ალექსანდერ მაკლარენი იყო შოტლანდიელი ბაპტისტი ღვთისმსახური (დაიბადა გლაზგოში 1826 წლის 11 თებერვალს, გარდაიცვალა მანჩესტერში, 1910 წლის 5 მაისს). მან თითქმის 65 წელი გაატარა უფლის მსახურებაში: წერდა, ქადაგებდა და წმინდა წერილს შეისწავლიდა. მანჩესტერის ანგლიკანი ეპისკოპოსი მის შესახებ ამბობდა, რომ „ბევრ ორატორს როდი გადაუჭარბებია მისთვის აზრის სიღრმით, ლოგიკური თანმიმდევრობით, მოწოდების მჭევრმეტყველებით და ადამიანის გულზე მოპოვებული ძალაუფლებით“.
გთავაზობთ ალექსანდერ მაკლარენის ცნობილ გამონათქვამებს:
„სიყვარულია მორჩილების საფუძველი.“
„ქრისტეს ცრემლები ღმერთის სიბრალულია. იესოს თვინიერება ღმერთის ტანჯვაა. იესოს გულისხმიერება ღმერთის სიყვარულია. ‘ვინც მე მიხილა, მან მამა იხილა.’“
„ერთი ადამიანი, რომელსაც ღმერთი უმაგრებს ზურგს, ყოველთვის უმრავლესობაშია.“
„სახარება მხოლოდ ხსნის შესახებ უწყება როდია, ის ქცევის კანონია. სახარება მხოლოდ თეოლოგია არ არის, რომელიც უნდა მივიღოთ, არამედ ის არის ეთიკა, რომლის მიხედვითაც უნდა ვიცხოვროთ. სახარების არა მხოლოდ უნდა გვჯეროდეს, არამედ ის უნდა იყოს ჩვენი ცხოვრების გზამკვლევი.“
„მას, ვის გულშიც სულიწმიდა მკვიდრობს და ვისაც ხელში წმინდა წერილი უჭირავს, ყველაფერი აქვს, რაც სჭირდება.“
„თუ ღმერთი ქვიან გზაზე გვგზავნის, გამძლე ფეხსაცმელსაც მოგვცემს.“
„მშვიდობა მოდის არა მშფოთვარების არარსებობიდან, არამედ ღმერთის თანდასწრებისგან.“
„რაც უფრო მეტს ვშრომობთ, მით უფრო მეტი ლოცვა გვჭირდება. დღეს დიდი საფრთხე არსებობს, მაგრამ არა იმისა, რომ საქმე მეტისმეტად ბევრი იქნება, არამედ იმის, რომ ლოცვა იქნება მეტისმეტად ცოტა ამხელა საქმისთვის.“
„ქვეყნიერებას ღმერთის შესახებ წარმოდგენა ექმნება იმ ადამიანების მეშვეობით, რომლებიც ამბობენ, რომ ღმერთის ოჯახს ეკუთვნიან. ისინი ჩვენ უფრო გვკითხულობენ, ვიდრე ბიბლიას.“
„ლოცვა, რომელიც ნდობით იწყება და ლოდინით გრძელდება, ყოველთვის მადლიერებით, გამარჯვებითა და ქებით დასრულდება.“
„მხოლოდ მას, ვისაც შეუძლია თქვას: ‘უფალი ჩემი ძალაა’, შეუძლია ამის შემდეგ ესეც თქვას: ‘ვის შევუშინდე?’“
„სახარება ვარაუდი კი არ არის, არამედ ფაქტია. სახარება ჭეშმარიტებაა, რადგან ის არის ჩანაწერი იმ პიროვნების შესახებ, რომელიც თავადაა ჭეშმარიტება.“
„სიყვარულია ერთადერთი ცეცხლი, რომელიც საკმაოდ ცხელია იმისათვის, რომ ქმნილების ნების რკინის სიჯიუტე გაადნოს.“
„გიყვარდეთ ქრისტე და გულში არსებული მარადისობა უზარმაზარი, მტკივანი სიცარიელე კი აღარ იქნება, არამედ ის საუკუნო სიცოცხლით ამოივსება, რომელსაც ქრისტე გვაძლევს და რომელიც თავად ქრისტეა.“