ადამიანებს შორის აზრთა სხვადასხვაობას იწვევს ის საკითხი, აღნიშნონ თუ არა ჰელოუინი. ზოგისთვის ეს ბნელი, ბოროტის გავლენით სავსე დღეა; სხვებისთვის უწყინარი, გასართობი დღე კოსტიუმებითა და კანფეტებით. ბილი გრემის ევანგელისტური ასოციაციის პასუხი ჰელოუინის შესახებ ერთგვარი სახელმძღვანელო იქნება და მოგაწოდებთ იდეებს, როგორ გამოიყენოთ ეს დღე ქრისტეს შესახებ საუბრისათვის.
კითხვა: არ ვიცი, როგორ უნდა აღნიშნოს ჩემმა ოჯახმა ეს დღესასწაული. როგორ უნდა მოვიქცე?
ჰელოუინის აღნიშვნასთან დაკავშირებით ადამიანები განსხვავებულ გადაწყვეტილებებს იღებენ. ზოგიერთი ადამიანისათვის, ეს დღე არის უბრალოდ კოსტიუმში გამოწყობისა და ტკბილეულის დღე, ანუ შესაძლებლობა გასართობად. სხვა ადამიანები კი წუხან თავიანთი შვილების უსაფრთხოების გამო ან ხაზს უსვამენ, რომ წელიწადის ამ დროს ძალადობა და საშინელება ხდება. მათ, ვისაც აინტერესებთ, სწორია თუ არა ჰელოუინის აღნიშვნა, პირველ რიგში, ამ დღის წარმოშობის ნამდვილი საფუძველი უნდა შეიტყონ და დაიჯერებენ, რომ ეს დღე არასოდეს უნდა აღინიშნებოდეს; ზოგიერთი ჯგუფი ჰელოუინს სატანის პატივსაცემად აღნიშნავს.
მეორე მხრივ, ადამიანების სხვა ჯგუფი ჰელოუინს „ყველა წმინდანის დღესასწაულის“ ღამეს (რომელიც 1-ელ ნოემბერს აღინიშნება) და მარტინ ლუთერსა და რეფორმაციას უკავშირებს. ისინი აღნიშნავენ ისტორიულ-რელიგიური თავისუფლების მოპოვების დღეს. იმის გათვალისწინებით, რომ ეს ხედვა სიმართლის შემცველია, რთულია პასუხის გაცემა.
ჩვენ მოვუწოდებთ თითოეულ ოჯახს, ჩამოაყალიბონ თავიანთი მიდგომა ჰელოუინთან დაკავშირებით, რომელიც მათ რწმენასა და არჩევანზე იქნება დაფუძნებული. ამ გადაწყვეტილების მიღების პასუხისმგებლობა ეკისრებათ ოჯახში ზრდასრულ ადამიანებს და არა ბავშვებს; რადგანაც ბავშვები ამას ვერ აანალიზებენ, მაგრამ უფროსებმა იციან, რომ უსაფრთხო და მშვიდობიანი გარემოს შექმნა უნდა იყოს პრიორიტეტი.
ზოგიერთი მშობელი შეეგუა ჰელოუინის ტრადიულ აღნიშვნას მაშინ, როდესაც სხვებმა განსხვავებული მიდგომები არჩიეს. მაგალითად, ჰელოუინის ნაცვლად შემოდგომის დღესასწაულის აღნიშვნა, როდესაც ბავშვები მულტფილმის ან წიგნის დადებითი გმირების, ცნობილი ისტორიული ფიგურების ან ბიბლიური გმირების ფორმაში გამოეწყობიან.
ასეთი მიდგომა და თამაშები სახალისოა და არის შესაძლებლობა, რომ ბავშვებს სწორი ღირებულებები ვასწავლოთ, რადგან ბავშვებს ყოველთვის იზიდავთ კოსტიუმები და მხიარულება.
თუ თქვენი ოჯახის მიერ ჰელოუინის აღნიშვნის ფორმით ცვლილებების მოტანა გსურთ, მარტო არ იყოთ. გირჩევთ, დაუკავშირდეთ ეკლესიებს თქვენს საცხოვრებელ მიდამოში და ნახოთ, რა აქტივობებია დაგეგმილი.
შეგიძლიათ, ნაცვლად იმისა, რომ უარყოფითად შეხვდეთ ღამის აქტივობებს, თქვენთან ღამით მოსულ ბავშვებს სასიამოვნო გარემოში სახარების გარკვეული ადგილები წაუკითხოთ და ჰელოუინი ქრისტეს დამოწმების შესაძლებლობად აქციოთ; ამგვარად ქრისტიანები უსაფრთხო ადგილებსაც შესთავაზებთ ბავშვებს მხირული და მსუბუქი გართობისთვის.
წყარო: https://billygraham.org