ხოლო როცა უფლისკენ მიიქცევიან, რიდე ეხდებათ. ხოლო უფალი სულია და სადაც უფლის სულია, იქ თავისუფლებაა.
ბიბლია მკაფიოდ ელაპარაკება ყველას, ვისაც უფლის მორჩილება სურს: „ვერ შეიცვლებით, თუ შეგნებულად დახუჭავთ თვალს, რომ ღვთის სიტყვა არ დაინახოთ და არ წაიკითხოთ“. მე-16 მუხლში სიტყვა „მიიქცევიან“ ნიშნავს „უკან დაბრუნებას“. მოკლედ რომ ვთქვათ, პავლე ამბობს: „უნდა აღიაროთ, რომ გზამ, რომელსაც ადგახართ, სიცარიელემდე, განადგურებამდე და სასოწარკვეთილებამდე მიგიყვანათ“.
ცვლილების მოხდენა მხოლოდ და მხოლოდ სულიწმიდას ძალუძს:
რამდენად დიდი იქნება სულის მსახურების დიდება?
ჩვენ არ შეგვიძლია საკუთარი თავის შეცვლა; მხოლოდ ღვთის სულს შეუძლია, გვაქციოს ქრისტეს დიდებული ხატების მსგავსებად. პავლემ სწორედ ამგვარი გარდაქმნა განიცადა ჯერ კიდევ მაშინ, როცა სავლედ იწოდებოდა და დამასკოსკენ მიეშურებოდა, რათა იქაც შეევიწროებინა ქრისტიანები. უფალმა შეაჩერა იგი და ხელი შეუშალა განზრახვის განხორციელებაში, რათა მისი ცხოვრება სრულიად შეცვლილიყო (იხ. საქმე მოციქულთა მე-9 თავი).
იმისათვის, რომ ცვლილება დავინახოთ, რამდენიმე რამ უნდა მოხდეს. უპირველესად, უნდა გაიზარდოთ უფლის წყალობის შემეცნებაში, ამას უნდა მოჰყვეს მტკიცე გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ არ დანებდებით მიუხედავად გარემოებებისა.
ამრიგად, რაკი მოწყალებით მოგვენიჭა ეს მსახურება, გულს არ ვიტეხთ.
შემდეგ კი სრულებით უნდა დაივიწყოთ და თავი დაანებოთ ყოველივეს, რაც თქვენს ცხოვრებაშია მიჩქმალული:
არამედ უარვყავით ყველაფერი, რასაც სირცხვილის გამო ფარავენ; არ ვიარებით ზაკვით, არ ვბღალავთ უფლის სიტყვას და ჭეშმარიტების სიცხადით წარვუდგებით ყოველი კაცის სინდისს ღვთის წინაშე.
ღმერთი მაშინ შეგცვლით, როდესაც მის სიტყვას და სულიწმიდის გარდამქმნელ ძალას დაემორჩილებით. დაუმორჩილეთ თავი მის ნებას დღეს და საშუალება მიეცით, დაგაძლევინოთ ყოველი დაბრკოლება. დარჩით მის სიტყვაში, მოუხმეთ მის სახელს მთელი გულით, მიენდეთ სულიწმიდას და იცოდეთ, რომ ის მოახდენს ცვლილებებს თქვენში!