როდესაც საქმე ავადმყოფობას ეხება, იქნება ეს საკუთარი თუ ოჯახის წევრის, ყოველთვის რთულია მასთან ბრძოლისას რწმენის შენარჩუნება, რადგან ხშირად ჩვენ ჩვენს უძლურებებს ვუყურებთ და ის, რასაც ვხედავთ, ცდილობს დაანგრიოს ჩვენი რწმენა, რომელიც უხილავია. წარმოგიდგენთ ბიბლიურ ციტატებს, რომელებიც გაგამხნევებენ და მოგცემენ ძალას ავადმყოფობის დროს, რათა ებრძოლოთ არსებულ რეალობას და არ დანებდეთ. გახსოვდეთ, რომ ღვთის სიტყვა ცოცხალი და მოქმედია.
მაგრამ მან იტვირთა ჩვენი სნეულებანი და ჩვენი ტკივილებით გაიტანჯა, ჩვენ კი ვფიქრობდით, რომ ნაგვემი იყო, ღმერთის მიერ დასჯილი და დამცირებული. მაგრამ ის დაჭრილი იყო ჩვენი ცოდვების გამო, და ტანჯული ჩვენი უკეთურების გამო; ჩვენი სასჯელი მასზე იყო; და მისი წყლულებით ჩვენ განვიკურნეთ.
ეს იმიტომ გითხარით, რომ მშვიდობა გქონდეთ ჩემში. ქვეყნიერებაზე გასაჭირი გექნებათ, მაგრამ გამაგრდით, მე ვძლიე ქვეყნიერებას.
და მითხრა: ‘საკმარისია შენთვის ჩემი მადლი, რადგან უძლურებაში ხდება სრულყოფილი ჩემი ძალა.’ ამიტომ უფრო ხალისით დავიქადნი ჩემი უძლურებებით, რათა ქრისტეს ძალა დამკვიდრდეს ჩემში. ამიტომ კმაყოფილი ვარ უძლურებაში, შეურაცხყოფაში, გაჭირვებაში, დევნასა და შევიწროებაში ქრისტეს გულისათვის; რადგან როცა უძლური ვარ, მაშინ ვარ ძლიერი.
შვილო, შეისმინე ჩემი სიტყვები, ჩემს ნათქვამს ყური მოაპყარი. არ მიეფარონ შენს თვალს, გულის სიღრმეში დაიმარხე. რადგან სიცოცხლეა მათი მპოვნელისთვის და ჯანმრთელობა.
უფალო, ღმერთო ჩემო, მოგიხმე და შენ განმკურნე მე.
განკურნავს გულგატეხილებს და ჭრილობებს შეუხვევს მათ.
აღიარეთ ცოდვები ერთმანეთის წინაშე და ილოცეთ ერთმანეთისათვის, რათა განიკურნოთ, რადგან ბევრი რამ შეუძლია მართლის ძლიერ ლოცვას.