ქრისტიანული არხი
  • ქრისტიანული სიხალეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები
ურთიერთობები

მამის გავლენა ბავშვის პიროვნებაზე

by ნინო ხუროშვილი 14 დეკემბერი, 2020
14 დეკემბერი, 2020 511 ნახვა

კონეკტიკუტის შტატის უნივერსიტეტის მეცნიერები გვამცნობებენ, რომ ბავშვისთვის ყველაზე ძლიერი ნეგატიური გამოცდილება, რომელიც  სერიოზულ გავლენას ახდენს მისი პიროვნულობის განვითარებაზე, არის მამის უყურადღებობა მის მიმართ.

რონალდ რონერმა, პიროვნებათშორისი ურთიერთობების შემსწავლელი ცენტრის ხელმძღვანელმა და მისმა კოლეგებმა 36 გამოკვლევა ჩაატარეს ამ თემასთან დაკავშირებით, რომლებიც 1975 წლიდან 2010 წლის ჩათვლით მიმდინარეობდა.

ამ გამოკვლევებში მონაწილეობას იღებდა 1400 ზრდასრული ადამიანი და 8600 ბავშვი 18 ქვეყნიდან.

პიროვნული მახასიათებლები ყველა გამოკვლევაში შეაფასეს ცნობილი თეორიის მიხედვით – Parental acceptance-rejection theory (მშობლის მიერ მიღება-უარყოფის თეორია). ეს სოციალიზაციის თეორიაა, რომელიც განმარტავს და წინასწარ განჭვრეტს მშობლის ყურადღებას / უყურადღებობას ბავშვისადმი, რომელსაც უდიდესი გავლენა აქვს მის შემეცნებით და ემოციურ განვითარებაზე.

შეფასება მიმდინარეობდა შვიდი კრიტერიუმის მიხედვით: აგრესიულობა, დამოუკიდებლობა, პოზიტიური თვითშეფასება, თვითაღქმის ადეკვატურობა, ემოციური გამოხმაურება (ემოციური მდგრადობა) და დადებითი მსოფლმხედველობა.

გამოკვლევის შედეგის თანახმად, ბავშვის განვითარებაზე ყველაზე დიდ გავლენას მამა ახდენს, მიუხედავად იმისა, რომ მათ უმრავლესობას ბავშვის აღზრდისთვის დრო არ რჩება, ყურადღებასაც უფრო ნაკლებად აქცევენ, ვიდრე დედები, დაკავებულობის ან ამ პროცესისადმი ინტერესის არქონის გამო.

რონერის განმარტებით, მრავალ კულტურაში მამები ოჯახის იერარქიული კიბის მწვერვალზე დგანან, ოჯახის თავად მიიჩნევიან, დედებზე უფრო დიდი გავლენა აქვთ და შიდაოჯახურ გადაწყვეტილებათა მიღების პროცესშიც ბოლო სიტყვა მათ ეკუთვნით.

მეცნიერმა ისიც აღნიშნა, რომ, რადგანაც დედები ბავშვებთან უფრო მეტ დროს ატარებენ, აღზრდაში დაშვებული შეცდომებიც მათ მიეწერებათ, თუმცა უნდა ვხვდებოდეთ იმას, რომ ბავშვზე გავლენას ახდენს ორივე მშობლის შიდაოჯახური ქცევა.

რონერმა გამოთქვა იმედი, რომ ამ გამოკვლევის შედეგები მამებს დაეხმარება საკუთარი პასუხისმგებლობის გაცნობიერებასა და ბავშვებისადმი უფრო მეტი სიყვარულისა და ზრუნვის გამოვლენაში  მათი ადრეული ასაკიდანვე.

წყარო


ამავე კატეგორიის

ჯანსაღი თვითშეფასების განვითარება ბავშვებში

2 მარტი, 2023

თინეიჯერების გულახდილი წერილები მშობლებს

19 მაისი, 2021

ბედნიერი ქორწინების ათი ინგრედიენტი

19 მაისი, 2021

დასჯასაც თავისი წესი აქვს – რომ არ გამოიწვიოთ...

19 მაისი, 2021

ურთიერთობების საიდუმლო, ანუ მოაქვს თუ არა სარგებლობა კრიტიკას

19 მაისი, 2021

როგორ დავამარცხოთ ბავშვის ეგოიზმი

19 მაისი, 2021

ასწავლეთ თქვენს შვილებს კონფლიქტების ღირსეულად მოგვარება

19 მაისი, 2021

მშობლებს არ ვყიდით…

19 მაისი, 2021

როგორ შევიძინოთ მეგობრები – ადამიანებთან ურთიერთობის საიდუმლო

18 მაისი, 2021

ხედავდე ქალს… (მამის საუბარი შვილთან)

13 აპრილი, 2021

კვირის პოპულარული სტატიები

  • 1

    რა არის ნიჰილიზმი?

    28 ოქტომბერი, 2020
  • 2

    10 ბიბლიური ციტატა სიამაყის შესახებ

    10 ნოემბერი, 2020
  • 3

    ბიბლიური ციტატები, რომლებიც უნდა წაიკითხოთ მარცხისას და დაცემისას

    20 იანვარი, 2021
  • 4

    ბიბლიური ციტატები, რომლებიც შიშის დაძლევაში დაგეხმარებათ

    12 იანვარი, 2021
  • 5

    ციტატები რწმენის შესახებ

    6 სექტემბერი, 2021

ჩვენი ვებგვერდები

ქრისტიანული ფილმები
ქრისტიანული რადიო
ქრისტიანის ბლოგი
ქრისტიანობა.GE

ჩვენი პროექტები

სუპერწიგნი (ანიმაცია)
კონფესიები საქართველოში
მქადაგებლები
პილიგრიმის მოგზაურობა

პარტნიორები

ონლაინ ბიბლია
ბიბლიის სიმფონია
მსახურებების განრიგი
აუდიო ბიბლია

კონტაქტი

გახდი მხარდამჭერი
ჩვენი მისია
ჩვენ შესახებ
კონტაქტი

© | ქრისტიანული არხი


ქრისტიანული არხი
  • ქრისტიანული სიხალეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები