დიტრიხ ბონხოფერმა თქვა: „როდესაც ქრისტე მოუწოდებს ადამიანს, ის სთავაზობს ადამიანს, მივიდეს მასთან და მოკვდეს.“
ქრისტიანის ცხოვრება ჯვარცმული ცხოვრებაა.
იესომ თქვა: „აიღე შენი ჯვარი და გამომყევი…“
„ქრისტესთან ერთად ვარ ჯვარცმული,“ – წერდა პავლე.
ჩვენ თუ გვინდა, რომ ქრისტესთან ერთად ვიყოთ ჯვარცმულნი, ვიდრე გოლგოთამდე მივალთ, ჩვენ გეთსიმანია უნდა გავიაროთ, ადგილი, სადაც ჩვენი ნება ღვთის ნებას ხვდება და ერწყმის.
გეთსიმანია არ არის იმდენად დრამატული, როგორც გოლგოთა და ამიტომ, ძალიან ხშირად, მას არ ანიჭებენ სათანადო მნიშვნელობას, მაგრამ სწორედ იქ, ბაღში, იმართება გადამწყვეტი ბრძოლა, რომელშიც შეიძლება წააგო ან გაიმარჯვო.
იესოსთვის სიცოცხლე რომაელ ჯარისკაცებს არ წაურთმევიათ, როდესაც ის ჯვარს აცვეს. მას უკვე გაღებული ჰქონდა თავისი სიცოცხლე. შეუძლებელია, მოკლა მკვდარი!
აი, ამიტომ თქვა იესომ: „…ჩემს სიცოცხლეს ვდებ, რათა კვლავ დავიბრუნო იგი. ვერავინ წამართმევს მას, მაგრამ მე თვითონ ვდებ მას…“ (იოანე 10:17-18). მიაქციეთ ყურადღება, იესომ ეს სიტყვები წარმოთქვა ჯვარცმამდე და არა ჯვარცმის დროს. ჯვარზე ტანჯვამდე იესომ უკვე გაიღო თავისი სიცოცხლე ჩვენთვის!
ქრისტემ გაიმარჯვა ჯვარზე, იმიტომ, რომ გაიმარჯვა გეთსიმანიაში. მოციქულები კი დამარცხდნენ, რადგან მათ ეძინათ ბაღში ყოფნისას. გეთსიმანია ადგილია, სადაც შენ ყოველდღე იღებ გადაწყვეტილებას იმის შესახებ, აიღო შენი ჯვარი, თუ თავი აარიდო მას.
ავტორი: დანიელ კოლენდა