ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები
შემეცნებითი

რომის პაპმა დაგმო მაისტერ ეკჰარტის დებულებანი

by ელენე თანდაშვილი 24 სექტემბერი, 2021
24 სექტემბერი, 2021 439 ნახვა

1329 წლის 27 მარტს, პაპმა იოანე XXII-მ დაგმო მაისტერ ეკჰარტის სწავლების 17 დებულება, 11 კი საეჭვოდ მიიჩნია. ეკჰარტი მანამდე გარდაიცვალა, სანამ პაპის ბულა საბოლოოდ დამტკიცდებოდა და გამოიცემოდა.

ამ ბრძანებულებამ ხელი ვერ შეუშალა ეკჰარტის მოწაფეებს თავიანთი მასწავლებლის სწავლების გავრცელებაში. მისმა შრომებმა დიდი გავლენა იქონია შემდგომ მოღვაწე გერმანელ მისტიკოსებზე, რომელთა შორისაც იყვნენ: იოჰანეს ნიდერი, იოჰანეს ტაულერი და ნიკოლოზ კუზანელი. მართლაც, ეკჰარტი იყო ერთ-ერთი იმათგანი, ვინც ძალიან დიდი გავლენა მოახდინა გერმანიის ქრისტიანობაზე ლუთერისა და რეფორმაციის წინა პერიოდში.

ეკჰარტის სწავლებათა დიდი ნაწილი მართლაც შესანიშნავი იყო. მაგალითად, ის ასწავლიდა, რომ გარეგნული საქმეები, როგორებიცაა, პილიგრიმობა და მარხვის შენახვა, უსარგებლო იყო, თუკი სული არ იქნებოდა სათანადო მდგომარეობაში. ის ხალხს აფრთხილებდა ცოდვის საფრთხის შესახებ:

„ღმერთია სიცოცხლე სულისათვის, ხოლო სასიკვდილო ცოდვა განაშორებს ადამიანს ღვთისაგან, მაშასადამე, ცოდვა სიკვდილია სულისათვის. სასიკვდილო ცოდვა გულს აფორიაქებს და ამწუხრებს, რადგან ნებისმიერი რამ იქ არის მოსვენებულად, სადაც მისი ადგილია, ხოლო სულის ადგილი მხოლოდ ღმერთშია და სხვაგან არსად. სასიკვდილო ცოდვა ძალას ასუსტებს, რადგან საკუთარი ძალისხმევით არავის ძალუძს ცოდვის ტვირთის მოშორება, ან ცოდვის ჩადენისგან თავის შეკავება. ცოდვა საღ აზრს აბნელებს, რადგან ვერ ხვდება ადამიანი, რა ხანმოკლეა ამქვეყნად გატარებული დრო სიამესა და ავხორცობაში და რაოდენ ხანგრძლივია ჯოჯოხეთის ტკივილი ან ზეცის სიხარული. სასიკვდილო ცოდვა მადლის სიკვდილსაც ნიშნავს, რადგან ამგვარი ცოდვის ჩადენის შემდეგ სული სწყდება მადლს“.

მიუხედავად ამისა, პაპი მართალი იყო, როცა დაგმო ეკჰარტის ზოგიერთი დებულება. დიახ,  ეკჰარტი შეისწავლიდა წმინდა წერილს იმისათვის, რომ ღმერთი უკეთ შეეცნო, რადგან იმედოვნებდა, რომ ეს შეცნობა მოუტანდა სიცოცხლეს მის სულს და ამის გამო ის თავისუფლად სპეკულირებდა და ხშირად ეწინააღმდეგებოდა კიდეც წმინდა წერილს. მაგალითად, ბიბლია გვასწავლის, რომ სიყვარულია უდიდესი, ხოლო ეკჰარტი ამბობდა, რომ მარტოობაა უდიდესი რამ, რადგანაც მარტოობაში მყოფ ადამიანს შეუძლია ღმერთი „აიძულოს“ თავის სულში შემოვიდეს.

მაისტერ ეკჰარტი ამბობდა, რომ ყოველი ქმნილება ღმერთის გამოცხადებაა და ამავდროულად, მისი ნაწილია, ამით ის აბუნდოვანებდა განსხვავება ღმერთსა და მის ქმნილებათა შორის, თუმცაღა, ეკჰარტი არასოდეს უარყოფდა იმას, რომ ადამიანს სჭირდებოდა ეკლესია და წმინდა საიდუმლოებანი.

მაშინ, როცა კიოლნის არქიეპისკოპოსმა დაადანაშაულა იგი, ეკჰარტმა უპასუხა, რომ მზად იყო უარეყო ყოველი მცდარი სწავლება. შედეგად, პაპმა განაცხადა, რომ ეკჰარტი ეკლესიასთან შერიგებული გარდაიცვალა.

https://www.christianity.com


ამავე კატეგორიის

ნიცშე თუ ბობ დილანი: ბრძოლა 21-ე საუკუნის სულისათვის

28 სექტემბერი, 2022

რამდენიმე ფაქტი, რომელიც უნდა ვიცოდეთ დედოფალ ელისაბედ II-ის...

19 სექტემბერი, 2022

უძველესი ქრისტიანული სიმბოლოები

2 თებერვალი, 2022

ასტროლოგია და ქრისტიანობა

1 თებერვალი, 2022

ჩაიკოვსკის „მაკნატუნა“ და მისი შექმნის ისტორია

30 დეკემბერი, 2021

ფერდინანდისა და იზაბელას ბრძანებულება ებრაელთა წინააღმდეგ − 31...

30 სექტემბერი, 2021

კონსტანტინოპოლის ეპისკოპოსის, ნესტორის, დავა ქრისტეს პიროვნების შესახებ

27 სექტემბერი, 2021

პროტესტანტებს პირველად ეწოდათ „პროტესტანტები“ 1529 წელს

16 სექტემბერი, 2021

პირველი ნაშრომი ზიარების შესახებ – რადბერტ პასხაზი

14 სექტემბერი, 2021

ტიტუსის მიერ იერუსალიმის განადგურება ქრ. შობიდან 70 წელს

19 მაისი, 2021

კვირის პოპულარული სტატიები

  • 1

    რა არის ეგზისტენციალიზმი?

    2 ნოემბერი, 2020
  • 2

    რა არის ნიჰილიზმი?

    28 ოქტომბერი, 2020
  • 3

    მარტინ ლუთერის ყველაზე ცნობილი სიტყვები

    31 ოქტომბერი, 2020
  • 4

    ბიბლიური ციტატები, რომლებიც შიშის დაძლევაში დაგეხმარებათ

    12 იანვარი, 2021
  • 5

    ციტატები რწმენის შესახებ

    6 სექტემბერი, 2021

ჩვენი ვებგვერდები

ქრისტიანული ფილმები
ქრისტიანული რადიო
ქრისტიანის ბლოგი
ქრისტიანობა.GE

ჩვენი პროექტები

სუპერწიგნი (ანიმაცია)
კონფესიები საქართველოში
მქადაგებლები
პილიგრიმის მოგზაურობა

პარტნიორები

ონლაინ ბიბლია
ბიბლიის სიმფონია
მსახურებების განრიგი
აუდიო ბიბლია

კონტაქტი

გახდი მხარდამჭერი
ჩვენი მისია
ჩვენ შესახებ
კონტაქტი

© | ქრისტიანული არხი


ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები