ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები
ცნობილი ადამიანები

ალექსანდრე − ალექსანდრიის პატრიარქი და ათანასე დიდის წინამორბედი

by ელენე თანდაშვილი 28 სექტემბერი, 2021
28 სექტემბერი, 2021 127 ნახვა

მთელმა ქრისტიანულმა სამყარომ იცის ათანასე დიდის შესახებ, რომელიც არიანეს წინააღმდეგ იბრძოდა, მაგრამ ათანასეს მიღმა იდგა ეპისკოპოსი − ადამიანი, რომელმაც ათანასე დიდებისკენ მიმავალ გზაზე დააყენა. ეს გახლდათ ალექსანდრე, რომელმაც ათანასე აირჩია თავის მემკვიდრედ და გარდა ამისა, ღიად დაუპირისპირდა არიანეს ერესს. არიანე იყო მღვდელი, რომელიც ამტკიცებდა, რომ იესო ქრისტე შექმნილი არსება იყო და არა სამების მარადიული პირი.

ალექსანდრე დაიბადა, დაახლოებით, 250 წელს. ის, როგორც ქრისტიანი, გადაურჩა დევნას იმპერატორების გალერიუსისა და მაქსიმინ დაზას მმართველობის პერიოდში. ის ალექსანდრიის პატრიარქი გახდა 313 წელს. მისთვის ამ თანამდებობის ჩაბარება კარგი იდეა იყო, რადგან არიანე მზაკვრული ხერხებით ცდილობდა ამ ადგილის მოპოვებას და უდავოა, რომ ის პატრიარქის წოდებას იმისათვის გამოიყენებდა, რომ კიდევ უფრო მეტად გაევრცელებინა თავისი ერესი.

არიანემ თავის შეხედულებათა სწავლება, დაახლოებით, 300 წელს დაიწყო. პეტრემ, მაშინდელმა ალექსანდრიის პატრიარქმა, ის ეკლესიიდან განკვეთა. 311 წელს პეტრე დააპატიმრეს რწმენის გამო და სიკვდილით დასჯა გადაუწყვიტეს. ამ დროს ალექსანდრემ, აკვილასთან ერთად (აკვილამ, პეტრეს შემდეგ, დაიკავა პატრიარქის ადგილი), დაიწყო არიანესთვის შუამდგომლობა პეტრესთან, რათა მას იგი ეკლესიაში აღედგინა, მაგრამ პეტრემ კატეგორიული უარი განაცხადა და თქვა, რომ არიანე საუკუნოდ წყეული იყო. მიუხედავად ამისა, ძალაუფლების მოპოვების შემდგომ, აკვილამ არიანე მღვდლად აკურთხა. 313 წელს აკვილა გარდაიცვალა და პატრიარქის თანამდებობდა ალექსანდრემ დაიკავა.

ალექსანდრემ თავიდანვე ვერ გააცნობიერა საფრთხე, რომელსაც არიანეს მცდარი სწავლება მოიცავდა. საბოლოოდ, მანაც განკვეთა არიანე. ალექსანდრიაში ჩატარებულმა კრებამ მხარი დაუჭირა ამ გადაწყვეტილებას და არიანეს შეხედულებანი ერესად გამოაცხადა.

მიუხედავად ამისა, არიანე არსად გამქრალა. მისმა იდეებმა ხალხში დაპირისპირება გამოიწვია. არიანეს მიმდევრებს შეხლა-შემოხლა ჰქონდათ ტრინიტარიანელებთან მანამ, სანამ იმპერატორი კონსტანტინე არ ჩაერია. 325 წელს იმპერატორმა პირველი საეკლესიოს კრება მოიწვია ქალაქ ნიკეაში. ალექსანდრე მთავარი ბრალმდებელი გახლდათ კრებაზე. მას თან ახლდა ახალგაზრდა ათანასე, რომელმაც სურვილი გამოთქვა იმისა, რომ ქრისტეს სრული ღვთაებრიობის შესახებ მოძღვრებაზე ელაპარაკა.

სასიკვდილო სარეცელზე მყოფმა ალექსანდრემ ათანასე დაასახელა თავის მემკვიდრედ. ალექსანდრე გარდაიცვალა 326 წლის 17 აპრილს. ათანასემ გააგრძელა ბრძოლა ორთოდოქსიის დასაცავად და იბრძოდა სიკვდილამდე. ხუთჯერ გადაასახლეს კიდეც.

https://www.christianity.com


ამავე კატეგორიის

დევიდ უილკერსონი

11 მარტი, 2025

ნიკი კრუზი

5 მარტი, 2025

დევიდ ჰეთევეი: ჩემი ღმერთი სასწაულების ღმერთია!

31 ოქტომბერი, 2022

ფაიე ეჯერტონის თარგმნილი ახალი აღთქმა ნავაჰოს და აპაჩების...

30 ნოემბერი, 2021

ჰილდა უიტბელი − ბრიტანეთში მოღვაწე მონაზონი

22 ნოემბერი, 2021

ფრანცისკო ხავიერი − იეზუიტი მისიონერი ინდოეთსა და იაპონიაში

9 ნოემბერი, 2021

ასა მაჰანი − თავისი დროის პროგრესული განმანათლებელი

5 ნოემბერი, 2021

მარსილიუს პადუელი − დემოკრატიის მომხრე და პაპიზმის წინააღმდეგი

4 ნოემბერი, 2021

ფრიდრიხ აუგუსტ ტოლუკი − ღვთისმეტყველი, რომელმაც ისლამს ქრისტიანობა...

1 ნოემბერი, 2021

ივან პროხანოვი − მოლოკნების მოძრაობის წარმომადგენელი რუსი რეფორმატორი

26 ოქტომბერი, 2021

კვირის პოპულარული სტატიები

  • 1

    ციტატები რწმენის შესახებ

    6 სექტემბერი, 2021
  • 2

    ბიბლიური ციტატები, რომლებიც შიშის დაძლევაში დაგეხმარებათ

    12 იანვარი, 2021
  • 3

    რა არის ნიჰილიზმი?

    28 ოქტომბერი, 2020
  • 4

    დევიდ ჰეთევეი: ჩემი ღმერთი სასწაულების ღმერთია!

    31 ოქტომბერი, 2022
  • 5

    ფრაზები, რომელთა მოსმენაც ბავშვებს ყოველთვის სჭირდებათ მშობლებისგან

    18 მაისი, 2021

ჩვენი ვებგვერდები

ქრისტიანული ფილმები
ქრისტიანული რადიო
ქრისტიანის ბლოგი
ქრისტიანობა.GE

ჩვენი პროექტები

სუპერწიგნი (ანიმაცია)
კონფესიები საქართველოში
მქადაგებლები
პილიგრიმის მოგზაურობა

პარტნიორები

ონლაინ ბიბლია
ბიბლიის სიმფონია
მსახურებების განრიგი
აუდიო ბიბლია

კონტაქტი

გახდი მხარდამჭერი
ჩვენი მისია
ჩვენ შესახებ
კონტაქტი

© | ქრისტიანული არხი


ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები