ქრისტიანული არხი
  • ქრისტიანული სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები
ქრისტიანული საკითხები

მეგობრობა ბიბლიური საზომით

by ნატალია ჩიქოვანი 21 ივნისი, 2021
21 ივნისი, 2021 1.4K ნახვა

აჰა, კაცებმა სარეცლით მოიყვანეს ადამიანი, რომელიც დავრდომილი იყო; უნდოდათ, შიგნით შეეყვანათ და იესოს წინაშე დაეწვინათ, მაგრამ ხალხმრავლობის გამო ვერ მოახერხეს მისი შეყვანა. ერდოზე ავიდნენ და სარეცლიანად ჩაუშვეს სახურავიდან შუაგულ ოთახში იესოს წინაშე. იხილა რა მათი რწმენა, უთხრა: ‘ადამიანო, მოგეტევა შენი ცოდვები’.

ლუკას სახარება 5: 18-20

ამ ისტორიაში, რომელიც ლუკას სახარებაშია მოთხრობილი, თითქოს იმ კაცებს, ვისაც ავადმყოფი მოჰყავთ, მეორეხარისხოვანი როლი აქვთ, მთავარი მოქმედი პირები კი იესო და დავრდომილი არიან, თუმცა დღეს გამადიდებელი შუშით შევხედავთ ადამიანებს, რომლებმაც მეგობრობის საოცარი მაგალითი გვიჩვენეს.

წარმოიდგინეთ, რომ ავად ხართ, სიარული არ შეგიძლიათ, არ არსებობს ბორბლებიანი, ინვალიდის ეტლები, ვერ გადაადგილდებით, ძირითადად წევხართ ან ზიხართ, ყველაფერი, რაზეც გიოცნებიათ, წარსულს ჩაჰბარდა, დღეები აღსასრულის მოლოდინში გადის და ამ დროს იგებთ, რომ არსებობს კაცი, სახელად იესო, რომელიც ავადმყოფებს კურნავს. იმედი გიჩნდებათ და მეგობრებს სთხოვთ, მიგიყვანონ მასთან. სარეცლით მიჰყავხართ მეგობრებს, იქ კი ხალხმრავლობაა, შესასვლელი არსად ჩანს, ბოლო იმედს გაქრობა ემუქრება, მაგრამ ისინი, მეგობრები, არ ნებდებიან, ერდოზე ადიან, თოკებით მაღლა გეზიდებიან, სახურავში ხვრელს აკეთებენ და შუაგულ ოთახში გიშვებენ იესოსთან. ისინი აკეთებენ ყველაფერს, რათა განკურნება მიიღოთ. არ სჯერდებიან გარემოებებს, სწამთ უკეთესის და იბრძვიან ამ რეალობის თქვენს ცხოვრებაში მოსატანად.

შესაძლოა თქვათ, რომ ლუკას სახარებაში კაცები წერია და არა მეგობრები, მაგრამ დამერწმუნეთ, ის ადამიანები, რომლებიც შენთვის ამდენს გააკეთებენ, ნამდვილად მეგობრებად იწოდებიან. ადამიანები, რომლებიც მხარში დაგიდგებიან, როდესაც შეუძლებლის გწამს, ნამდვილი მეგობრები არიან.

ჩვენ გვჭირდება მტკიცე რწმენის მეგობრები, რომლებიც ჩვენს სიხარულს გულწრფელად გაიზიარებენ და სირთულეებში გვერდით დაგვიდგებიან ლოცვებით და შუამდგომლობით ღმერთთან, რათა შეუძლებელი გახდეს შესაძლებელი. ჩვენ გვჭირდება მეგობრები, რომლებიც არ ჭორაობენ, ცილს არ სწამებენ, არ განიკითხავენ და რწმენით დგანან ღვთის სიტყვის საფუძველზე. ჩვენ გვჭირდება მეგობრები, რომლებიც დაგვეხმარებიან წამოდგომაში, როდესაც სულიერი დაცემა მოვა. ჩვენ გვჭირდება ერთგული მეგობრები, რომლებიც მოგვიწოდებენ, რომ რწმენა განვაგრძოთ, როდესაც ეჭვი გვეპარება. ჩვენ გვჭირდება მეგობრები, რომლებიც დაგვეხმარებიან სულიერად ზრდაში.

და სად უნდა ვიპოვოთ ასეთი მეგობრები? უპირველეს ყოვლისა მათ მაშინ ვპოულობთ, როცა თავად ვხდებით სხვებისთვის ასეთი მეგობრები, როდესაც ვართ საიმედონი და ვუჩვენებთ გვერდში დგომის მაგალითს სხვებს, როდესაც ვართ თავდადებულნი ჩვენი მეგობრებისთვის. ბიბლია ამბობს, რომ უნდა გასცე, რათა მიიღო და ასევე, იმას მოიმკი, რასაც დათესავ, ამიტომ ჩვენი მდგომარეობა და ჩვენი დამოკიდებულება მეგობრებისა და გარშემო მყოფების მიმართ განსაზღვრავს იმას, თუ როგორ დამოკიდებულებას ვიღებთ ადამიანებისგან, ამიტომაც ურთიერთობებისას გარშემო მყოფებთან არასდროს უნდა დაგვავიწყდეს ბიბლიური ოქროს წესი:

როგორც გინდათ, რომ მოგექცნენ ადამიანები, თქვენც ასევე მოექეცით მათ, რადგან ეს არის რჯული და წინასწარმეტყველნი.

მათე 7:12


ამავე კატეგორიის

დანაშაული – ზოგადი გამოცხადების შედეგი

8 ივლისი, 2025

ზოგადი გამოცხადება

24 ივნისი, 2025

წმინდა წერილის გაგება და განმარტება

16 ივნისი, 2025

ქრისტიანული თეორიები სულის წარმოშობის შესახებ

13 ივნისი, 2025

წმინდა წერილი არის ღვთის სიტყვა

5 ივნისი, 2025

ჩაეძიეთ ტანჯვის მიღმა დამალულ ისტორიებს

21 თებერვალი, 2023

ელიზაბეთ ელიოტი – იმედი, როგორც ღუზა

27 იანვარი, 2023

ქრისტიანო, შენი დეპრესია რეალურია ისევე, როგორც უფლისმიერი შველა

19 სექტემბერი, 2022

რამდენად მნიშვნელოვანია პირადი საზღვრების დაცვა?

8 აპრილი, 2022

უკანასკნელი ჟამი – დანიელის წინასწარმეტყველების ანალიზი

16 მარტი, 2022

კვირის პოპულარული სტატიები

  • 1

    რა არის ეგზისტენციალიზმი?

    2 ნოემბერი, 2020
  • 2

    რა არის ნიჰილიზმი?

    28 ოქტომბერი, 2020
  • 3

    რამდენი ქრისტიანია დღეს მსოფლიოში?

    21 თებერვალი, 2022
  • 4

    ციტატები რწმენის შესახებ

    6 სექტემბერი, 2021
  • 5

    30 ბიბლიური მუხლი რწმენის შესახებ

    21 იანვარი, 2021

ჩვენი ვებგვერდები

ქრისტიანული ფილმები
ქრისტიანული რადიო
ქრისტიანის ბლოგი
ქრისტიანობა.GE

ჩვენი პროექტები

სუპერწიგნი (ანიმაცია)
კონფესიები საქართველოში
მქადაგებლები
პილიგრიმის მოგზაურობა

პარტნიორები

ონლაინ ბიბლია
ბიბლიის სიმფონია
მსახურებების განრიგი
აუდიო ბიბლია

კონტაქტი

გახდი მხარდამჭერი
ჩვენი მისია
ჩვენ შესახებ
კონტაქტი

© | ქრისტიანული არხი


ქრისტიანული არხი
  • ქრისტიანული სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები