ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები
შემეცნებითი

ტამპლიერთა ორდენი − აღზევება და დაცემა

by ნინო ხუროშვილი 25 იანვარი, 2021
25 იანვარი, 2021 4.7K ნახვა

ტამპლიერთა ორდენი გახლდათ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სამხედრო ორდენი შუა საუკუნეებში, რომელიც მნიშვნელოვან მისიას ასრულებდა: იცავდა წმინდა მიწაზე ჩასულ ევროპელ მოგზაურებს და ახორციელებდა სამხედრო ოპერაციებს. მდიდარი, ძლიერი და საიდუმლოებით მოცული ორდენი საუკუნეების განმავლობაში აღაფრთოვანებდა როგორც ისტორიკოსებს, ასევე დანარჩენ მოსახლეობას. ლეგენდები თუ გადმოცემები ტამპლიერთა ორდენის რაინდებსა და მათთან დაკავშირებულ ამბებზე დღესაც ისევ ისეთ ინტერესს იწვევს, როგორც ადრე.

ვინ იყვნენ ტამპლიერთა ორდენის რაინდები?

მას შემდეგ, რაც ჯვაროსნებმა იერუსალიმი გამოსტაცეს მუსლიმანებს 1099 წელს, დასავლეთ ევროპიდან მომლოცველთა ნაკადმა იწყო სვლა წმინდა მიწისაკენ. ბევრ მათგანს ძარცვავდნენ და კლავდნენ იმ ტერიტორიებზე, რომლებსაც მუსლიმანები მართავდნენ.   

1118 წლისათვის ფრანგმა რაინდმა, ჰიუგ დე პეინმა ჩამოაყალიბა სამხედრო ორდენი თავის რვა ნათესავსა და ნაცნობთან ერთად და მათ უწოდა „ქრისტესა და სოლომონის ტაძრის ღატაკი თანაჯარისკაცები“. ორდენს მოგვიანებით „ტამპლიერთა ორდენი“ ეწოდა.

ისინი იმდენად ღარიბები იყვნენ, რომ ხშირად ორ რაინდს ერთი ცხენი ჰყავდა მხოლოდ.  ორდენის არსებობისა და მისი საქმიანობის შესახებ ბევრი არაფერი იყო ცნობილი მანამ, სანამ ტრუას კრებაზე (1128 წ.) ორდენი ოფიციალურად არ იქნა აღიარებული.  

იერუსალიმის მმართველის, ბალდუინ II-ის დახმარებით, რაინდებმა შტაბ-ბინა მოაწყვეს ტაძრის მთაზე და დაიფიცეს, რომ დაიცავდნენ იერუსალიმში ჩამოსულ ქრისტიან მოგზაურებს.

პაპის მხარდაჭერა

თავდაპირველად, ტამპლიერთა ორდენმა რელიგიურ წინამძღოლთა კრიტიკა დაიმსახურა, მაგრამ 1129 წელს, ორდენს ოფიციალური მხარდაჭერა გამოუცხადა კათოლიკურმა ეკლესიამ. ცნობილმა ფრანგმა აბატმა, ფილოსოფოსმა ბერნარ კლერვოელმა კი დაწერა „რაინდთა ახალი საძმოს ქება“, რამაც დიდად შეუწყო ხელი ტამპლიერთა ორდენის ზრდასა და გაძლიერებას.

1139 წლის 29 მარტს, პაპმა ინოკენტი II-მ გამოსცა ბულა, რომელიც ტამპლიერთა ორდენს განსაკუთრებულ უფლებებს ანიჭებდა. რაინდები თავისუფლდებოდნენ გადასახადებისაგან, ეძლეოდათ საკუთარი სამლოცველოების აგების უფლება და ამასთან, ისინი არავის ემორჩილებოდნენ, გარდა თავად პაპისა.

ტამპლიერებმა ბანკების მთელი ქსელი შექმნეს და უზარმაზარი ფინანსური გავლენა მოიპოვეს. ორდენი ცნობილი გახდა თავისი ქცევის მკაცრი კოდექსითა და ჩაცმულობის სტილით (თეთრი სამოსი, რომელზეც წითელი ჯვარი იყო გამოსახული). ორდენის წევრები სიღარიბის, მორჩილებისა და უბიწოების ფიცს დებდნენ. მათ არ ჰქონდათ უფლება ‒ დაელიათ ალკოჰოლური სასმელები, ეთამაშათ აზარტული თამაშები და ეთქვათ ბილწი სიტყვები. ლოცვა მათი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო. ტამპლიერები განსაკუთრებულად ეთაყვანებოდნენ ქალწულ მარიამს.

გავლენის მწვერვალზე მყოფი ტამპლიერები იკვეხნიდნენ გემების დიდი ფლოტით; მათ ეკუთვნოდათ კუნძული კვიპროსი; ევროპელი მონარქები და დიდებულები კი მათგან სესხულობდნენ ფულს.

მიუხედავად იმისა, რომ ტამპლიერთა თავდაპირველი მიზანი ქრისტიან მოგზაურთა დაცვა იყო, თანდათანობით მათ გააფართოეს საკუთარ მოვალეობათა არეალი. ისინი გახდნენ ჯვაროსანთა სამეფოს დამცველები წმინდა მიწაზე და ცნობილნი იყვნენ, როგორც მამაცი და დახელოვნებული მებრძოლები. ტამპლიერები აგებდნენ ციხე-სიმაგრეებს და ძალიან ხშირად იმარჯვებდნენ მუსლიმანთა წინააღმდეგ გამართულ ბრძოლებში. მათი გააფთრებული ბრძოლის სტილი სხვა სამხედრო ორდენთათვისაც მისაბაძი გახდა.

ტამპლიერთა ორდენის დაცემა

მე-12 საუკუნის მიწურულს მუსლიმანებმა კვლავ ხელთ იგდეს იერუსალიმი და უკუაგდეს ჯვაროსნები. ტამპლიერები იძულებულნი იყვნენ, რამდენიმეჯერ შეეცვალათ ადგილსამყოფელი. 1291 წელს ქალაქ აკრის დაცემით წმინდა მიწაზე არსებული ჯვაროსანთა ბოლო თავშესაფარი იქნა განადგურებული.

მომდევნო ათწლეულებში თანდათანობით შესუსტდა ევროპელთა მხარდაჭერა წმინდა მიწაზე წარმოებული სამხედრო კამპანიებისა. გარდა ამისა, რელიგიური თუ საერო წინამძღოლები უფრო და უფრო უკმაყოფილონი ხდებოდნენ ტამპლიერთა ორდენის სიმდიდრისა და ძალაუფლების გამო.   

1303 წლისათვის ორდენმა დაკარგა დასაყრდენი მუსლიმანურ სამყაროში და საკუთარი ბაზა დააარსა პარიზში. საფრანგეთის მეფემ, ფილიპე IV-მ დაიწყო ბრძოლა ორდენის წინააღმდეგ, სავარაუდოდ, იმიტომ, რომ ტამპლიერებმა დამატებითი სესხის გაცემაზე უთხრეს უარი.

დაპატიმრება და სიკვდილით დასჯა

1307 წლის 13 ოქტომბერს ტამპლიერთა ორდენის რაინდები შეიპყრეს. მათ შორის იყო ორდენის დიდი მაგისტრი ჟაკ დე მოლი. ბევრი მათგანი მხეცურად აწამეს მანამ, სანამ არ აიძულეს ‒ ეღიარებინათ, თითქოსდა ისინი დამნაშავენი იყვნენ ერეტიკოსობაში, მექრთამეობაში, მამათმავლობაში, ეშმაკის თაყვანისცემაში, თაღლითობაში, ჯვრის შეურაცხყოფასა და სხვა მრავალ ცოდვაში.

რამდენიმე წლის შემდეგ ათეულობით ტამპლიერი პარიზში, კოცონზე დაწვეს ამ „აღიარებათა“ გამო. ჟაკ დე მოლი კი 1314 წელს დასაჯეს სიკვდილით.

მეფე ფილიპეს ზეწოლის შედეგად პაპი კლიმენტი V იძულებული გახდა, 1312 წელს დაეშალა ტამპლიერთა ორდენი. ორდენის ქონება ჰოსპიტალიერთა სამხედრო ორდენს გადაეცა, თუმცა არსებობს მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ ტამპლიერთა ორდენის საკუთრების უდიდესი ნაწილი მეფე ფილიპემ და ინგლისის მეფე ედუარდ II-მ მიითვისეს.

