ნეტარი ავგუსტინე, ავგუსტინე ავრელიუსი – ქრისტიანი თეოლოგი და ფილოსოფოსი, დასავლეთის ეკლესიის უდიდესი მასწავლებელი, რომელმაც არსებითი ზეგავლენა მოახდინა ქრისტიანული ღვთისმეტყველური კანონიკის განვითარებასა და მთლიანად, დასავლური ტიპის კულტურის ევოლუციაში. ის იყო ჰიპონის უკანასკნელი ეპისკოპოსი. 430 წელს ჰიპონი ვანდალებმა გადაწვეს. ერთადერთი, რაც ცეცხლს გადაურჩა, ნეტარი ავგუსტინეს ბიბლიოთეკა იყო. მან საკუთარი თვალით იხილა საყვარელი ქალაქის სიკვდილი, რის შემდეგაც დიდხანს აღარ უცოცხლია. იგი 430 წლის 28 აგვისტოს გარდაიცვალა. მის კალამს ეკუთვნის „აღსარებანი“, „ღვთის ქალაქის შესახებ“, „ჩვიდმეტი წიგნი პელაკიანელთა წინააღმდეგ“, „კომენტარები დაბადების წიგნისა“.
მოთმინება სიბრძნის შემადგენელი ნაწილია.
რწმენა უხილავის დაჯერებაა, ასეთი რწმენის ჯილდო კი უხილავის დანახვაა.
ის, ვინც გვეუბნება, რომ ვითხოვოთ, იმის სურვილიც აქვს, რომ მოგვცეს, რასაც ვთხოვთ.
ბოროტ საქმეთა აღიარება კეთილ საქმეთა დასაწყისია.
ირწმუნე, რათა იხილო და არა იხილე, რათა ირწმუნო.
ებრაელებს სპილენძის გველისთვის უნდა შეეხედათ იმისათვის, რომ გველებისგან გათავისუფლებულიყვნენ, ჩვენ კი ქრისტეს სიკვდილს უნდა შევხედოთ იმისათვის, რომ სიკვდილისგან ვიქნეთ დახსნილნი.
თუ მკითხავთ, რა არის უპირველესი რწმენაში, გიპასუხებთ, რომ რწმენის თავიც და ბოლოც თავმდაბლობაა.
ო, სულოწმიდავ, დაივანე ჩემს გულში, რათა წმინდა იყოს ჩემი აზრები. იმოქმედე ჩემში, რათა ჩემი საქმეც წმინდა იყოს. აღძარი ჩემი გული, სულოწმიდავ, რათა მიყვარდეს ის, რაც წმინდაა. განმამტკიცე, რათა დავიცვა ყოველივე, რაც წმინდაა. დამიფარე, რათა მუდამ წმინდა ვიყო.
თუ ორი მეგობარი გთხოვს, რომ განსაჯო მათი კამათი, არ გააკეთო ეს, რადგან ერთ-ერთს აუცილებლად დაკარგავ. თუ ორი უცნობი მოვა შენთან იმავე თხოვნით, ორივე მიიღე, რადგან ასე ორ მეგობარს შეიძენ.
ღმერთი არასოდეს დაუშვებდა ბოროტებას ჩვენს ცხოვრებაში, რომ არ შესძლებოდა ‒ ბოროტება სიკეთედ ექცია ჩვენთვის.
წყარო: https://www.christianquotes.info