ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები
ქრისტიანული საკითხები

„მიზანში ამოიღეთ ზეცა და მიწასაც მოარტყამთ!“ – კლაივ ლუისი

by ნატალია ჩიქოვანი 16 მარტი, 2021
16 მარტი, 2021 355 ნახვა

გამუდმებული ფიქრი მარადისობაზე სინამდვილიდან გაქცევა კი არ არის (როგორც ზოგიერთებს ჰგონიათ), არამედ ქრისტიანის ერთ-ერთი აუცილებელი მოვალეობაა. ეს არ ნიშნავს, რომ სამყაროს დღევანდელი მდგომარეობა არ უნდა გაღელვებდეს.

ისტორიიდან ცხადად ჩანს, რომ ქრისტიანებმა, რომლებმაც ამქვეყნიურ ცხოვრებაში ყველაზე დიდი წვლილი შეიტანეს, ყველაზე მეტს ფიქრობდნენ მომავალ სასუფეველზე. თავად მოციქულებმა, რომლებმაც რომის იმპერიის გაქრისტიანებას ჩაუყარეს საფუძველი, შუა საუკუნეების კულტურის შემქმნელმა დიდმა ადამიანებმა და ინგლისელმა მახარებლებმა, რომლებმაც მონებით ვაჭრობას მოუღეს ბოლო, ამქვეყნად კვალი იმიტომ დატოვეს, რომ მათი გონება გამუდმებით საუკუნო სიცოცხლეზე ფიქრით იყო დაკავებული. ქრისტიანები, რაც უფრო ნაკლებს ფიქრობდნენ  სასუფეველზე, მით უფრო მცირდებოდა მიწიერ ცხოვრებაზე მათი გავლენა.

მიზანში ამოიღეთ ზეცა და მიწასაც მოარტყამთ; მიწას თუ დაუმიზნებთ, ვერც ერთს მოინადირებთ და ვერც მეორეს. ეს წესი ცოტა უცნაური ჩანს, მაგრამ სხვა სფეროებშიც მოქმედებს; მაგალითად, ჯანმრთელობა დიდი სიკეთეა, მაგრამ, როგორც კი თქვენს მთავარ საზრუნავად გადააქცევთ მას, მოგეჩვენებათ, რომ რაღაც დაგემართათ. მეტი იფიქრეთ სამუშაოზე, გართობაზე, სუფთა ჰაერზე, გემრიელ საჭმელზე და თქვენი ჯანმრთელობაც წესრიგში იქნება. და კიდევ: თუ მთელ ძალისხმევას ცივილიზაციის გაუმჯობესებისკენ მივმართავთ, ამ საქმეს ვერაფრით წავადგებით.

ამისათვის სხვა რამეზე უნდა ვიფიქროთ და რაც მთავარია, სხვა სურვილი უნდა გვამოძრავებდეს. ძალიან ბევრი ჩვენგანი არც თუ ისე დიდი სიხარულით მიისწრაფვის ზეცისკენ, იქ ყოფნის ერთადერთ სიამოვნებად მათ გარდაცვლილი ახლობლების ნახვა მიაჩნიათ. ამის ერთ-ერთი მიზეზი კი ის არის, რომ ჩვენ სასუფეველზე ფიქრს არ გვაჩვევენ. მთელი ჩვენი განათლების სისტემა ადამიანის გონებას მხოლოდ ამ წუთისოფლისკენ მიმართავს. ყველა ადამიანი, ვინც საკუთარი გულის სიღრმეში ჩახედვას ისწავლის. მიხვდება, რომ ის, რაც ყველაზე ძალიან სურს, ამ წუთისოფელში არ მოიპოვება. აქ, თითქოს, ბევრი რამ გვიქადის ნანატრ მდგომარეობას, მაგრამ ეს დანაპირები არ სრულდება. ყმაწვილურ ოცნებებს პირველი სიყვარულისა და ზღვის გაღმა მხარის შესახებ, აღელვებას, რომლითაც ახალ საქმეს ვიწყებთ, ვერ დააკმაყოფილებს ვერც ცოლის შერთვა, ვერც მოგზაურობა და ვერც მეცნიერება. უიღბლო ქორწინებას, ჩაშლილ არდადეგებსა და ჩაშლილ სამეცნიერო კარიერას როდი ვგულისხმობ, მე წარმატებით განხორციელებულ ოცნებებზე გელაპარაკებით. თავდაპირველად, როცა ჩვენი ოცნება დაგვირგვინდება, შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ ლურჯ ფრინველს წავატანეთ ხელი, მაგრამ ის იქვე გაგვისხლტება და გაქრება. ვფიქრობ, გესმით, რაზეც ვსაუბრობ. ცოლი შეიძლება ძალიან კარგი გამოგვადგეს, სასტუმროები და პეიზაჟებიც საუცხოო იყოს, ხოლო ქიმია უაღრესად საინტერესო, მაგრამ მაინც, ეს ის არ არის, რაღაც საგულისხმო ხელიდან გვისხლტება.

ამას სწორი ან არასწორი რეაგირება შეიძლება მოჰყვეს

ბრიყვის დამოკიდებულება. ის ყველასა და ყველაფერს ადანაშაულებს. მას არ ასვენებს ფიქრი, სხვა ქალთნ რომ დამეკავშირებინა ბედი, ან სხვა მოგზაურობა დამეწყო, მაშინ შევძლებდი იმ საიდუმლო ბედნიერების პოვნას, რასაც ვეძებდიო. თითქმის ყველა მოწყენილობით შეპყრობილი და იმედგაცრუებული მდიდარი ამ ტიპის ადამიანებს განეკუთვნება. მთელი ცხოვრების განმავლობაში იცვლიან ქალებს, გადადიან კონტინენტიდან კონტინენტზე, ხან ერთი ჰობი აქვთ, ხან – მეორე და არ კარგავენ იმედს, რომ ეს-ესაა იპოვეს ნანატრი ბედნიერება.

იმედგაცრუებული „საღად მოაზროვნე“ ადამიანის დამოკიდებულება. ის მალე ხვდება, რომ ყველა იმედი მხოლოდ ცარიელი ოცნება იყო. რასაკვირველია, ამბობს ის, როცა ახალგაზრდა ხართ, დიდი იმედებით სულდგმულობთ, მაგრამ მიაღწევთ ჩემს ასაკს და თავს დაანებებთ ქარის დევნას. ამით ის მშვიდდება. ცდილობს ბევრი არ მოითხოვოს ცხოვრებისგან და ყურადღებას არ აქცევს ხმას, რომელიც ჯადოსნური შორეთისკენ ეწევა. ეს, რა თქმა უნდა, უკეთესია, ადამიანი თავადაც შედარებით ბედნიერად გრძნობს თავს და არც სხვებს უწუხებს გულს. ის, როგორც წესი, ერთგვარი მფარველობით ექცევა ახალგაზრდებს; მისი ცხოვრება კი საკმაოდ მშვიდად მიედინება. ეს საუკეთესო გამოსავალი იქნებოდა, საუკუნო სიცოცხლისთვის რომ არ ვიყოთ გაჩენილნი. იქნებ, უსაზღვრო ბედნიერება მართლაც არსებობს და სადღაც გველოდება? იქნებ, მართლაც შეიძლება ლურჯი ფრინველის დაჭერა? ძალიან სამწუხარო იქნებოდა, თუ სიკვდილის შემდეგ აღმოვაჩენდით, რომ „საღმა აზროვნებამ“ ამ ბედნიერებით ტკბობის საშუალება წაგვართვა.

ქრისტიანის დამოკიდებულება. ქრისტიანი ამბობს, რომ „ყველა ცოცხალი არსება ამ ქვეყნად იმ სურვილებით იბადება, რომელთა დაკმაყოფილებაც შესაძლებელია. ბავშვს შია, მაგრამ საჭმელი ხომ იმისთვის არსებობს, რომ ეს შიმშილის გრძნობა დაუკმაყოფილოს. ბატის ჭუკს ცურვა უნდა და აჰა, წყალიც. ადამიანები საწინააღმდეგო სქესის მიმართ განიცდიან ლტოლვას და სექსუალური ურთიერთობებიც ხომ ამისთვის არის მოგონილი. მე თუ ისეთი სურვილი მიჩნდება, რომლის დაკმაყოფილება ამ სამყაროში არ არის შესაძლებელი, მაშინ სხვა სამყაროსთვის ვყოფილვარ გაჩენილი. მიწიერ სიამოვნებას თუ ბედნიერება არ მოაქვს, ეს არ ნიშნავს, რომ სამყარო მოჩვენებითია. შეიძლება, ამქვეყნიური სიამოვნებანი შეუწყნარებელი სურვილის დაკმაყოფილებისთვის კი არ არსებობს, არამედ გვიბიძგებს და იმ შორეული მხარისკენ გვიზიდავს, სადაც ჭეშმარიტება უნდა შევიტყოთ. თუ ასეა, სასოს არასდროს წარვიკვეთ და მადლიერების გრძნობით ავივსები ამ მიწიერ სიკეთეთა მიმართ. მეორე მხრივ კი, მეცოდინება, რომ ისინი ჭეშმარიტების მხოლოდ მკრთალ ანარეკლს წარმოადგენს. მე უნდა შევინარჩუნო ეს გაუცნობიერებელი ლტოლვა ჩემი ნამდვილი სამშობლოსაკენ, რომელსაც მხოლოდ სიკვდილის შემდეგ ვიხილავ. არ უნდა დავუშვათ, რომ ის თვალს მიეფაროს ან ჩვენ თვითონ გადავუხვიოთ სხვა მხარეს. მე მინდა მივაღწიო ამ ქვეყანას და სხვებსაც დავეხმარო ამაში. ეს იქნება ჩემი ცხოვრების მიზანი.“

განა ღირს ყურადღება მივაქციოთ იმ ადამიანებს, რომლებიც მასხრად იგდებენ ქრისტიანთა ოცნებას სასუფეველზე, როდესაც ამბობენ, რომ არავითარი სურვილი არ აქვთ მარადისობა ქნარის დაკვრაში გაატარონ? ასეთ ხალხს ვეტყოდი, რომ თუ არ შეუძლიათ ზრდასრული ხალხისთვის დაწერილი წიგნების გაგება, მაშინ არც უნდა იმსჯელონ მათზე.

საღმრთო წერილის ყველა სახე-სიმბოლო (ქნარები, გვირგვინები, ოქრო), მხოლოდ გამოუთქმელის გამოხატვის მცდელობაა და მეტი არაფერი. მუსიკალური საკრავები ბიბლიაში იმიტომ იხსენიება, რომ ადამიანთა უმრავლესობისთვის (მაგრამ ყველასთვის არა), მუსიკა ყველაზე უკეთ გამოხატავს ამაღლებულობისა და უსასრულობის განცდას. გვირგვინი იმაზე მეტყველებს, რომ ღმერთთან ადამიანები, მის დიდებასა და ძლიერებას გაიზიარებენ. ოქრო კი მარადიულობისა (იგი არ იჟანგება) და წარუვალი ფასეულობის სიმბოლოა.

ვისაც ეს სიმბოლოები პირდაპირი გაგებით ესმის, იქნებ ისიც ჰგონია, რომ როცა ქრისტემ გვითხრა, მტრედებივით იყავითო, მას სურდა, რომ კვერცხები დაგვედო?!..

ავტორი: კლაივ ლუისი

(ამონარიდი წიგნიდან „ეს ქრისტიანობაა”)


ამავე კატეგორიის

ჩაეძიეთ ტანჯვის მიღმა დამალულ ისტორიებს

21 თებერვალი, 2023

ელიზაბეთ ელიოტი – იმედი, როგორც ღუზა

27 იანვარი, 2023

ქრისტიანო, შენი დეპრესია რეალურია ისევე, როგორც უფლისმიერი შველა

19 სექტემბერი, 2022

რამდენად მნიშვნელოვანია პირადი საზღვრების დაცვა?

8 აპრილი, 2022

უკანასკნელი ჟამი – დანიელის წინასწარმეტყველების ანალიზი

16 მარტი, 2022

ცხოვრების 5 სფერო, რომლის განადგურებასაც ეშმაკი ცდილობს

4 მარტი, 2022

გოდება, როგორც ტკივილიანი ლოცვა

2 მარტი, 2022

როგორ ლოცულობდა წინასწარმეტყველი ელისე მტრებზე და რას სთხოვდა...

2 მარტი, 2022

„ურწმუნო თომას“ უბრალოდ შეკითხვები ჰქონდა, სწორედ ისევე, როგორც...

14 თებერვალი, 2022

ბიბლიური მუხლები სიზარმაცის შესახებ

14 თებერვალი, 2022

კვირის პოპულარული სტატიები

  • 1

    ციტატები რწმენის შესახებ

    6 სექტემბერი, 2021
  • 2

    ბიბლიური ციტატები, რომლებიც შიშის დაძლევაში დაგეხმარებათ

    12 იანვარი, 2021
  • 3

    რა არის ნიჰილიზმი?

    28 ოქტომბერი, 2020
  • 4

    დევიდ ჰეთევეი: ჩემი ღმერთი სასწაულების ღმერთია!

    31 ოქტომბერი, 2022
  • 5

    ფრაზები, რომელთა მოსმენაც ბავშვებს ყოველთვის სჭირდებათ მშობლებისგან

    18 მაისი, 2021

ჩვენი ვებგვერდები

ქრისტიანული ფილმები
ქრისტიანული რადიო
ქრისტიანის ბლოგი
ქრისტიანობა.GE

ჩვენი პროექტები

სუპერწიგნი (ანიმაცია)
კონფესიები საქართველოში
მქადაგებლები
პილიგრიმის მოგზაურობა

პარტნიორები

ონლაინ ბიბლია
ბიბლიის სიმფონია
მსახურებების განრიგი
აუდიო ბიბლია

კონტაქტი

გახდი მხარდამჭერი
ჩვენი მისია
ჩვენ შესახებ
კონტაქტი

© | ქრისტიანული არხი


ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები