„გაიხსენეთ თქვენი წინამძღოლები, რომლებიც გიქადაგებდნენ ღვთის სიტყვას, მათი სიცოცხლის აღსასრულის შემყურეებმა მიჰბაძეთ მათ რწმენას. იესო ქრისტე იგივეა გუშინ, დღეს და უკუნისამდე.“ (ებრაელთა 13:7-8).
ამ სიტყვებზე ფიქრისას ხშირად ცრემლი მერევა… მივმართავ ყოველ მშობელს, ხუცესს, ყოველ მოწიფულ ქრისტიანსა და ყოველ გავლენიან ადამიანს, რომელიც კითხულობს ამ სიტყვებს.
ამ მონაკვეთში დაწერილია, რომ როდესაც ღვთის შვილები (ჩვენი შვილები, ოჯახის წევრები, მეგობრები და ყოველი ძვირფასი სული, რომელსაც ღმერთი ცხოვრებაში გვახვედრებს) შეხედავენ ჩვენს რწმენას და ნდობას ღვთის მიმართ, რომლებსაც ვიჩენთ ყოველ განსაცდელსა და ქარიშხალში, ყოველი რეაქციისას, გადაწყვეტილებისას, პრიორიტეტების დალაგებისას, უნდა ჰბაძავდნენ ჩვენს რწმენას. აცნობიერებთ ამას?
ეს უცვლელი და ღირსშესანიშნავი პრინციპი ნიშნავს იმას, რომ ჩემი ცხოვრება უნდა იქცეს იმის დამოწმებად, განაცხადად და გაუბათილებელ მტკიცებულებად, რომ იესო ქრისტე იგივეა გუშინ, დღეს და უკუნისამდე.
ღმერთს სურს, რომ მის მიმართ ჩემი რწმენა და ნდობა მტკიცედ შეაგონებდეს ყველას, ვინც უყურებს ჩემს ცხოვრებას (მათაც, ვინც უფლის გზიდან გადახვევის ცდუნების წინაშე დგას) ირწმუნოს იმის, რომ ღმერთი ერთგულია, რომ ის არ იცვლება და რომ ის, ვინც მას ენდობა, არასოდეს დარჩება იმედგაცრუებული.
ღმერთს სურს, რომ თქვენი და ჩემი შვილები უმოწმებდნენ საკუთარ მეგობრებს: „იმის გამო გადავწყვიტე, ღმერთისთვის მიმეძღვნა ჩემი ცხოვრება, როცა ვხედავდი, როგორ რწმენას იჩენდნენ ჩემი მშობლები ტრაგედიისა და განსაცდელისას, ტკივილისა და ზეწოლისას. ჩემი მშობლების რწმენამ დამიმტკიცა, რომ ღმერთი ცოცხალია და იგივეა გუშინ, დღეს და უკუნისამდე“.
ყოველი მორწმუნისათვის უკიდურესად დიდი მნიშვნელობა აქვს იმის გაცნობიერებას, რომ ის ფლობს გავლენის იმ სფეროს, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ მისია. თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაში არიან ადამიანები, რომლებსაც შეგვიძლია შევეხოთ, რომლებზეც შეგვიძლია გავლენა მოვახდინოთ; გავაკეთოთ მათთვის ის, რის გაკეთებაც მათთვის სხვას არავის ძალუძს.
თქვენმა რწმენამ უნდა უბიძგოს თქვენ გარშემო მყოფ ადამიანებს ღმერთის რწმენისა და მასზე მინდობისკენ.
ავტორი – კლოდ ჰოუდი.