მსოფლიოში არ არსებობს ადამიანი, რომელიც არასოდეს რისხდება. მორწმუნეებიც კი, რომლებმაც იციან ღმერთის სიყვარულისა და იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოექცნენ ადამიანებს, ხანდახან ცვივდებიან ისეთ სიტუაციაში, როდესაც რთულია, შეიკავო ემოციები.
თანამედროვე მეცნიერება და „ხალხური“ სიბრძნე ამბობს, რომ „მავნებელია ყველაფრის საკუთარ თავში დატოვება“ და ასევე, ადამიანი რისხვის დროს იმას ლაპარაკობს, რასაც სინამდვილეში არ გულისხმობს, რაც სრულიად ნორმალური რეაქციაა. მაგრამ ასეა სინამდვილეში? როგორ მოვიქცეთ სწორად, როცა რისხვით ვართ შეპყრობილნი? ნორმალურია, გამოვხატოთ რისხვა, რათა უკეთ გავხდეთ?
ჩვენს ცხოვრებაში არაფერია იმაზე მნიშვნელოვანი, როგორიცაა ურთიერთობა. ურთიერთობა ღმერთსა და ადამიანებთან გადამწყვეტი ფაქტორია ბედნიერი და სრულყოფილი ცხოვრებისთვის. უარყოფითმა ემოციებმა, მათ შორის რისხვამ, შეიძლება დააზარალოს ჯანსაღი ურთიერთობა გარშემომყოფებთან. აი, რატომ არის მნიშვნელოვანი, იცოდეთ, როგორ აკონტროლოთ თავი ისეთ სიტუაციებში, როდესაც რისხვა გჯაბნით; როგორ გადავლახოთ კონფლიქტები, რომლებმაც შეიძლება ბზარი გააჩინოს ურთიერთობებში, ან დაანგრიოს კიდეც ისინი.
ღმერთი ბიბლიის მეშვეობით ბევრს საუბრობს რისხვის და იმის შესახებ, თუ როგორ მოვიქცეთ ბრძნულად მაშინ, ვრისხდებით. ეს ფასდაუდებელი რჩევები და პრინციპები წმინდა წერილიდან, საფუძველია ჯანსაღ ურთიერთობათათვის; ისინი დაგვეხმარება ბრძნულ გადაწყვეტილებათა მიღებაში კრიზისულ სიტუაციებისას.
ბიბლიაში დაწერილია:
უგუნური მყისვე ავლენს თავის გაბრაზებას, გონიერი კი არ იმჩნევს წყენას.
ამრიგად, გონიერ ადამიანს შეუძლია შეიკავოს რისხვა და ცდილობს მაშინაც კი ასე მოიქცეს, როდესაც ემოციების მართვა მართლაც ძნელია. ასეთი ადამიანი მთელი ძალისხმევით ცდილობს ურთიერთობათა შენარჩუნებას და წყენის დაფარვას, როცა მის მიმართ უსიამოვნო დამოკიდებულებას გამოხატავენ.
ტკბილი პასუხი აცხრობს გულისწყრომას, შეურაცხმყოფელი სიტყვა კი რისხვას ანთებს.
რაც არ უნდა ძლიერი იყოს სურვილი სამაგიეროს მიგებისა, სიბრძნე სწორედ ისაა, რომ მოსაუბრეს სწორი ურთიერთობის მაგალითი უჩვენო და აიძულო, დაფიქრდეს თავის ნათქვამ სიტყვებზე.
ფიცხი კაცი შუღლს აღვივებს, სულგრძელი კი აცხრობს დავას.
თავშეკავება ადამიანებთან ურთიერთობისას გასაღებია ჯანსაღი ურთიერთობის შენარჩუნებისათვის რთულ სიტუაციებშიც კი. თუ არ იჩენთ მოთმინებას და ყველა წვრილმანის გამო ღიზიანდებით, ეს აუცილებლად შესამჩნევი იქნება თანამოსაუბრისათვის. ღმერთი კი სულგრძელობას გვასწავლის:
რისხვაში ნელი მამაცს სჯობია, საკუთარი თავის მმართველი კი – ქალაქის ამღებს.
ძლიერია ადამიანი, რომელსაც შეუძლია მართოს საკუთარი ემოციები. მას შეუძლია შეინარჩუნოს ურთიერთობა სხვებთან, რაც არ უნდა მოხდეს, რადგან მისთვის ძვირფასია ეს ურთიერთობანი.
როგორ გამოვიყენოთ ეს პრინციპი?
ბიბლიაში მოცემული ყველა ეს რჩევა და პრინციპი, გახლავთ პირობა იმისათვის, რომ ბედნიერად და მშვიდად ვიგრძნოთ თავი. თუმცაღა, ბევრი იტყვის, რომ ადვილი როდია ბიბლიის დარიგების პრაქტიკულად გამოყენება მაშინ, როცა რისხვა გვერევა და ყოველთვის არც გამოგვდის ღვთის სიტყვის მორჩილება. წმინდა წერილში დაწერილია:
განსჯის უნარი რისხვაში ნელს ხდის ადამიანს; მისი ღირსება დანაშაულის დავიწყებაა.
მხოლოდ ღმერთის სიტყვასთან მჭიდრო ურთიერთობა გვასწავლის ჩვენი რისხვის კონტროლს; გვასწავლის, რომ არ გავაკეთოთ ან ვილაპარაკოთ ის, რის გამოც შემდეგ ვინანებთ. წმინდა წერილის ღირებულებანი და ჭეშმარიტება ღრმად უნდა იყოს თქვენში ფესვგადგმული. მხოლოდ ასე გამოიღებთ ღვთისათვის მოსაწონ ნაყოფს.