ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები
შემეცნებითი

ღმერთის არსებობის ონტოლოგიური არგუმენტი

by დაჩი პაპაშვილი 22 აპრილი, 2021
22 აპრილი, 2021 1.6K ნახვა

ონტოლოგიური არგუმენტი ეკუთვნის კენტერბერიის არქიეპისკოპოსს ანსელმს (1033-1109).

არგუმენტი შემდეგია: ღმერთი არის უზენაესი ყოვლადსრულყოფილი არსება. მისი აბსოლუტური სრულყოფილება უკვე გულისხმობს მის არსებობას. ამ დებულების უარყოფა შეუძლებელია, რადგან ასეთი მცდელობა შეიცავს შინაგან წინააღმდეგობას. ღმერთი თუ არ არსებობს, მაშინ იგი არ არის სრულყოფილი. ამრიგად, ღმერთის, როგორც სრულყოფილი არსების, ცნებიდან აუცილებლობით გამომდინარეობს მისი არსებობა.

ანსელმი თავისი არგუმენტის აგებას იწყებს მე-13 ფსალმუნის ცნობილი სტრიქონის ანალიზით: „თქვა უგუნურმა თავის გულში: არ არის ღმერთი“. რატომაა უგუნური დებულება − ღმერთი არ არსებობს და რით ეწინააღმდეგება გონების ლოგიკას? სწორად ესმის თუ არა „უგუნურს“ ღმერთის ცნება, მისი იდეა? როგორც ანსელმი განმარტავს, ღმერთის იდეა იმაშია, რომ ღმერთი არის ყოვლადძლიერი, ყოვლისმცოდნე, დაუსაბამო, უზენაესი და ყოვლადსრულყოფილი არსება. ჩვენ განვმარტეთ ღმერთის ცნება, თუმცა ჯერ კიდევ არ გვაქვს ამ ცნების შესატყვისი რეალობის დასაბუთება. რაიმე შეიძლება არსებობდეს აზრში, იდეაში და შეიძლება არსებობდეს რეალობაში, მაგრამ აზრში არსებული ნაკლებად სრულყოფილია, ვიდრე რეალობაში არსებული. შესაბამისად, ღმერთი რომ მხოლოდ აზრში არსებულიყო, იქნებოდა ნაკლოვანი არსება, ხოლო არსებული კი მასზე მაღალი რანგის არსებად უნდა წარმოგვედგინა. ღმერთის იდეა გულისხმობს იმას, რომ ის ერთდროულად უნდა იყოს აზრშიც და რეალურად არსებულიც.

გაულინოს, რომელიც ანსელმის თანამედროვე იყო, კონტრარგუმენტის არსი შემდეგია: ცნებაში არ შედის არსებობა. ჩვენ შეიძლება მოვიაზროთ კუნძული, სადაც ისე ცხოვრობენ ადამიანები, როგორც სამოთხეში, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ იგი ნამდვილად არსებობს. გუალინოს კონტრარგუმენტს კანტი უმატებს: მე შეიძლება გონებაში მქონდეს ასი ტალერი და არცერთი ტალერი არ მქონდეს ჯიბეში.

ანსელმმა მისი დებულების საწინააღმდეგო კონტრარგუმენტებს შემდეგნაირად უპასუხა: ოპონენტები ვერ ითვალისწინებენ პრინციპული მნიშვნელობის მქონე განსხვავებას, რომელიც არსებობს ერთეული საგნის ცნებასა და აბსოლუტის ცნებას შორის. აბსოლუტის ცნების მოაზრება არსებობის პრედიკატის გარეშე, შეუძლებელია. ხოლო სხვა ყველაფრისა კი შესაძლებელი. მაგალითად, კუნძული ან ასი ტალერი რეალურადაც რომ არსებულიყვნენ, მაინც შემთხვევითი არსებულნი იქნებოდნენ, და არა მარადიულნი და აუცილებელნი. ისინი შეიძლება არც არსებულიყვნენ, ან დროებითი არსებობის შემდეგ აღარ ეარსებათ.


ამავე კატეგორიის

ნიცშე თუ ბობ დილანი: ბრძოლა 21-ე საუკუნის სულისათვის

28 სექტემბერი, 2022

რამდენიმე ფაქტი, რომელიც უნდა ვიცოდეთ დედოფალ ელისაბედ II-ის...

19 სექტემბერი, 2022

უძველესი ქრისტიანული სიმბოლოები

2 თებერვალი, 2022

ასტროლოგია და ქრისტიანობა

1 თებერვალი, 2022

ჩაიკოვსკის „მაკნატუნა“ და მისი შექმნის ისტორია

30 დეკემბერი, 2021

ფერდინანდისა და იზაბელას ბრძანებულება ებრაელთა წინააღმდეგ − 31...

30 სექტემბერი, 2021

კონსტანტინოპოლის ეპისკოპოსის, ნესტორის, დავა ქრისტეს პიროვნების შესახებ

27 სექტემბერი, 2021

რომის პაპმა დაგმო მაისტერ ეკჰარტის დებულებანი

24 სექტემბერი, 2021

პროტესტანტებს პირველად ეწოდათ „პროტესტანტები“ 1529 წელს

16 სექტემბერი, 2021

პირველი ნაშრომი ზიარების შესახებ – რადბერტ პასხაზი

14 სექტემბერი, 2021

კვირის პოპულარული სტატიები

  • 1

    ციტატები რწმენის შესახებ

    6 სექტემბერი, 2021
  • 2

    ბიბლიური ციტატები, რომლებიც შიშის დაძლევაში დაგეხმარებათ

    12 იანვარი, 2021
  • 3

    რა არის ნიჰილიზმი?

    28 ოქტომბერი, 2020
  • 4

    დევიდ ჰეთევეი: ჩემი ღმერთი სასწაულების ღმერთია!

    31 ოქტომბერი, 2022
  • 5

    ფრაზები, რომელთა მოსმენაც ბავშვებს ყოველთვის სჭირდებათ მშობლებისგან

    18 მაისი, 2021

ჩვენი ვებგვერდები

ქრისტიანული ფილმები
ქრისტიანული რადიო
ქრისტიანის ბლოგი
ქრისტიანობა.GE

ჩვენი პროექტები

სუპერწიგნი (ანიმაცია)
კონფესიები საქართველოში
მქადაგებლები
პილიგრიმის მოგზაურობა

პარტნიორები

ონლაინ ბიბლია
ბიბლიის სიმფონია
მსახურებების განრიგი
აუდიო ბიბლია

კონტაქტი

გახდი მხარდამჭერი
ჩვენი მისია
ჩვენ შესახებ
კონტაქტი

© | ქრისტიანული არხი


ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები