ადამიანები გამუდმებით ვიბრძვით თვითდამკვიდრებისთვის. თითოეული ჩვენგანისთვის მნიშვნელოვანია, რომ ადამიანები გვიღებდნენ და გვაფასებდნენ, თუმცა რეალურ ცხოვრებაში ხშირად უარგვყოფენ და ალბათ, სწორედ იმიტომ გვაქვს ეს პრობლემა, რომ ასე მნიშვნელოვანია ჩვენთვის საკუთარი ღირსების განცდა. ხშირად უარგვყოფენ საკუთარი შეხედულებების, სტატუსის, რწმენის ან ჩვენი შეცდომების გამო.
ნებისმიერ შემთხვევაში უარყოფა გარშემომყოფთაგან ღრმა სულიერი ტრავმისა და ტკივილის საფუძველი ხდება… უარყოფას თუ განიცდი, თუ მარტო ხარ და გინდა იგრძნო, რომ ვიღაცას სჭირდები, იცოდე, რომ ღმერთისთვის სულ ერთი არ ხარ, მას სჭირდები. აიღე ბიბლია და ჩაეჭიდე ღმერთის მარადიულ აღთქმებს. გახსოვდეს, რომ ღვთის სიტყვა ცოცხალი და მოქმედია და ჩვენი ცხოვრების შეცვლის ძალა შესწევს.
რა სარგებელი ექნება ადამიანს, თუ მთელ ქვეყნიერებას შეიძენს, თავის სამშვინველს კი დაღუპავს? ან რას გაიღებს ადამიანი თავისი სამშვინველის სანაცვლოდ? რადგან მოვა კაცის ძე თავისი მამის დიდებით თავის ანგელოზებთან ერთად და მაშინ მიუზღავს თითოეულს თავისი ნამოქმედარის მიხედვით.
და ნუ მიესადაგებით ამ წუთისოფელს, არამედ შეიცვალენით თქვენი გონების განახლებით, რათა შეიცნოთ, რა არის ღმერთის ნება – კეთილი, სასურველი და სრულყოფილი.
მშვიდობას გიტოვებთ თქვენ, ჩემს მშვიდობას გაძლევთ თქვენ. ისე კი არ გაძლევთ, ქვეყანა რომ იძლევა. ნუ შეკრთება თქვენი გული და ნურც შეშინდება.
რადგან არ მოიშორებს უფალი თავის ხალხს და თავის სამემკვიდროს არ მიატოვებს.
იხარეთ იმედში, მომთმენნი იყავით გასაჭირში, ლოცვაში – ურყევნი.
ამიტომ თქვენ უკვე აღარ ხართ უცხოები და მდგმურები, არამედ წმინდათა თანამოქალაქენი და ღვთის სახლეულნი.
კურთხეულია კაცი, რომელიც უფალზეა დანდობილი, უფალი იქნება მისი დასაყრდენი.