ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები
ქრისტიანული საკითხები

როგორ ვმართოთ ემოციები?

by მარიამ გოგიჩაშვილი 18 მარტი, 2021
18 მარტი, 2021 830 ნახვა

ჩვენი ემოციები ჩვენი ფიქრების შედეგად იმართება. ბიბლიაში უამრავი მაგალითია, რომელიც გვასწავლის, თუ როგორ ვმართოთ ჩვენი ფიქრები.

ვატყვევებთ ყოველგვარ აზრს ქრისტესთვის დასამორჩილებლად.

მე-2 კორინთელთა 10:5

ბიბლია ხშირად გვესაუბრება იმაზე, რომ ჩვენი თავები უნდა დავუმორჩილოთ ღვთის ნებას.

თუ გსურთ, რომ ადვილად მართოთ ემოციები, მაშინ მიჰყევით ქვემოთ მოცემულ ხუთ მარტივ ხერხს:

1)  გადაწყვიტე, ვინ არის პასუხისმგებელი შენს ემოციებზე

როგორც ქრისტიანებს, საჭიროა გვესმოდეს, რომ ბრაზი, შიში, დანაშაული და სხვა ნეგატიური ქმედებები კაცობრიობისთვის საერთო ფენომენია, თუმცა აუცილებელია ვიცოდეთ, ვინ აგებს პასუხს ჩვენს ემოციებზე?!

შენი ემოციები შენი არჩევანია. შენ შეგიძლია გადაწყვიტო, როგორი ემოციები გქონდეს. თუ რაიმე არ მოგეწონება, მისი შეცვლაც შენს ძალებში შედის. შესაბამისად, პირველი ნაბიჯი იმისათვის, რომ შევძლოთ ემოციების მართვა, ეს არის ‒ აიღო პასუხისმგებლობა საკუთარ ემოციებზე.

2)  ხმამაღლა აღიარე, ვინ არის შენს ემოციებზე პასუხისმგებელი

თუ გიჭირს ემოციებთან გამკლავება, განაცხადე, ვინ არის შენს ემოციებზე პასუხისმგებელი. აუცილებელია, რომ ხმამაღლა განაცხადო: „ღმერთო, მე გირჩევ დღეს, რომ მართო ჩემი გრძნობები და ემოციები, და დამეხმარო ამის შეძლებაში. რა თქმა უნდა, არავისი ბრალი არაა ის, რომ მე ამ მდგომარეობაში ვარ, ეს ჩემი გადაწყვეტილებაა.“

ბიბლია ამბობს:

ყოველივე, რაც ჭეშმარიტია, რაც პატიოსანია, რაც მართალია, რაც უმანკოა, რაც საყვარელია, რაც სასახელოა, ყოველივე, რაც მოსაწონი და სანაქებოა, იმაზე იფიქრეთ.

ფილიპელთა 4:8

3)  განავითარე გეგმა

თუ ხშირად გაქვს ემოციური გამოწვევები და ხშირად ვერ უმკლავდები მათ… დაისახე გეგმა.

4)  მოაწესრიგეთ ემოციები

ჩვენი ემოციების უწესრიგობა, შესაძლოა, უამრავმა მიზეზმა გამოიწვიოს.

უმართავი ემოციები იწყება ემოციური ჭაობიდან. როდესაც ჩაახშობ შენს ემოციებს შინაგანში, ემოციური ჭაობი იწყებს ზემოთ ამოსვლას და საბოლოოდ ‒ ამოფრქვევას. თუ შენ იკლავ შენს ემოციებს შინაგანში, ფრთხილად უნდა იყო, რომ გაუმკლავდე მათ, რათა არ გახდე უკონტროლო.

5)  იმუშავე საკუთარ თავზე

გააკეთე რაიმე. ჰკითხე შენს თავს: „რის გაკეთებას შევძლებდი მომდევნო 30 დღის განმავლობაში ჩემი ემოციური ცხოვრების საფუძველზე? ეს უდიდეს ცვლილებას მოიტანდა ჩემს ურთიერთობაში, ქორწინებაში თუ ჯანმრთელობის მხრივ.

