ქრისტიანული არხი
  • ქრისტიანული სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები
ქრისტიანული საკითხები

„ღმერთის გეგმა თქვენთვის”

by ნატალია ჩიქოვანი 22 მარტი, 2021
22 მარტი, 2021 706 ნახვა

როგორც არ იცი ქარის გზა და როგორ ისახება ძვლები ორსულის მუცელში, ისე ვერ შეიცნობ ღმერთის საქმეს, რომელიც ყოველივეს ქმნის.

ეკლესიასტე 11:5

ღმერთის საქმეების აღსაწერად სოლომონი პარალელს ორსულის მუცელში ბავშვის გაზრდასთან ავლებს. მიუხედავად იმისა, რომ მეცნიერებამ ბევრი რამ ახსნა, ის, რაც დედის მუცელში ხდება, საიდუმლო პროცესია. ჩასახვიდან დაბადებამდე ბავშვი ჩვენგან დაფარულად ყალიბდება. მიუხედავად იმ ფაქტებისა, რაც ვიცით, ჩვენ მაინც არ შეგვიძლია, ჩავწვდეთ შემოქმედის გენიალობას.

დავითს ესმოდა ამ ფენომენის მნიშვნელობა. იგი წერს:

რადგან შენ დაბადე თირკმელნი ჩემნი, შენ გამომძერწე დედის წიაღში. გადიდებ, რადგან საოცრებით შემქმენი; საკვირველია საქმენი შენნი! კარგად ვიცი ეს მე. არ დაფარულა ჩემი ძვლები შენგან, როცა ჩავისახე იდუმალებაში, შევნივთდი მიწის წიაღში. ჩემი ჩანასახი იხილეს შენმა თვალებმა და შენს წიგნში ჩაწერილი იყო ჩემი მომავალი დღეები, როცა ჯერ არ იყო არც ერთი მათგანი.

ფსალმუნი 138:13-16

ღმერთის საიდუმლო მოქმედება მხოლოდ დედის მუცელში ყოფნის პერიოდით არ შემოიფარგლება. მრავალი შემთხვევაა, როდესაც არ ვიცით ხოლმე, რა ხდება ჩვენს თავს და ჩვენი ყველაზე დიდი ზრდა სწორედ ამ პერიოდში მიმდინარეობს. ის შედეგი, რასაც ზეიმობენ და ტაშს უკრავენ განათებულ დარბაზში, სიბნელის ჟამს ვითარდება და იქმნება.

ადვილია, აღფრთოვანებული დარჩე დიდ სცენაზე ათლეტის წარმოდგენით და ვერ დაინახო ის სისხლი, ოფლი და ცრემლები, რაც ამ წარმოდგენაში ჩაიდო. ღმერთი თავის უდიდეს მუშაობას ჩვენში ფარულად ახორციელებს, მას შეუძლია − ჩვენით იმოქმედოს საზოგადოებაზე. ამიტომ უნდა შევეგუოთ იმ პერიოდებს, როდესაც ღმერთი დაფარულში გვამყოფებს.

შეეგუეთ დაფარულ ადგილებს. ღმერთს სტრატეგია აქვს, რომ მოგამზადოთ მომავალი წინსვლისთვის. არ იჩქაროთ. როგორც ნაადრევად დაბადებული ბავშვი არის სუსტი და განსავითარებელი, ასევე არიან ისინიც, ვინც იქცევიან ნაადრევად დაბადებული ბავშვებივით. ნება მიეცით ღმერთს, გაგიძღვეთ თავის გზაზე შესაბამის დროს, რათა სრულყოფილად გაიაროთ გზა.

მოუსმინეთ, რას ამბობს ესაია დაფარულში ყოფნაზე:

და დადო ჩემი პირი ბასრი მახვილივით; თავისი ხელის ჩრდილში შემიფარა მე, და დამდო მე წამახულ ისრად, თავის კაპარჭში დამმალა მე.

ესაია 49:2

რადგანაც ღმერთი თავისი ხელის ჩრდილში გიფარავთ, თქვენ არა მხოლოდ გამოიწვრთნებით, არამედ მოემზადებით წინსვლისთვის და წარმართავთ თქვენს ბედს.

ავტორი: ლიზა ბევირი


ამავე კატეგორიის

დანაშაული – ზოგადი გამოცხადების შედეგი

8 ივლისი, 2025

ზოგადი გამოცხადება

24 ივნისი, 2025

წმინდა წერილის გაგება და განმარტება

16 ივნისი, 2025

ქრისტიანული თეორიები სულის წარმოშობის შესახებ

13 ივნისი, 2025

წმინდა წერილი არის ღვთის სიტყვა

5 ივნისი, 2025

ჩაეძიეთ ტანჯვის მიღმა დამალულ ისტორიებს

21 თებერვალი, 2023

ელიზაბეთ ელიოტი – იმედი, როგორც ღუზა

27 იანვარი, 2023

ქრისტიანო, შენი დეპრესია რეალურია ისევე, როგორც უფლისმიერი შველა

19 სექტემბერი, 2022

რამდენად მნიშვნელოვანია პირადი საზღვრების დაცვა?

8 აპრილი, 2022

უკანასკნელი ჟამი – დანიელის წინასწარმეტყველების ანალიზი

16 მარტი, 2022

კვირის პოპულარული სტატიები

  • 1

    რა არის ეგზისტენციალიზმი?

    2 ნოემბერი, 2020
  • 2

    რა არის ნიჰილიზმი?

    28 ოქტომბერი, 2020
  • 3

    რამდენი ქრისტიანია დღეს მსოფლიოში?

    21 თებერვალი, 2022
  • 4

    ციტატები რწმენის შესახებ

    6 სექტემბერი, 2021
  • 5

    30 ბიბლიური მუხლი რწმენის შესახებ

    21 იანვარი, 2021

ჩვენი ვებგვერდები

ქრისტიანული ფილმები
ქრისტიანული რადიო
ქრისტიანის ბლოგი
ქრისტიანობა.GE

ჩვენი პროექტები

სუპერწიგნი (ანიმაცია)
კონფესიები საქართველოში
მქადაგებლები
პილიგრიმის მოგზაურობა

პარტნიორები

ონლაინ ბიბლია
ბიბლიის სიმფონია
მსახურებების განრიგი
აუდიო ბიბლია

კონტაქტი

გახდი მხარდამჭერი
ჩვენი მისია
ჩვენ შესახებ
კონტაქტი

© | ქრისტიანული არხი


ქრისტიანული არხი
  • ქრისტიანული სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები