ქრისტიანული არხი
  • ქრისტიანული სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები
ქრისტიანული საკითხები

მადლიერნი იყავით იმისთვის, რაც გაქვთ

by ნატალია ჩიქოვანი 17 მარტი, 2021
17 მარტი, 2021 285 ნახვა

მე პატარა ზომის, 2005 წლის მექანიკური „Scion xb“ მყავს და მიყვარს ჩემი პატარა მანქანა. იგი ელექტრონულია და, ამავდროულად, შესანახად იაფი. თითქმის ყველაზე ნელი მანქანაა. თუ აუცილებელი არ არის, თითქმის არასდროს ვაცილებ სიჩქარის ზღვარს.

ცდუნება

გასაკვირი არ არის, რომ უფრო ძლიერი და დიდი ავტომობილის მძღოლები მე და ჩემს პატარა მანქანას გზაზე დაბრკოლებად აღგვიქვამენ. სწრაფად ჩამიქროლებენ ხოლმე გვერდით და გზას მიჭრიან, რადგან მიიჩქარიან თავიანთ გზაზე. ხშირად სამართლიანობის გრძნობა და გაღიზიანება, რომელსაც ჩემში წესების დამრღვევი მძღოლები იწვევენ, ცოდვიან სიბრაზეში გადაიზრდება ხოლმე. ბევრჯერ განმიცდია ცდუნება, რომ სამაგიეროს გადახდის მიზნით მეც გადამეჭრა მათთვის გზა… მაგრამ არა. ზოგჯერ თავის შეკავებას მაიძულებს უეცარი მხილება, რომელიც მონანიებისკენ მიბიძგებს და ჩემში წყალობას აღვიძებს.

ცდუნება და ძალა

სამაგიეროს გადახდაც რომ მოვინდომო, გასაქანი მაინც არ მაქვს, ჩემი ოთხცილინდრიანი მანქანა მხარს ვერ აუბამს მასზე ბევრად ძლიერ ავტომობილებს.

მაინც მადლობელი ვარ მისი, რადგან თავისი უუნარობით ბევრჯერ გადამარჩინა და დამიცვა შურისძიებისგან.

ცხოვრებაშიც ასეა. როცა პატარა ვიყავი, ყოველთვის ვესწრაფოდი უფრო დიდ სცენასა და უკეთეს შესაძლებლობებს. 10 წლის ასაკიდან მოყოლებული გული მერჩოდა მსახურებისთვის, მაგრამ უმცროსი ხუცესი მხოლოდ 27 წლის ასაკში გავხდი, ხოლო უფროსი ხუცესი ამ წელს, როცა 40 წელი შემისრულდა. ყოველთვის ადვილად შეიძლებოდა ჩემში ეჭვიანობის გაღვივება, როცა ვუყურებდი ადამიანებს, რომლებსაც უფრო მეტი შესაძლებლობა ჰქონდათ… ვფიქრობდი, როგორი იქნებოდა ხუცესობა, როცა მრავალი შესაძლებლობა გაქვს სემინარებსა და კონფერენციებზე სიტყვით გამოსვლის.

შემაშინა ბოლო წლების მოვლენებმა, როცა ვხედავდი, რომ ეკლესიის იმ მსახურთა ცხოვრებაში აშკარავდებოდა შემაძრწუნებელი მოვლენები, რომლებსაც მე მანამდე შევნატროდი და მშურდა.

ოთხცილინდრიანი ძრავიც საკმარისია

6 წელიწად-ნახევრის წინ ჩემი პირადი ცხოვრება აირია. ჩემი და ჩემი მეუღლის ცოდვას დამანგრეველი შედეგები მოჰყვა. მიუხედავად იმისა, რომ შერიგების მეშვეობით ვცდილობდით ყველაფრის აღდგენას, მაინც გავაცნობიერეთ, რომ ვერ შევძლებდით გამოწვეული ზიანის გამოსწორებას.

ხანდახან ვფიქრობ, რა იქნებოდა, რომ მომცემოდა ის ასპარეზი, რომელზეც ყოველთვის ვოცნებობდი? და მაშინვე გული მიკვდება, როცა წარმოვიდგენ, რამდენად მეტ ადამიანს ვატკენდი გულს… დიდად მადლობელი ვარ, რომ ღმერთმა „Scion xb“-ის ზომის და შესაძლებლობათა მქონე ასპარეზი დამითმო. ოთხცილინდრიანი ძრავი ყოველთვის ცუდი არ არის.

ვლოცულობ, რათა ერთგულებითა და თავმდაბლობით შევძლო იმ ასპარზზე მსახურება, რომელიც მომეცა, რადგან ესეც კი გაცილებით მეტია იმაზე, ვიდრე  ვიმსახურებ. გაცილებით დიდია იმისთვის, რომ საკუთარი ძალით მივაღწიო წარმატებას. ღმერთი მაშინაც მწყალობელია, როცა „xb“-ის ძრავის ზომის და ძალის ასპარეზს გვაძლევს და მაშინაც, როცა „ფერარის“ ძრავით გვასაჩუქრებს. დაე, ვენდობოდეთ ღმერთს და ჩვენში მოქმედ მის გარდამქმნელ ძალას ყველაფერში, რასაც არ უნდა გვთავაზობდეს იგი.

ავტორი: ჯონ ბისონი


ამავე კატეგორიის

დანაშაული – ზოგადი გამოცხადების შედეგი

8 ივლისი, 2025

ზოგადი გამოცხადება

24 ივნისი, 2025

წმინდა წერილის გაგება და განმარტება

16 ივნისი, 2025

ქრისტიანული თეორიები სულის წარმოშობის შესახებ

13 ივნისი, 2025

წმინდა წერილი არის ღვთის სიტყვა

5 ივნისი, 2025

ჩაეძიეთ ტანჯვის მიღმა დამალულ ისტორიებს

21 თებერვალი, 2023

ელიზაბეთ ელიოტი – იმედი, როგორც ღუზა

27 იანვარი, 2023

ქრისტიანო, შენი დეპრესია რეალურია ისევე, როგორც უფლისმიერი შველა

19 სექტემბერი, 2022

რამდენად მნიშვნელოვანია პირადი საზღვრების დაცვა?

8 აპრილი, 2022

უკანასკნელი ჟამი – დანიელის წინასწარმეტყველების ანალიზი

16 მარტი, 2022

კვირის პოპულარული სტატიები

  • 1

    რა არის ეგზისტენციალიზმი?

    2 ნოემბერი, 2020
  • 2

    რა არის ნიჰილიზმი?

    28 ოქტომბერი, 2020
  • 3

    რამდენი ქრისტიანია დღეს მსოფლიოში?

    21 თებერვალი, 2022
  • 4

    ციტატები რწმენის შესახებ

    6 სექტემბერი, 2021
  • 5

    30 ბიბლიური მუხლი რწმენის შესახებ

    21 იანვარი, 2021

ჩვენი ვებგვერდები

ქრისტიანული ფილმები
ქრისტიანული რადიო
ქრისტიანის ბლოგი
ქრისტიანობა.GE

ჩვენი პროექტები

სუპერწიგნი (ანიმაცია)
კონფესიები საქართველოში
მქადაგებლები
პილიგრიმის მოგზაურობა

პარტნიორები

ონლაინ ბიბლია
ბიბლიის სიმფონია
მსახურებების განრიგი
აუდიო ბიბლია

კონტაქტი

გახდი მხარდამჭერი
ჩვენი მისია
ჩვენ შესახებ
კონტაქტი

© | ქრისტიანული არხი


ქრისტიანული არხი
  • ქრისტიანული სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები