რა არის რწმენა? დავიჯეროთ, რომ ღმერთი გააკეთებს იმას, რაც თქვა. იესომ თქვა, რომ მოგვცა ძალა და ძალაუფლება ბოროტის მთელი არმიის წინააღმდეგ. ის, რაც ჩვენ უნდა გავაკეთოთ, არის – გვწამდეს მისი და ვიაროთ ამ ძალასა და ძალაუფლებაში. არ ღირს, რომ ცხოვრება გავართულოთ შიშით, ეჭვით და წარსულში დარჩენილ ნაკლოვანებებსა და დაცემებზე ფიქრით. თუ ახლა თავს სუსტად და უძლურად გრძობ, თუ გგონია, რომ არაფერი შეიცვლება, აიღე ბიბლია და ინუგეშე თავი, რადგან რწმენას დიდი ძალა აქვს.
იქონიეთ ღვთის რწმენა. ჭეშმარიტად გეტყვით, რომ ვინც ეტყვის ამ მთას: აიწიე და ზღვაში ჩავარდიო, და გულში არ შეეჭვდება, არამედ ირწმუნებს, რომ მისი სიტყვისამებრ მოხდება, აუსრულდება მას. ამიტომ გეუბნებით: ყველაფერს, რასაც ლოცვაში ითხოვთ, გწამდეთ, რომ მიიღებთ და თქვენი იქნება.
ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: მდოგვის მარცვლისოდენა რწმენაც რომ გქონდეთ და უთხრათ ამ მთას: აქედან იქით გადადიო, იგი გადავა, და არაფერი იქნება თქვენთვის შეუძლებელი.
ვინაიდან ყოველი ღვთისგან შობილი სძლევს სოფელს. და ეს არის ძლევა, სოფლის მძლეველი, ჩვენი რწმენა.
ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვისაც ჩემი სწამს, იმ საქმეებს, რასაც მე ვაკეთებ, თავადაც გააკეთებს, და მათზე დიდსაც გააკეთებს, რადგან მე მამასთან მივდივარ.
და ყოველივე ამასთან ერთად აიღეთ რწმენის ფარი, რომლითაც შეძლებთ ბოროტის გავარვარებული ისრების ჩაქრობას.