არ არსებობს ხსნა ხელახლა შობის გარეშე. არ არსებობს სულიერი სიცოცხლე სულიერი აღორძინების გარეშე. არ არსებობს ზეცა ახალი გულის გარეშე.
რწმენა ჩვენგან არ გამომდინარეობს. ის სულიერი აღორძინების ნაყოფია.
რწმენა ხელახლა შობის მოწმობაა და არა მისი მიზეზი.
ვფიქრობ, რომ მთავარი საფრთხენი, რომელნიც მომავალი საუკუნის წინაშე დადგება, იქნება რელიგია სულიწმიდის გარეშე, ქრისტიანობა ქრისტეს გარეშე, პატიება მონანიების გარეშე, ხსნა ხელახლა შობის გარეშე, პოლიტიკა ღმერთის გარეშე და ზეცა ჯოჯოხეთის გარეშე.
ხელახლა შობილი ქრისტიანი ცხოვრებას ხედავს არა როგორც გადღაბნილ, არეულ, აზრს მოკლებულ მასას, არამედ როგორც რაღაცას, რასაც გეგმა და დანიშნულება აქვს.
ღვთის შვილობის საჩუქარი ხელახლა შობის მეშვეობით გვეძლევა.
თავად აღმდგარი უფალი იესო ქრისტესაგან მივიღე სიცოცხლე, როდესაც ხელახლა ვიშვი.
უფლის თაყვანისცემაა ის, რისთვისაც პირველად, ფიზიკურად დავიბადეთ და ის, რისთვისაც ხელახლა დავიბადეთ სულიერად.
პირადად მე რა სიკეთე მექნება, ქრისტე ერთხელ რომ იშვა ბეთლემში, ხელახლა თუ არ იშვება ჩემს გულში რწმენის მეშვეობით?
რწმენა, იმედი და სიყვარულია სამი უდავო მოწმობა სულიწმიდის მიერ ადამიანის ხელახლა შობისა.