ეიდენ უილსონ ტოზერი – ქრისტიანი ხუცესი, ავტორი, ჟურნალის რედაქტორი (1897–1963).
შეშინებულ მსოფლიოს სჭირდება უშიშარი ეკლესია.
ღმერთი არ დუმს. ღმერთის ბუნებაა, რომ ილაპარაკოს. წმინდა სამების მეორე პირს სიტყვა ეწოდება.
ფარისეველი არის ის ადამიანი, რომელიც მომთხოვნია სხვების მიმართ და შემწყნარებელი საკუთარი თავის მიმართ, მაგრამ სულიერი ადამიანი შემწყნარებელია სხვების მიმართ და მომთხოვნი საკუთარი თავის მიმართ.
ბიბლია არ ცნობს ისეთ რწმენას, რომელსაც არ მიჰყავს მორჩილებამდე, არც ისეთ მორჩილებას, რომელიც არ მომდინარეობს რწმენისაგან. რწმენა და მორჩილება ერთი და იმავე მონეტის ორი მოპირდაპირე მხარეა.
იესო არ არის ღმერთთან მისასვლელი მრავალი გზიდან ერთ-ერთი, არც საუკეთესო გზა რამდენიმე გზიდან. ის ერთადერთი გზაა.
ჩვენ არ ვართ დიპლომატები, არამედ წინასწარმეტყველები და ჩვენი გზავნილი არა კომპრომისი, არამედ ულტიმატუმია.
ზოგჯერ მე მივდივარ ღმერთთან და ვეუბნები: ‘ღმერთო, თუ შენ აღარასდროს უპასუხებ ჩემს ლოცვებს, სანამ მე დედამიწაზე ვცხოვრობ, მე კვლავ თაყვანს გცემ შენ ყველაფერ იმის გამო, რაც უკვე გაგიკეთებია ჩემთვის. ღმერთმა მე უკვე იმდენად დიდ ვალში ჩამაგდო, რომ თუნდაც მილიონი წელი ვიცხოვრო, მაინც ვერ გადავიხდი იმას, რაც მან ჩემთვის გააკეთა.
ღმერთი უფრო ახლოა ჩვენთან, ვიდრე ჩვენი საკუთარი სული; უფრო ახლოა, ვიდრე ჩვენი ყველაზე ფარული აზრები.
ადამიანის ცოდვა ღმერთის ყველაზე დიდი წუხილია.
ჩვენ შეგვიძლია, ვიყოთ ჩვენს დროში ისეთები, როგორებიც თავის დროზე იყვნენ რწმენის გმირები, მაგრამ გახსოვდეთ, რომ მაშინ მათ არ იცოდნენ, რომ გმირები იყვნენ.
წყარო: https://www.christianquotes.info