ქრისტეს გარეშე არ არსებობს იმედი.
ქრისტიანული იმედი ისაა, რომ ადამიანს თავისი ცხოვრების ყოველ დღეს და ყოველ წუთს შეუძლია დანამდვილებით თქვას, რომ საუკეთესო ჯერ კიდევ წინაა.
ქრისტეს დაბადება არის უწყება იმისა, რომ არსებობს იმედი დაცემული კაცობრიობისათვის: იმედი პატიებისა, იმედი ღმერთთან მშვიდობის დამყარებისა.
ვფიქრობ, ადამიანების ყველაზე დიდი ფსიქოლოგიური, სულიერი და სამედიცინო საჭიროება იმედია.
ღვთის მადლია ის, რაც იმედს მაძლევს ყოველდღე.
იმედი ერთ-ერთი თეოლოგიური სათნოებაა. ეს იმას ნიშნავს, რომ მუდმივად მარადიულობისკენ მიმართული მზერა რეალობისგან გაქცევის მცდელობა კი არ არის, არამედ ის, რაც ქრისტიანის ცხოვრების განუყოფელი მოქმედებაა.
დაელოდეთ. ილოცეთ განუწყვეტლივ. გქონდეთ იმედი.
ჩემს სიცოცხლესა და იმედს სახარებას ვუმადლი.
იმედი ბიბლიის მუსიკაა, მისი გულისცემა და ატმოსფერო.