კათოლიკურმა ეკლესიამ ტამპლიერთა ორდენის დევნა გაუმართლებლად მიიჩნია და განაცხადა, რომ პაპი კლიმენტი საერო მმართველთა ზეწოლის გამო გახდა იძულებული, რომ მიეღო გადაწყვეტილება ორდენის გაუქმებასთან დაკავშირებით.

ისტორიკოსთა უმეტესობა თანხმდება იმაზე, რომ ტამპლიერთა ორდენი შვიდასი წლის წინ დაიშალა, თუმცა ზოგიერთი ფიქრობს, რომ ორდენის რაინდებმა იატაკქვეშა მოღვაწეობა განაგრძეს და რომ ორდენი გარკვეული ფორმით დღემდე არსებობს.

ზოგიერთი ისტორიკოსი ამტკიცებს, რომ ტამპლიერთა ორდენი საიდუმლოდ იცავდა „ტურინის სუდარას“ (გადმოცემის თანახმად, ეს იყო სუდარა, რომელშიც ქრისტე იყო გახვეული დაკრძალვისას) საუკუნეების განმავლობაში. კიდევ ერთი ფართოდ გავრცელებული მოსაზრება გახლდათ ის, რომ რაინდებმა აღმოაჩინეს რელიგიური არტეფაქტები და იცავდნენ მათ, მაგალითად, წმინდა გრაალის თასი, აღთქმის კიდობანი და ქრისტეს ჯვრის ნაწილები.

წყარო: https://www.history.com/


ამავე კატეგორიის

ნიცშე თუ ბობ დილანი: ბრძოლა 21-ე საუკუნის სულისათვის

28 სექტემბერი, 2022

რამდენიმე ფაქტი, რომელიც უნდა ვიცოდეთ დედოფალ ელისაბედ II-ის...

19 სექტემბერი, 2022

უძველესი ქრისტიანული სიმბოლოები

2 თებერვალი, 2022

ასტროლოგია და ქრისტიანობა

1 თებერვალი, 2022

ჩაიკოვსკის „მაკნატუნა“ და მისი შექმნის ისტორია

30 დეკემბერი, 2021

ფერდინანდისა და იზაბელას ბრძანებულება ებრაელთა წინააღმდეგ − 31...

30 სექტემბერი, 2021

კონსტანტინოპოლის ეპისკოპოსის, ნესტორის, დავა ქრისტეს პიროვნების შესახებ

27 სექტემბერი, 2021

რომის პაპმა დაგმო მაისტერ ეკჰარტის დებულებანი

24 სექტემბერი, 2021

პროტესტანტებს პირველად ეწოდათ „პროტესტანტები“ 1529 წელს

16 სექტემბერი, 2021

პირველი ნაშრომი ზიარების შესახებ – რადბერტ პასხაზი

14 სექტემბერი, 2021

კვირის პოპულარული სტატიები

  • 1

    ციტატები რწმენის შესახებ

    6 სექტემბერი, 2021
  • 2

    ბიბლიური ციტატები, რომლებიც შიშის დაძლევაში დაგეხმარებათ

    12 იანვარი, 2021
  • 3

    რა არის ნიჰილიზმი?

    28 ოქტომბერი, 2020
  • 4

    დევიდ ჰეთევეი: ჩემი ღმერთი სასწაულების ღმერთია!

    31 ოქტომბერი, 2022
  • 5

    ფრაზები, რომელთა მოსმენაც ბავშვებს ყოველთვის სჭირდებათ მშობლებისგან

    18 მაისი, 2021

ჩვენი ვებგვერდები

ქრისტიანული ფილმები
ქრისტიანული რადიო
ქრისტიანის ბლოგი
ქრისტიანობა.GE

ჩვენი პროექტები

სუპერწიგნი (ანიმაცია)
კონფესიები საქართველოში
მქადაგებლები
პილიგრიმის მოგზაურობა

პარტნიორები

ონლაინ ბიბლია
ბიბლიის სიმფონია
მსახურებების განრიგი
აუდიო ბიბლია

კონტაქტი

გახდი მხარდამჭერი
ჩვენი მისია
ჩვენ შესახებ
კონტაქტი

© | ქრისტიანული არხი


ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები