ქრისტიანული არხი
  • ქრისტიანული სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები
ქრისტიანული საკითხები

4 პრინციპი ქორწინებაში მარადიული სიყვარულის შესანარჩუნებლად

by ნინო ხუროშვილი 19 მაისი, 2021
19 მაისი, 2021 472 ნახვა

ხუცესი ტომ ჰოლადეი პასუხს სცემს კითხვას: „როგორ შევინარჩუნოთ სიყვარული ქორწინებაში მარადიულად“ და ასახელებს სიყვარულის ოთხ პრინციპს, რომლებიც მთელი სიცოცხლის განმავლობაში აუცილებელია ქორწინებისათვის.

მან მაგალითად მოიხმო ბიბლიის ერთ-ერთი მუხლი, სადაც საუბარია სუფთა გულით სიყვარულის შესახებ: „და რაკი ჭეშმარიტებისადმი მორჩილებით განიწმინდეთ თქვენი სულები – უპირფერო, ძმური სიყვარულისთვის, მტკიცედ და სუფთა გულით გიყვარდეთ ერთმანეთი“ (1-ლი პეტრეს 1:22).

 ტომ ჰოლადეი გვთავაზობს ოთხ პრინციპს, რომლებიც არა მხოლოდ ცხოვრების მეგზურის სწორად შერჩევაში დაეხმარება ადამიანს, არამედ ქორწინებაში მარადიული სიყვარულის შენარჩუნებაშიც.

მთელი გულით მოუსმინეთ თქვენს მეორე ნახევარს

„ყური დაუგდეთ, რათა გაიგოთ, რას გეუბნებათ თქვენი მეუღლე, რას გიზიარებთ. თქვენ უნდა იცოდეთ, რას განიცდის ის“. ხუცესმა ხაზი გაუსვა იმას, რომ ეს არც ისე მარტივია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს: „საკმარისი არ არის უბრალოდ ნათქვამის გაგონება, საჭიროა მოსმენა, ჩაწვდომა და გაგება. მამაკაცები და ქალები სხვადასხვანაირად არიან მოწყობილნი, თითოეულ ჩვენგანს აქვს აზრების გამოხატვის საკუთარი მეთოდები“.

აპატიეთ მთელი გულით

ოჯახური ცხოვრება გამოწვევაა. დაქორწინებისას თქვენ აცხადებთ, რომ მთელ სიცოცხლეს ერთად გაატარებთ. ერთ-ერთი სიძნელე ისაა, რომ მიიღო ადამიანი ისეთი, როგორიც არის იგი. კიდევ უფრო რთულია მეუღლისათვის შეცდომების პატიება. წმინდა წერილი გვეუბნება: „მაგრამ იყავით კეთილნი ერთიმეორის მიმართ, თანაუგრძნეთ და მიუტევეთ ერთმანეთს, როგორც ქრისტეში მოგიტევათ თქვენ ღმერთმა“ (ეფესელთა 4:32).

„არ დაგავიწყდეთ, რომ ოჯახი ორი ადამიანის მიერ იქმნება. მათ შეიძლება შესცოდონ, შეცდომა დაუშვან და ერთმანეთს გული ატკინონ, მაგრამ ქორწინება არის კავშირი ორი ადამიანისა, რომელთაც პატიება შეუძლიათ“.

თავი დაიმდაბლეთ 

„მე ვიტყოდი: ‘იყავით უანგარონი’, მაგრამ თავმდაბლობას ბევრი კარის გაღება შეუძლია, მათ შორის უანგარობისაც“, – აღნიშნა ხუცესმა.

„არაფერი გააკეთოთ ანგარებით ან პატივმოყვარეობით, არამედ თავმდაბლობით; საკუთარ თავზე მეტად შერაცხეთ ერთმანეთი“ (ფილიპელთა 2:3).

ეს იმას არ ნიშნავს, რომ თქვენ თავს ნაკლებად მნიშვნელოვნად თვლიდეთ. „შენ ღვთის ქმნილება ხარ და გაქვს ძალაუფლება, რომ მეუღლეს საკუთარ თავზე უფრო მნიშვნელოვნად მიიჩნევდე. დაძაბულობისა და უთანხმოებისას, ნუ დაითვლით, ვინ რამდენჯერ დაიმდაბლა თავი. თქვენს თავზე აიღეთ შერიგების ინიციატივა“, – გვირჩევს ხუცესი.

გიყვარდეთ ღმერთი მთელი თქვენი გულით

„რაც უფრო ახლოს ხართ ღმერთთან, მით უფრო ახლოს ხართ ერთმანეთთან“, – თქვა მან. „შეიყვარე უფალი ღმერთი შენი მთელი შენი გულით, მთელი შენი სულით, მთელი შენი გონებით და მთელი შენი ძალით. ეს არის პირველი მცნება“ (მარკოზი 12:30).

დასასრულ, ტომ ჰოლადეიმ აღნიშნა, რომ ღმერთის გარეშე შეუძლებელია ამ პრინციპთაგან რომელიმეს დაცვა: „ჩვენ გვჭირდება ღვთიური ძალა, რომ ამ ოთხ პრინციპს მივდიოთ“.

„მთელი ჩემი ქონება რომ დავარიგო და ჩემი სხეული დასაწვავად გავწირო, ხოლო სიყვარული არ გამაჩნდეს, არაფერი სარგებელი მაქვს. სიყვარული სულგრძელია, სიყვარული ქველმოქმედია; არ შურს, არ ყოყოჩობს, არ ამპარტავნობს, უწესოდ არ იქცევა, თავისას არ ეძიებს, არ რისხდება და ბოროტს არ განიზრახავს, არ ხარობს უმართლობით, არამედ ჭეშმარიტება ახარებს; ყოველივეს იტანს, ყველაფერი სწამს, ყველაფრის იმედი აქვს და ყოველივეს ითმენს. სიყვარული არასოდეს მთავრდება…“

1-ლი კორინთელთა 13:3-8

ამავე კატეგორიის

დანაშაული – ზოგადი გამოცხადების შედეგი

8 ივლისი, 2025

ზოგადი გამოცხადება

24 ივნისი, 2025

წმინდა წერილის გაგება და განმარტება

16 ივნისი, 2025

ქრისტიანული თეორიები სულის წარმოშობის შესახებ

13 ივნისი, 2025

წმინდა წერილი არის ღვთის სიტყვა

5 ივნისი, 2025

ჩაეძიეთ ტანჯვის მიღმა დამალულ ისტორიებს

21 თებერვალი, 2023

ელიზაბეთ ელიოტი – იმედი, როგორც ღუზა

27 იანვარი, 2023

ქრისტიანო, შენი დეპრესია რეალურია ისევე, როგორც უფლისმიერი შველა

19 სექტემბერი, 2022

რამდენად მნიშვნელოვანია პირადი საზღვრების დაცვა?

8 აპრილი, 2022

უკანასკნელი ჟამი – დანიელის წინასწარმეტყველების ანალიზი

16 მარტი, 2022

კვირის პოპულარული სტატიები

  • 1

    რა არის ეგზისტენციალიზმი?

    2 ნოემბერი, 2020
  • 2

    რა არის ნიჰილიზმი?

    28 ოქტომბერი, 2020
  • 3

    რამდენი ქრისტიანია დღეს მსოფლიოში?

    21 თებერვალი, 2022
  • 4

    ციტატები რწმენის შესახებ

    6 სექტემბერი, 2021
  • 5

    30 ბიბლიური მუხლი რწმენის შესახებ

    21 იანვარი, 2021

ჩვენი ვებგვერდები

ქრისტიანული ფილმები
ქრისტიანული რადიო
ქრისტიანის ბლოგი
ქრისტიანობა.GE

ჩვენი პროექტები

სუპერწიგნი (ანიმაცია)
კონფესიები საქართველოში
მქადაგებლები
პილიგრიმის მოგზაურობა

პარტნიორები

ონლაინ ბიბლია
ბიბლიის სიმფონია
მსახურებების განრიგი
აუდიო ბიბლია

კონტაქტი

გახდი მხარდამჭერი
ჩვენი მისია
ჩვენ შესახებ
კონტაქტი

© | ქრისტიანული არხი


ქრისტიანული არხი
  • ქრისტიანული სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები