თუ დაიღალეთ უსასრულო კონფლიქტური სიტუაციებით, როდესაც უბრალოდ არ იცით, როგორი რეაგირება მოახდინოთ თქვენდამი ცუდ დამოკიდებულებაზე, მაშ, დროა წაიკითხოთ ეს სტატია.
ღმერთი ხედავს თქვენს ცხოვრებაში არსებულ სირთულეებს, ტანჯვა და აქვს შესანიშნავი გეგმები, რომელთა მეშვეობითაც მას სურს თქვენი ტანჯვა კურთხევად აქციოს.
როდესაც უსამართლოდ გვექცევიან, გვსურს, რომ სამართლიანობამ იზეიმოს და ვფიქრობთ, რომ გვაქვს ამის უფლება, მაგრამ ეს არ არის სწორი.
ცოდვისკენ გვიბიძგებს რეაქცია, როცა ჯერ ვმოქმედებთ, შემდეგ კი ვფიქრობთ.
თუ სათანადო რეაქცია გექნებათ თქვენდამი გამოხატულ უსამართლობაზე, ღმერთი აუცილებლად:
- დაგიცავთ და თავად იძიებს შურს თქვენთვის.
- უხვად გაკურთხებთ.
- სასიკეთო ცვლილებებს მოახდენს თქვენს ხასიათში და დაგეხმარებათ სულიერ ზრდაში.
უსამართლო მოპყრობის საკითხის განხილვა და გადაჭრა სჯობს უფალს მიანდოთ.
არ ამოთხაროთ ორმო სხვისთვის, რადგან თავად ჩავარდებით
ნურავის მიაგებთ ბოროტის წილ ბოროტს. ცდილობდეთ კეთილს ყველა ადამიანის წინაშე.თუ თქვენის მხრივ შესაძლებელია, ყველა ადამიანთან მშვიდობიანად იყავით. შურს ნუ იძიებთ თქვენთვის, საყვარელნო, არამედ ადგილი მიეცით უფლის რისხვას, ვინაიდან სწერია: ‘ჩემია შურისგება და მე მივაგებ,’ – ამბობს უფალი.
პავლე ამტკიცებს, რომ, როდესაც ჩვენ ტკივილს გვაყენებენ, არ უნდა ვიფიქროთ ჩვენს უფლებებზე და არ უნდა გვსურდეს ანგარიშის გასწორება მათთან, ვინც გვაწყენინა. სინამდვილეში, ჩვენ ყოველ ხელსაყრელ წუთს უნდა ვცდილობდეთ მშვიდობიანი ურთიერთობის დამყარებას სხვა ადამიანებთან.
შურს ნუ იძიებთ თქვენთვის, საყვარელნო, არამედ ადგილი მიეცით უფლის რისხვას, ვინაიდან წერია: “ჩემია შურისგება და მე მივაგებ, – ამბობს უფალი“, – აი, პირველი მნიშვნელოვანი გასაღები იმისათვის, თუ როგორ დავდგეთ ყოველგვარ უსამართლობაზე მაღლა: ეს იქნება წვრილმანი შეურაცხყოფა თუ დიდი ღალატი. გვწამს, ჩვენი ზეციერი მამა დაგვპირდა, ყველაფერი სასიკეთოდ გვეწეოდა, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ მას მივანდობდით ამ საქმეს. ღმერთი საკუთარ თავზე იღებს პასუხისმგებლობას სამართლიანობის აღდგენასთან დაკავშირებით. ეს მხოლოდ და მხოლოდ მისი საქმეა.
აი, რას გვეუბნება უფალი მსგავს შემთხვევებზე:
ნუ იტყვი: ‘მივაგებ ბოროტის წილ’ – ენდე უფალს და ის გიხსნის შენ.
შურისძიებაც ჩემია და საზღაურის მიგებაც, როცა წაიბორძიკებს მათი ფეხი. რადგან ახლოა მათი დაღუპვის დღე, და ისწრაფვის მათი წერა.
ნუ იტყვი: ‘როგორც ის მომექცა, მეც ისე მოვექცევი მას, მივუზღავ კაცს თავისი საქმისამებრ.’
რადგან ჩვენ ვიცნობთ იმას, ვინც თქვა: “ჩემია შურისგება და მე მივუზღავ”. და კიდევ: “უფალი განიკითხავს თავის ერს”.
როდესაც ისე ვიქცევით, თითქოს ღმერთი არ ასრულებდეს დანაპირებს, ამით უდიდეს შეურაცხყოფას ვაყენებთ მას და უნდობლობას გამოვხატავთ მის მიმართ.
თუ ღმერთი რაღაცას დაგვპირდა, დარწმუნებულნი იყავით, რომ ის აუცილებლად შეასრულებს დანაპირებს.
პავლე წერდა, რომ შურისძიების ნაცვლად ადგილი უნდა მივცეთ ღმერთის რისხვას. შურისგება ჩვენი პრეროგატივა კი არ არის, არამედ უფლისა.
თუ შენი მტერი მშიერია, დააპურე იგი და, თუ სწყურია, შეასვი წყალი,რადგან ნაკვერცხლებს აგროვებ მის თავზე და უფალი მოგიზღავს შენ.
ეს კი იმას ნიშნავს, რომ თუ გვინდა „შური ვიძიოთ მათზე, ვინც ტკივილი მოგვაყენეს და უსამართლოდ მოგვექცნენ, უნდა ვემსახუროთ მათ და ბოროტის წილ ბოროტი არ უნდა მივაგოთ.
უფალი იესო გვასწავლის: „ვინც ერთ ათას ნაბიჯზე წაყოლა გაიძულოს, ორზე გაჰყევი“ (მათე 5:41). ის ამით გვეუბნება: „მოიშორეთ მონური აზროვნება და გახდით თავისუფალი ადამიანი, რომელიც ყოველთვის მზად იქნება ემსახუროს სხვა ადამიანებს“.
მონა ასრულებს მოთხოვნების მინიმუმს. თავისუფალი ადამიანი კი იყენებს თავისი პოტენციალის მაქსიმუმს. მონა იძულებულია გააკეთოს, თავისუფალი ადამიანი კი თავისი ნებით ემსახურება სხვებს.
როდესაც ცუდად გვეპყრობიან, ჩვენ კი სიმშვიდითა და მოთმინებით ვიტანთ ამ ტანჯვას და ტკივილს, ღმერთისათვის სათნო და მოსაწონია ამგვარი ქცევა.
რადგან, თუ დანაშაულისათვის გცემენ და ითმენთ, რა საქებარია? ხოლო თუ კეთილისმოქმედნი იტანჯებით და ითმენთ, ეს მადლია ღვთის წინაშე.
ტანჯვა თქვენი ზეციური მოწოდების განუყოფელი ნაწილია.
ნუ მიაგებთ ბოროტს ბოროტის წილ და ლანძღვას ლანძღვის წილ. პირიქით, აკურთხეთ, რადგან ამისათვის ხართ მოწოდებულნი, რათა კურთხევა დაიმკვიდროთ.