უამრავი ზრდასრული იტანჯება ემოციების უკონტროლობისგან, რადგან ჩვენ გავიზარდეთ ისეთ ოჯახებში, სადაც არ გვისწავლია, როგორ გვემართა ემოციები. ხშირად, ასეთ შემთხვევაში, შევდიოდით ჩვენს ოთახებში, ან უბრალოდ ვცდილობდით, რაიმეზე გადაგვეტანა ჩვენი ყურადღება.

ღმერთის განზრახვა მხოლოდ იმის ცოდნა კი არაა, რას ვგრძნობთ, არამედ ‒ რას ვფიქრობთ, რადგან ჩვენ უნდა ვიყოთ დრეკადნი მისი გზების მიმართ.

იხილეთ სამი გზა, რომელიც დაგეხმარებათ, დაისახოთ გეგმა ემოციების  მოსაწესრიგებლად:

1)  აღმოაჩინეთ, რა გინარჩუნებთ ემოციურ ბალანსს

ჩვენ ისეთ სამყაროში ვცხოვრობთ, სადაც უფრო მეტ ყურადღებას ვაქცევთ იმ ემოციებს, რომელთა მართვაც არ შეგვიძლია, ვიდრე იმათ, რისი მართვაც მარტივად ძალგვიძს.

2)  იყავი გაცნობიერებული შენს ემოციებში

განრისხდით, მაგრამ ნუ შესცოდავთ; მზე ნუ ჩავა თქვენს რისხვაზე.

ეფესელთა 4:26

3)  შეცვალეთ თქვენი აზროვნება

მაშინ, როდესაც ღმერთს უმორჩილებ შენს ფიქრებსა და ემოციებს, უფრო მარტივი ხდება მის გზაზე სიარული.  


ამავე კატეგორიის

ჩაეძიეთ ტანჯვის მიღმა დამალულ ისტორიებს

21 თებერვალი, 2023

ელიზაბეთ ელიოტი – იმედი, როგორც ღუზა

27 იანვარი, 2023

ქრისტიანო, შენი დეპრესია რეალურია ისევე, როგორც უფლისმიერი შველა

19 სექტემბერი, 2022

რამდენად მნიშვნელოვანია პირადი საზღვრების დაცვა?

8 აპრილი, 2022

უკანასკნელი ჟამი – დანიელის წინასწარმეტყველების ანალიზი

16 მარტი, 2022

ცხოვრების 5 სფერო, რომლის განადგურებასაც ეშმაკი ცდილობს

4 მარტი, 2022

გოდება, როგორც ტკივილიანი ლოცვა

2 მარტი, 2022

როგორ ლოცულობდა წინასწარმეტყველი ელისე მტრებზე და რას სთხოვდა...

2 მარტი, 2022

„ურწმუნო თომას“ უბრალოდ შეკითხვები ჰქონდა, სწორედ ისევე, როგორც...

14 თებერვალი, 2022

ბიბლიური მუხლები სიზარმაცის შესახებ

14 თებერვალი, 2022

კვირის პოპულარული სტატიები

  • 1

    ციტატები რწმენის შესახებ

    6 სექტემბერი, 2021
  • 2

    ბიბლიური ციტატები, რომლებიც შიშის დაძლევაში დაგეხმარებათ

    12 იანვარი, 2021
  • 3

    რა არის ნიჰილიზმი?

    28 ოქტომბერი, 2020
  • 4

    დევიდ ჰეთევეი: ჩემი ღმერთი სასწაულების ღმერთია!

    31 ოქტომბერი, 2022
  • 5

    ფრაზები, რომელთა მოსმენაც ბავშვებს ყოველთვის სჭირდებათ მშობლებისგან

    18 მაისი, 2021

ჩვენი ვებგვერდები

ქრისტიანული ფილმები
ქრისტიანული რადიო
ქრისტიანის ბლოგი
ქრისტიანობა.GE

ჩვენი პროექტები

სუპერწიგნი (ანიმაცია)
კონფესიები საქართველოში
მქადაგებლები
პილიგრიმის მოგზაურობა

პარტნიორები

ონლაინ ბიბლია
ბიბლიის სიმფონია
მსახურებების განრიგი
აუდიო ბიბლია

კონტაქტი

გახდი მხარდამჭერი
ჩვენი მისია
ჩვენ შესახებ
კონტაქტი

© | ქრისტიანული არხი


ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები