რავი ზაქარიასი გახლდათ წარმოშობით ინდოელი ამერიკელი ქრისტიანი აპოლოგეტი და უამრავი ბესტსელერის ავტორი. მათ შორისაა: „შეუძლია ადამიანს ღმერთის გარეშე ცხოვრება?“ „იესო სხვა ღმერთებს შორის“, „ათეიზმის ნამდვილი სახე“ და სხვ. მას ჰქონდა საპატიო დოქტორის ექვსი წოდება, გახლდათ ასევე რადიოგადაცემების წამყვანი და დამაარსებელი ორგანიზაციისა Ravi Zacharias International Ministries.
შეგიძლიათ, ბევრი ისწავლოთ წიგნებიდან. შეგიძლიათ, ბევრი ისწავლოთ განათლების მიღების მეშვეობით, თუმცა, საბოლოოდ, ყველაზე დიდ ძნელბედობათა ჟამს მხოლოდ ღმერთის სიბრძნე გაგიძღვებათ წინ.
ჩვენ ყველას გვსურს ქანაანში შესვლა უდაბნოს გავლის გარეშე.
ჩვენ გვაქვს უფლება, გვწამდეს იმის, რისიც გვინდა, მაგრამ რისიც გვწამს, ყველაფერი როდია სწორი.
ვფიქრობ, ხანდახან ცრუ შეგრძნება იმასთან დაკავშირებით, რომ ღმერთი ძალიან შორს არის, იმის გამო გვიჩნდება, რომ ჩვენ თავად მოვათავსეთ ის ძალიან შორს, დავშორდით მას და მერე კი, როცა გასაჭირში ვართ და ლოცვისას მოვუხმობთ მას, ვფიქრობთ, ნეტავ სად არის იგი. ის კი სწორედ იქ არის, სადაც დავტოვეთ.
არ არსებობს იმაზე უფრო დიდი აღმოჩენა, ვიდრე დანახვა იმისა, რომ ღმერთია შენი ბედის შემოქმედი.
ის, რისიც გულით მწამს, გონებითაც უნდა მესმოდეს.
იმისათვის, რომ რწმენა ღმერთის არარსებობასთან დაკავშირებით საფუძველს მოკლებული არ იყოს, ათეიზმმა უნდა გამოამჟღავნოს უსასრულო ცოდნა, რაც ტოლფასია იმისა, რომ ვთქვათ: „მე მაქვს უსასრულო ცოდნა იმის შესახებ, რომ არ არსებობს უსასრულო ცოდნის მქონე არსება.“
დრო ფუნჯია ღმერთის ხელში და ის ამ ფუნჯით შედევრს ხატავს კაცობრიობის გულში.
ვერასოდეს მიაღწევთ პიროვნების სულამდე, თუ მის გულს ვერ გაუგებთ.
მაშინ, როცა თვითმფრინავი ვარდება და ზოგი ადამიანი კვდება, ხოლო ზოგიც ცოცხალი რჩება, სკეპტიკოსები კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ ღმერთის მორალურ ხასიათს და ამბობენ, რომ მან აირჩია, ვინ მომკვდარიყო და ვის ეცოცხლა. ამავდროულად თქვენ ამბობთ, რომ გაქვთ მორალური უფლება იმისა, რომ გადაწყვიტოთ: მოკვდეს თუ იცოცხლოს თქვენს მუცელში მყოფმა ბავშვმა. განა ეს უცნაურად არ გეჩვენებათ? ღმერთი ამორალურია, როცა წყვეტს, ვინ უნდა მოკვდეს და ვინ იცოცხლოს, ხოლო როცა თქვენ წყვეტთ, ვინ იცოცხლოს და ვინ მოკვდეს, ეს თქვენი მორალური უფლებაა?