ქრისტიანული არხი
  • ქრისტიანული სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
    • ბიბლიის კითხვის ერთწლიანი გეგმა
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • ბიბლიის პროექტი
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები
ქრისტიანული საკითხები

დანაშაული – ზოგადი გამოცხადების შედეგი

by ნატო კობახიძე 8 ივლისი, 2025
8 ივლისი, 2025 49 ნახვა

„იმიტომ, რომ ცხადია მათთვის, რაც შეიძლება იცოდნენ ღმერთზე, რადგან ღმერთმა განუცხადა მათ“
რომაელთა 1:19

წმინდა წერილი ამტკიცებს და გამოცდილებაც ადასტურებს, რომ ადამიანები ბუნებრივად არიან მიდრეკილნი რელიგიის რაიმე ფორმისკენ, თუმცა მაინც ვერ სცემენ თაყვანს თავიანთ შემოქმედს, რომელმაც თავის თავზე ზოგადი გამოცხადებით საკუთარი თავი ცნობილი გახადა ყველასთვის. არც თეორიული ათეიზმი და არც მორალური მონოთეიზმი არ არის არავის ბუნებრივი მდგომარეობა: ათეიზმი ყოველთვის რეაქციაა ღმერთს ან ღმერთების მიმართ უკვე არსებული რწმენის წინააღმდეგ, ხოლო მორალური მონოთეიზმი ყოველთვის მხოლოდ განსაკუთრებული გამოცხადების შედეგად ჩნდება.

წმინდა წერილი ამას ასე ხსნის: ცოდვილმა ეგოიზმმა და ჩვენი შემოქმედის უარყოფამ კაცობრიობა კერპთაყვანისცემისკენ მიმართა, რაც ნიშნავს თაყვანისცემისა და პატივის გადატანას ღვთის გარდა სხვა ძალასა ან საგანზე (ესაია 44:9-20).

„რადგან შეიცნეს ღმერთი და არ ადიდეს, როგორც ღმერთი, არც მადლობდნენ, არამედ ამაო გახდა მათი გონიერება და დაუბნელდათ უმეცარი გული. თავიანთ თავს ბრძენთ უწოდებენ და გამოსულელდნენ. და უხრწნელი ღვთის დიდება გაცვალეს ხრწნადი ადამიანის, ფრინველთა, ოთხფეხთა და ქვეწარმავალთა ხატების მსგავსებაში“
რომაელთა 1:21-23

„მაშ, მოაკვდინეთ თქვენი მიწიერი ასოები: სიძვა, უწმინდურება, ვნება, ბოროტი გულისთქმა და ანგარება, რაც კერპთმსახურებაა“
კოლასელთა 3:5

ამ გზით, განდგომილი ადამიანები „აბრკოლებენ ჭეშმარიტებას“ და „გაცვალეს უხრწნელი ღვთის დიდება ხრწნადი ადამიანის, ფრინველების, ცხოველების და ქვეწარმავლების მსგავს სახეებში“ (რომაელთა 1:18, 23). ისინი ახშობენ და თრგუნავენ იმ ცნობიერებას, რომელიც ზოგადმა გამოცხადებამ მისცა მათ ყოვლისმპყრობელი შემოქმედ-მსაჯულის შესახებ, და თავიანთ ღვთაებრივ შეგრძნებას უკავშირებენ უღირს ობიექტებს.ამას შედეგად მოჰყვება მკვეთრი მორალური დაცემა და მისით გამოწვეული ტანჯვა, როგორც ღვთის რისხვის პირველი გამოვლინება ადამიანთა განდგომილების მიმართ (რომაელთა 1:18, 24-32). თანამედროვე საზოგადოებაში ადამიანები კერპად განიხილავენ და, ფაქტობრივად, თაყვანს სცემენ ისეთ სეკულარულ საგნებს, როგორებიცაა ფირმა, ოჯახი, ფეხბურთი და სხვადასხვა სასიამოვნო გრძნობა, თუმცა მორალური დაცემა მაინც ისეთივე შედეგს იძლევა, როგორსაც მაშინ, როცა წარმართები ბიბლიურ ეპოქაში პირდაპირ კერპებს სცემდნენ თაყვანს.

ადამიანები ვერ ახშობენ ბოლომდე ღვთისა და მისი ამჟამინდელი და მომავალი განკითხვის შეგრძნებას; ღმერთი თავად არ აძლევს მათ ამის ნებას. სწორისა და არასწორის შეგრძნება, ისევე როგორც არსად ქრება შეგრძნება იმისა, რომ პასუხი უნდა აგონ წმიდა და ღვთიური მსაჯულის წინაშე. დაცემულ სამყაროში ყველა ადამიანს – რომელსაც გონება რაიმე ფორმით არ აქვს დაზიანებული – აქვს სინდისი, რომელიც ზოგჯერ მიმართულებას აძლევს, ზოგჯერ კი ამხელს მათ და ეუბნება, რომ სასჯელი ეკუთვნით ჩადენილი ბოროტებისთვის.

„რადგან, როცა წარმართნი, რომელთაც რჯული არ გააჩნიათ, ბუნებით რჯულისმიერს აკეთებენ, თუმცა რჯული არა აქვთ, თავისი თავის რჯული არიან“
(რომაელთა 2:14

და როცა სინდისი ამ ფორმით ლაპარაკობს, რეალურად ღვთის ხმა ისმის.

დაცემულ კაცობრიობას, ერთი მხრივ, არ აქვს ჭეშმარიტი ცოდნა ღმერთზე, რადგან რის დაჯერებაც მათ სურთ და რისაც სინამდვილეში სწამთ, მათი თაყვანისცემის ობიექტების შესახებ, ამახინჯებს და აყალბებს ღვთის იმ გამოცხადებას, რომელსაც ისინი ვერ გაექცევიან. მეორე მხრივ კი, ყველა ადამიანს მაინც აქვს ცოდნა ღვთის შესახებ, დანაშაულის შეგრძნებით და შემაწუხებელი წინათგრძნობით მომავალი სამსჯავროს შესახებ. მხოლოდ ქრისტეს სახარებას შეუძლია შვას სიმშვიდე ამ დაძაბულ და მტკივნეულ ადამიანურ მდგომარეობაში.

ავტორი: ჯ. ი. პეკერი


ამავე კატეგორიის

ზოგადი გამოცხადება

24 ივნისი, 2025

წმინდა წერილის გაგება და განმარტება

16 ივნისი, 2025

ქრისტიანული თეორიები სულის წარმოშობის შესახებ

13 ივნისი, 2025

წმინდა წერილი არის ღვთის სიტყვა

5 ივნისი, 2025

ჩაეძიეთ ტანჯვის მიღმა დამალულ ისტორიებს

21 თებერვალი, 2023

ელიზაბეთ ელიოტი – იმედი, როგორც ღუზა

27 იანვარი, 2023

ქრისტიანო, შენი დეპრესია რეალურია ისევე, როგორც უფლისმიერი შველა

19 სექტემბერი, 2022

რამდენად მნიშვნელოვანია პირადი საზღვრების დაცვა?

8 აპრილი, 2022

უკანასკნელი ჟამი – დანიელის წინასწარმეტყველების ანალიზი

16 მარტი, 2022

ცხოვრების 5 სფერო, რომლის განადგურებასაც ეშმაკი ცდილობს

4 მარტი, 2022

კვირის პოპულარული სტატიები

  • 1

    რა არის ჰელოუინი და უნდა აღნიშნავდნენ თუ არა მას ქრისტიანები?

    29 ოქტომბერი, 2020
  • 2

    ციტატები რწმენის შესახებ

    6 სექტემბერი, 2021
  • 3

    რა არის ნიჰილიზმი?

    28 ოქტომბერი, 2020
  • 4

    ბიბლიური ციტატები, რომლებიც შიშის დაძლევაში დაგეხმარებათ

    12 იანვარი, 2021
  • 5

    ჯვაროსნული ლაშქრობების პოლიტიკური, რელიგიური და სოციალური შედეგები

    7 ივნისი, 2022

ჩვენი ვებგვერდები

ქრისტიანული ფილმები
ქრისტიანული რადიო
ქრისტიანის ბლოგი
ქრისტიანობა.GE

ჩვენი პროექტები

სუპერწიგნი (ანიმაცია)
კონფესიები საქართველოში
მქადაგებლები
პილიგრიმის მოგზაურობა

პარტნიორები

ონლაინ ბიბლია
ბიბლიის სიმფონია
მსახურებების განრიგი
აუდიო ბიბლია

კონტაქტი

გახდი მხარდამჭერი
ჩვენი მისია
ჩვენ შესახებ
კონტაქტი

© | ქრისტიანული არხი


ქრისტიანული არხი
  • ქრისტიანული სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
    • ბიბლიის კითხვის ერთწლიანი გეგმა
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • ბიბლიის პროექტი
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები