ლოცვა „მამაო ჩვენო“ იცის თითქმის ყველა ქრისტიანმა.
ამ ლოცვის ზოგიერთი სიტყვის წარმოთქმა მორჩილების, რწმენისა და მამაცობის გარეშე მარტივი არ არის, თუკი გვეხსომება და გავიგებთ მათ მნიშვნელობას.
გახსოვთ ეს ფრაზა: „და მოგვიტევე ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა ჩვენთა“?
თქვენ მართლაც მზად ხართ, ღვთის წყალობის მიღება განსაზღვროთ თქვენი მზადყოფნით, აპატიოთ სხვებს? თუ თქვენ არც კი გყავთ თანამდებნი? იქნებ მათი სახელები გამოგრჩათ?
მშობლები ან ახლობლები, რომელთა გამოც თქვენი ბავშვობა დაინგრა და სიყრმე განადგურდა;
თანაკლასელები, რომლებიც დაგცინოდნენ და გამცირებდნენ სკოლაში;
ის, ვინც გიღალატათ და სინანული არ გასჩენია; იცრუა და არ უღიარებია;
ის, ვინც ქორწილის დღეს დაგპირდათ ერთგულებას და არ დაიცვა დაპირება;
ის, ვინც სხვა შეიყვარა და მიგატოვათ ბავშვებთან ერთად;
ისინი, ვისი ბრალეულობითაც დაიღუპა ახლობელი ადამიანი;
ისინი, რომელთა ფინანსურმა პრეტენზიებმა დაგაკარგვინეს ფული, ქონება და სტაბილურობა;
პოლიტიკოსები ან თანამდებობის პირები, რომელთა გადაწყვეტილებები ძვირად დაგიჯდათ;
ისინი, ვინც დაგაკისრათ პასუხისმგებლობა იმაზე, რაშიც ბრალი არ მიგიძღვით;
გამყიდველი, რომელმაც ეშმაკურად მოუმატა ფასს;
მყიდველი ან შუამავალი, რომელთაც სიცრუით იყიდეს თქვენგან რაიმე თითქმის მუქთად;
ეკლესიის მსახური, რომელიც მანიპულირებდა თქვენით;
მეგობარი, რომელმაც თქვენი საიდუმლო გასცა და დაგამცირათ;
მძღოლი, რომლის დანაშაულით თქვენი ან თქვენი ახლობლების ჯანმრთელობა შეირყა, ან შეიძლება ვიღაცის სიცოცხლეც შეწყდა;
ნათესავები, რომლებმაც დაგივიწყეს ან უარგყვეს;
მაბეზღარები, მატყუარები და ნაძირალები, რომელთაც გზა გადაგიღობეს;
და ყველა ის, რომელთა წყალობითაც თქვენ ფიქრობთ, რომ სამართლიანობა მხოლოდ მითია…
არიან ისეთი ადამიანები, რომლებზეც ბრაზი გაქვთ და ვინც ვალშია თქვენთან, თუნდაც მხოლოდ თავისი დანაშაულის აღიარებაში?
მაშინ, სხვა დროს, როდესაც ილოცებთ: „და მოგვიტევე ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ…“, გაიხსენეთ ეს ადამიანები, აპატიეთ მათ და იყავით დარწმუნებულნი იმაში, რომ თქვენც გეპატიათ!