ოსვალდ ჩემბერსი (1874-1917) იყო შოტლანდიელი ბაპტისტი ღვთისმსახური და მასწავლებელი, რომელიც ქრისტიანობაზე ჩარლზ სპერჯენის ქადაგების მეშვეობით მოექცა. მის კალამს ეკუთვნის 30 წიგნი, რომელთაგან ყველაზე მეტად ცნობილია „My Utmost for His Highest“. ეს გახლავთ მის ქადაგებათა კრებული.
რწმენამ არასოდეს იცის, საით მიუძღვება მას ღმერთი, მაგრამ მას უყვარს და იცნობს მას, ვინც მიუძღვება.
ადამიანები ლოცვას უკანასკნელ თავშესაფრად მივიჩნევთ, მაგრამ ღმერთს სურს, რომ ლოცვა იყოს ჩვენი თავდაცვის პირველი ხაზი. ჩვენ მაშინ ვლოცულობთ, როცა სხვა არაფერი დაგვრჩენია, ღმერთს კი სურს, რომ მანამ ვილოცოთ, სანამ საერთოდ რაიმეს მოვიმოქმედებთ.
როცა ღმერთის შიში გაქვს, სხვა არაფრის არ გეშინია, მაგრამ თუ ღმერთის შიში არ გაქვს, სხვა ყველაფრის გეშინია.
ლოცვისას თვალები ღმერთისკენ უნდა გვქონდეს მიპყრობილი და არა სიძნელეთა მიმართ.
ეჭვი ყოველთვის იმის ნიშანი როდია, რომ ადამიანი ცდება; ეს შეიძლება იმას ნიშნავდეს, რომ ის აზროვნებს.
არცერთი ჯანსაღი ქრისტიანი არ ირჩევს ტანჯვას. იესოს მსგავსად, ის ირჩევს ღვთის ნებას, მიუხედავად იმისა, ეს ტანჯვას მოუტანს თუ არა.
ადამიანები, ძირითადად, უპირატესობას ვანიჭებთ იმის კეთებას, რაც მყისიერ შედეგებს გამოიღებს. ჩვენ არ გვსურს, დაველოდოთ ღმერთს, რომ მან თავისი ჟამის მიხედვით იმოქმედოს, რადგან მისეული ჟამი ჩვენსას თითქმის არასდროს არ ემთხვევა.