ოსვალდ ჩემბერსი დაიბადა 1874 წლის 24 ივლისს შოტლანდიაში. ჯერ კიდევ მოზარდობის პერიოდში აღიარა იესო თავის მხსნელად. იგი ხელოვნებასა და არქიტექტურას სწავლობდა ედინბურგის უნივერსიტეტში, სანამ ღმერთი მსახურებისთვის მოუწოდებდა. შემდგომ სწავლა განაგრძო თეოლოგიური მიმართულებით. 1906-1910 წლებში მსახურობდა და ხელმძღვანელობდა ბიბლიის სწავლების ინსტიტუტს აშშ-ში, დიდ ბრიტანეთსა და იაპონიაში. 1911 წელს დააარსა ბიბლიის სწავლების კოლეჯი კლაპჰემსა და ლონდონში, სადაც ატარებდა ლექციებს 1915 წლამდე, სკოლის დახურვამდე. 1915 წლის ოქტომბერში გაემგზავრა ეგვიპტეში, სადაც იყო კაპელანი ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის ჯარებში. გარდაიცვალა ამავე ადგილას 1917 წლის 15 ნოემბერს. 1935 წლიდან აშშ-ში უწყვეტად იბეჭდებოდა მისი ნამუშევარი „My Utmost For His Highest“ („ყველაფერი, რაც შემიძლია ღვთის დიდებისათვის“). წიგნის მილიონზე მეტი ეგზემპლარი დაიბეჭდა და გახდა ერთ-ერთი ბესტსელერი რელიგიურ წიგნებს შორის. წიგნი ქრისტიანული ლიტერატურის კლასიკადაა აღიარებული.
დატოვეთ დამსხვრეული წარსული ღმერთის ხელში და შეაბიჯეთ მყარ მომავალში მასთან ერთად.
ღმერთის ხალხი ჩვეულებრივი ადამიანები არიან, რომლებიც გამორჩეულნი გახდნენ იმ მიზნის გამო, რომელიც მათ მიეცათ.
ლოცვა დავალება არაა, ეს ცხოვრების წესია.
აუცილებელი არაა სალოცავად განკუთვნილ ადგილზე მისვლა, ილოცე, სადაც არ უნდა იყო.
თუ ყოვლისშემძლე ღმერთს იცნობ, არასოდეს თქვა: ‘არ შემიძლია.’
საქმის გასაკეთებლად ძირითადი საკითხია ვიცოდეთ, უპირველესად რა უნდა გავაკეთოთ.
რწმენამ არასდროს იცის, საით მიდის, მაგრამ მას უყვარს და იცნობს მას, ვინც მიუძღვება.
ილოცე იმიტომ, რომ გყავს ზეციერი მამა და არა იმიტომ, რომ ეს სიმშვიდეს განიჭებს, და მიეცით მას დრო, რომ გიპასუხოთ.
ლოცვა არის იმის მტკიცებულება, რომ სულიერად ღმერთთან ვარ დაკავშირებული.
ლოცვებს, როგორც ჩვენთვის რაღაცის მიღების საშუალებას, ისე ვუყურებთ; ლოცვის ბიბლიური იდეა კი ისაა, რომ ღმერთი გავიცნოთ.
წყარო: https://www.christianquotes.info