„კარგად გამოიკვლიე, ვინ ხარ“

by დაჩი პაპაშვილი
541 ნახვა

თითოეულმა თქვენგანმა გამოცადოს თავისი საქმე და მაშინ ექნება იმის საბაბი, რომ თავისი თავით იქადოდეს და არა სხვისით.

გალატელთა 6:4

კარგად გამოიკვლიე, ვინ ხარ და გაიგე, რა საქმეც მოგეცა, შემდეგ კი მთლიანად მიუძღვენი საკუთარი თავი ამ საქმეს.

იმისათვის, რომ გაიგო, როგორ შეგიძლია ემსახურო სხვებს, დაუსვი შემდეგი კითხვები საკუთარ თავს:
• რის კეთება მსიამოვნებს ყველაზე მეტად?
• როდის ვგრძნობ თავს სიცოცხლით სავსედ?
• რა საქმის კეთებისას გადის დრო შეუმჩნევლად?
• რუტინა მირჩევნია თუ მრავალფეროვნება?
• გუნდურ საქმიანობას ვანიჭებ უპირატესობას თუ მარტო მირჩევნია საქმის კეთება?
• ინტროვერტი ვარ თუ ექსტრავერტი?
• უფრო მეტს ვფიქრობ თუ უფრო მეტს ვგრძნობ?
• რა უფრო მეტ სიამოვნებას მანიჭებს – მეტოქეობა თუ თანამშრომლობა?

შეამოწმე საკუთარი გამოცდილება და ამოიღე იქიდან ის გაკვეთილები, რომლებიც ცხოვრებაში გისწავლია. გადახედე შენს ცხოვრებას და დაფიქრდი, როგორ გამოგძერწა მან შენ.

დავიწყებული გამოცდილება გამოუსადეგარია, მას არავითარი ფასი არ აქვს. ეს კარგი მიზეზია იმისათვის, რომ სულიერი დღიური აწარმოოთ. პავლე ღელავდა იმის შესახებ, რომ გალატელი მორწმუნეებისათვის უქმად ჩაივლიდა ის ტკივილი, რომელიც მათ გამოცადეს. ის სწერდა მათ: „ნუთუ ამაოდ დაითმინეთ ამდენი რამ?..“ (გალატელთა 3:4)

ჩვენ იშვიათად ვხედავთ ღმერთის მიზანს ტკივილისა თუ წარუმატებლობის ჟამს. იესომ რომ ფეხები დაჰბანა პეტრეს, თქვა: „რასაც ვაკეთებ, ჯერ არ იცი, მხოლოდ ამის შემდეგ გაიგებ.“ (იოანე 13:7).

ყველაფერი რომ ჩაივლის, მხოლოდ მაშინ ვხვდებით, რომ ღმერთი პრობლემასაც სასიკეთოდ განიზრახავდა.

საკუთარი გამოცდილებიდან გაკვეთილების სწავლას დრო სჭირდება. გირჩევ, გამოყო რამდენიმე დღე იმისათვის, რომ გადახედო შენს განვლილ ცხოვრებას და დააკვირდე იმ განმსაზღვრელ მომენტებს, როცა ღმერთი შრომობდა შენს ცხოვრებაში და იფიქრე, რა კუთხით სურს მას შენი მეშვეობით ამ გაკვეთილების გამოყენება სხვათა დასახმარებლად.

ეს ძალიან მკაფიო მიმართულებას დაგისახავს იმ საქმეში, რაშიც მას სურს შენი გამოყენება იმისათვის, რომ ადამიანებს ემსახურო.

რიკ უორენი


ამავე კატეგორიის