ჩვენ, მშობლებს, არ შეგვიძლია ყოველთვის დავიცვათ ჩვენი შვილები ბოროტი გავლენისგან, მაგრამ შეგვიძლია ვილოცოთ და ღმერთს ვთხოვოთ, რომ მან დაიცვას ისინი.
ბარათებზე ამოწერილი მუხლები ბიბლიიდან, რომლებიც მთელ სახლში მაქვს გაფანტული, დამეხმარა იმაში, რომ უფრო ხშირად მელოცა ჩემს შვილებზე და უფრო ეფექტურადაც.
აი, ჩემი 12 პუნქტი, რომელთა მიხედვითაც ყოველდღიურად ვლოცულობ ჩემს შვილებზე:
1. ხსნა
ჩამოაპკურეთ, ცანო, მაღლიდან და ღრუბლებმა სიმართლე ჩამოასხურონ, გაიღოს დედამიწა და გამოიღოს ხსნის ნაყოფი, სამართლიანობა ერთბაშად აღმოცენდება. მე, უფალმა, შევქმენი ეს.
გახსოვდეს შენი გამჩენი შენი სიჭაბუკის დღეებში, სანამ არ მოსულა ავი დღეები და არ დამდგარა წლები, როცა იტყვი: “არა მწადიან ისინი!
2. ცოდვის განკითხვა
შვილნო ჩემნო, ამას გწერთ იმისათვის, რომ არ შესცოდოთ. ხოლო თუ ვინმე შესცოდავს, გვყავს შუამდგომელი მამის წინაშე, მართალი იესო ქრისტე.
თუ ასე არ გააკეთებთ, აჰა, შეგიცოდავთ უფლისათვის, და იცოდეთ, რომ თქვენი ცოდვა გიპოვით თქვენ.
3. თავმდაბლობა და მორჩილება
დამდაბლდით უფლის წინაშე და იგი აგამაღლებთ თქვენ.
4. ღვთის სიტყვის სიყვარული
სანთელია ჩემი ფეხისთვის სიტყვა შენი და სინათლე – ჩემი ბილიკისათვის.
5. ბოროტისაგან დაცვა
არ გევედრები, რომ სოფლიდან წაიყვანო ისინი, არამედ დაიცვა ბოროტისაგან.
6. თავისუფლება ადამიანების შეხედულებისათვის დიდი მნიშვნელობის მინიჭებისგან
ადამიანებს ვაწონებ თავს თუ ღმერთს? ან იქნებ ვცდილობ, ადამიანებს ვაამო? ისევ ადამიანებისთვის თავის მოწონებას რომ ვცდილობდე, ქრისტეს მონა არ ვიქნებოდი.
7. სიბრძნე
შეიძინე სიბრძნე, შეიძინე გონიერება, ნუ დაივიწყებ და ნუ გადაუხვევ ჩემს ნათქვამს. ნუ განაგდებ სიბრძნეს და ის შეგეწევა შენ, გიყვარდეს იგი და ის დაგიცავს შენ. სიბრძნის სათავეა სიბრძნის შეძენა, ყოველგვარი საუნჯის ფარდად გამჭრიახობა შეიძინე.
8. ღვთის მორჩილება
ამიტომ დაემორჩილეთ ღმერთს, წინ აღუდექით ეშმაკს და გაიქცევა თქვენგან.
9. რწმენა, რომელიც დასტურდება საქმეებით
იყავით სიტყვის შემსრულებელნი და არა მხოლოდ მომსმენნი თავის მოსატყუებლად.
10. ღვთისმოსავი მეგობრობა
და ადგა იონათანი, საულის ძე, და მივიდა დავითთან ტყეში, და გაამხნევა ღვთის სახელით.
11. ურთიერთობა საკუთარ და-ძმასთან მთელი ცხოვრების განმავლობაში
და შეეძინა მას შვიდი ძე და სამი ასული. და ჰყავდა საქონელი: 7 ათასი ცხვარი, 3 ათასი აქლემი, 500 უღელი ხარი, 500 ჭაკი ვირი, და უამრავი მსახური; და იყო ეს კაცი ყველაზე სახელგანთქმული აღმოსავლეთის მკვიდრთა შორის. მისი ძენი მონაცვლეობით მართავდნენ ნადიმს თავიანთ სახლებში და სტუმრობდნენ ერთმანეთს. და წარგზავნიდნენ და იწვევდნენ სამ დასაც, რათა მათთან ერთად ესვათ და ეჭამათ.
12. მომავალი მეუღლე
ვინც კარგი ცოლი პოვა, მან სიკეთე პოვა და უფლის მადლი მოიხვეჭა.
წყარო: http://ieshua.org