„ღვთის თვალში, რწმენის უდიდესი გმირები ისინი კი არ არიან, ვინც კეთილდღეობას, წარმატებას და ძალაუფლებას აღწევენ ამქვეყნად, არამედ ისინი, ვინც ცხოვრებას დროებით დავალებად აღიქვამენ და ღმერთს ერთგულად ემსახურებიან; მოელიან აღთქმულ ჯილდოს მარადისობაში.“
„ნუ ეცდები, რომ გაიგო, რათა ირწმუნო; არამედ ირწმუნე, რათა გაიგო.“
„რწმენა ღმერთისგან მოელის იმას, რაც ყოველგვარ მოლოდინს მიღმაა.“
„რწმენა, რომელი მნიშვნელობითაც აქ ვიყენებ ამ სიტყვას, გახლავთ ხელოვნება იმ ყოველივეზე ჩაჭიდებისა, რომელიც თქვენმა გონებამ მიიღო ერთ დროს თქვენი ცვალებადი განწყობის მიუხედავად.“
„თუ ჩვენ არ შეგვიძლია – გვწამდეს ღმერთის მაშინ, როდესაც გარემოებები ჩვენ წინააღმდეგაა, მაშ, ჩვენ საერთოდ არ გვწამს მისი.“
„რწმენა არ არის დაჯერება იმისა, რომ ღმერთი მოიმოქმედებს იმას, რაც თქვენ გსურთ. რწმენა არის დაჯერება იმისა, რომ ღმერთი მოიმოქმედებს იმას, რაც სწორია.“
„რწმენა არის მხსნელი ღმერთისადმი მიპყრობილი სულის მზერა.“
„რწმენა არაა საჭირო შესაძლებლის გასაკეთებლად. რწმენას აქვს ატომის ძალა და მხოლოდ ატომისხელა რწმენაა საჭირო შეუძლებლის აღსასრულებლად; აი, მდოგვის მარცვლისოდენა დიდ რწმენას კი იმდენი შეუძლია, რის წარმოდგენაც ჩვენ არც ძალგვიძს.“
„შეუძლებელია რწმენის მემკვიდრეობით მიღება ან მისი მოპოვება ნათლობის მეშვეობით. რწმენა არის პიროვნებასა და ღმერთს შორის არსებული პირადი საქმე.“
„რწმენა მსგავსია რადარისა, რომელსაც ნისლშიც შეუძლია გზის გაკვლევა; რომელიც შორიდანვე ხედავს საგანთა რეალობას, რის დანახვაც ადამიანის თვალს არ ძალუძს.“