ეიდენ უილსონ ტოზერი (1897-1963) გახლდათ ამერიკელი ქრისტიანი ხუცესი, ავტორი, ჟურნალის რედაქტორი, ვისმა შრომებმაც ძალიან დიდი გავლენა იქონია ბევრ თანამედროვე ქრისტიან ლიდერზე.
ის გახლავთ ავტორი 60-ზე მეტი წიგნისა, რომელთა უმეტესობაც მისი სიკვდილის შემდეგ შეადგინეს მისი ქადაგებებითა და სტატიებით. ე. უ. ტოზერის ორი წიგნი The Pursuit of God და The Knowledge of the Holy ქრისტიანული ლიტერატურის კლასიკად არის მიჩნეული.
ზოგი მას „მე-20 საუკუნის წინასწარმეტყველს“ უწოდებდა, ზოგიც „ევანგელისტ მისტიკოსს“, რაკი ის დიდ ყურადღებას ამახვილებდა „შინაგანი ცხოვრების“ განვითარებაზე.
გთავაზობთ ე. უ. ტოზერის ცნობილ გამონათქვამებს:
ღმერთი არასოდეს არ ჩქარობს. არ არსებობს დადგენილი ვადები, რომელთა ამოწურვამდეც უნდა მოასწროს მან რაღაცის გაკეთება. ამის ცოდნა საჭიროა იმისათვის, რომ სული დავიმშვიდოთ და დაძაბულნი არ ვიყოთ.
დროის მოკვლისას გახსოვდეს, რომ დრო მკვდრეთით აღარ აღდგება.
ღმერთს ყველგან დაინახავ, სადაც არ უნდა იყო, თუკი შენი გონება მისი სიყვარულისა და მორჩილებისკენ არის მიმართული.
სიყვარულის ბოლო გამოცდა მორჩილებაა
ეშმაკი ნებისმიერ ჩვენგანზე უკეთესი თეოლოგია და ის მაინც ეშმაკია.
იესო ღმერთთან მისასვლელი ერთ-ერთი გზა როდია; ის არც საუკეთესო გზაა რამდენიმე გზას შორის; ის ერთადერთი გზაა.
ღმერთი არ არის ჩუმად. ღმერთის ბუნებაა ‒ ილაპარაკოს. წმინდა სამების მეორე პირს ‘სიტყვა’ ეწოდება.
ღმერთი ისეთ ადამიანებს ეძებს, რომელთა მეშვეობითაც შეუძლებელს მოიმოქმედებდა; რა სამწუხაროა, რომ ჩვენ მხოლოდ ისეთ საქმეებს ვგეგმავთ, რომელთა გაკეთებაც საკუთარი ძალებით შეგვიძლია.
თავმდაბალ ადამიანს არ აღელვებს, ვინ არის მასზე დიდი, რადგან მან დიდი ხნის წინ გადაწყვიტა, რომ ქვეყნიერების დაფასების მოსაპოვებლად არ ღირს ძალისხმევის გამოჩენა.
ჩვენ ვერასოდეს გვეცოდინება, ვინ ვართ ან რანი ვართ მანამ, სანამ ცოტა რამ მაინც არ გვეცოდინება იმის შესახებ, თუ ვინ არის ღმერთი.