასჯით გამოხატოს.

რჩევა:

ბავშვის დასჯის სურვილი თუ გაგიჩნდებათ, გაიაზრეთ, რატომ ჭირვეულობს პატარა, რა უბიძგებს, ცუდად, თქვენთვის მიუღებლად რომ მოიქცეს. სადმე წაყვანამდე მშვიდად აუხსენით, რა ელის იქ, როგორ უნდა მოიქცეს და, რაც მთავარია, მაქსიმალურად შეამცირეთ დასჯის მეთოდი.

იმ შემთხვევაში, თუ მაინც გადაწყვიტეთ, რომ დასაჯოთ, გაითვალისწინეთ შემდეგი:

თავდაპირველად გახსოვდეთ, რომ თქვენ უფროსი ხართ და მეტი სამართლიანობა მოგეთხოვებათ.

  1. ბავშვმა უნდა გაიგოს, რატომ არაა მართალი. აუხსენით მისთვის გასაგებ ენაზე.

2. ნუ გამოიყენებთ ფიზიკურ დასჯას. აგრეთვე, მოერიდეთ მანიპულირებას („აღარ გელაპარაკები“, „ასეთი საძაგელი აღარ მეყვარები“). დასჯის დროს ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ მას სამართლიანად ექცევიან, მაგრამ ძველებურად უყვართ.

3. თითოეული ცუდი საქციელისთვის შეფარდებითი დასჯა უნდა მოიფიქროთ. პირველად თუ ცუდად მოიქცა, არ დასაჯოთ, ჯერ აუხსენით, რა შეეშალა და შემდეგში რა უნდა გაითვალისწინოს.

4. ეცადეთ, რომ დასჯა იყოს საქციელის გამოსწორება. დაალაგოს არეული ოთახი, შეაკეთოს გატეხილი ნივთი.

5. დასჯა არ უნდა იყოს დროში გაწელილი: „აღარასდროს შეჭამ ნაყინს“, „აღარ ითამაშებ კომპიუტერით.“

როგორ უნდა მოიქცეთ სხვადასხვა სიტუაციაში?

ბავშვი თუ ჩხუბობს, და-ძმას ურტყამს და ცუდ სიტყვებს ამბობს, შემოიღეთ წესი:

ჩვენს ოჯახში ერთმანეთს არავინ აწყენინებს. იმ შემთხვევაში, თუ ვინმე ცუდ სიტყვას იტყვის, 5 წუთით უნდა იჯდეს ან იდგეს კუთხეში. ეს წესი ოჯახის ყველა წევრმა უნდა დაიცვას.

ბავშვი არ უფრთხილდება სათამაშოებს, უთხარით:

„აი, მანქანა, მაგრამ თუ დაამტვრევ, მანქანის გარეშე დარჩები.“ და არ უყიდით ახალს არავითარ შემთხვევაში. ბავშვმა უნდა იცოდეს, რა მოჰყვება მის საქციელს. გატეხილი მანქანის გამო თუ სცემთ, მაგრამ ახალს უყიდით, კიდევ დაამტვრევს, ერთ ცემას კი აიტანს.

თუ ბავშვი ყრის სათამაშოებს:

ასწავლეთ, რომ თამაშის შემდეგ სათამაშოები უნდა შეინახოს; როცა აალაგებს, არ დაგავიწყდეთ, შეაქეთ ბავშვი, რომ მომავალშიც გაუჩნდეს შექების სურვილი და აალაგოს სათამაშოები. გახსოვდეთ, თუ ბავშვს სჯით ცუდი სიტყვების თქმისთვის და თავად ხშირად მეტყველებთ უცენზუროდ, ბავშვის თვალში ავტორიტეტს დაკარგავთ.


ამავე კატეგორიის

ჯანსაღი თვითშეფასების განვითარება ბავშვებში

2 მარტი, 2023

თინეიჯერების გულახდილი წერილები მშობლებს

19 მაისი, 2021

ბედნიერი ქორწინების ათი ინგრედიენტი

19 მაისი, 2021

ურთიერთობების საიდუმლო, ანუ მოაქვს თუ არა სარგებლობა კრიტიკას

19 მაისი, 2021

როგორ დავამარცხოთ ბავშვის ეგოიზმი

19 მაისი, 2021

ასწავლეთ თქვენს შვილებს კონფლიქტების ღირსეულად მოგვარება

19 მაისი, 2021

მშობლებს არ ვყიდით…

19 მაისი, 2021

როგორ შევიძინოთ მეგობრები – ადამიანებთან ურთიერთობის საიდუმლო

18 მაისი, 2021

ხედავდე ქალს… (მამის საუბარი შვილთან)

13 აპრილი, 2021

დანგრევას გადარჩენილი ოჯახის ისტორია

13 იანვარი, 2021

კვირის პოპულარული სტატიები

  • 1

    ციტატები რწმენის შესახებ

    6 სექტემბერი, 2021
  • 2

    ბიბლიური ციტატები, რომლებიც შიშის დაძლევაში დაგეხმარებათ

    12 იანვარი, 2021
  • 3

    რა არის ნიჰილიზმი?

    28 ოქტომბერი, 2020
  • 4

    დევიდ ჰეთევეი: ჩემი ღმერთი სასწაულების ღმერთია!

    31 ოქტომბერი, 2022
  • 5

    ფრაზები, რომელთა მოსმენაც ბავშვებს ყოველთვის სჭირდებათ მშობლებისგან

    18 მაისი, 2021

ჩვენი ვებგვერდები

ქრისტიანული ფილმები
ქრისტიანული რადიო
ქრისტიანის ბლოგი
ქრისტიანობა.GE

ჩვენი პროექტები

სუპერწიგნი (ანიმაცია)
კონფესიები საქართველოში
მქადაგებლები
პილიგრიმის მოგზაურობა

პარტნიორები

ონლაინ ბიბლია
ბიბლიის სიმფონია
მსახურებების განრიგი
აუდიო ბიბლია

კონტაქტი

გახდი მხარდამჭერი
ჩვენი მისია
ჩვენ შესახებ
კონტაქტი

© | ქრისტიანული არხი


ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები