ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები
ცნობილი ადამიანები

ივან პროხანოვი − მოლოკნების მოძრაობის წარმომადგენელი რუსი რეფორმატორი

by ელენე თანდაშვილი 26 ოქტომბერი, 2021
26 ოქტომბერი, 2021 298 ნახვა

მოლოკნები (მალაკნები) იყო რუსეთში აღმოცენებული რელიგიური მოძრაობა, რომელიც წარმოიშვა მე-18 საუკუნის მეორე ნახევარში. მოლოკნებს სწამდათ, რომ ბიბლია იყო ხსნისკენ მიმავალი წინამძღოლი სულისათვის და უარყოფდნენ რიტუალებს, ხატებს, მარხვებს, ეკლესიების მორთვას და მოხატვას და წმინდა ნაწილების თაყვანისცემას.

ერთი ვერსიით, მათ მოლოკნები („რძის ხალხი“) ეწოდათ იმის გამო, რომ რძეს სვამდნენ მართლმადიდებლურ მარხვათა განმავლობაში. სხვა ვერსიით, ეს სახელი მდინარე მოლოჩნაიას უკავშირდება, რომლის ნაპირებზე მალაკნების დიდი ნაწილი სახლობდა. სხვა ეტიმოლოგიის თანახმად, ასეთი სახელდების მიზეზი მალაკანთა მცირერიცხოვნებაა.

თავად მალაკნები თავიანთ თავს და მოძღვრებას „სუფთა სულიერ რძეს“ ადარებენ და თვლიან, რომ ეს მათი თვითსახელწოდებაა, დაფუძნებული პეტრე მოციქულის სიტყვებზე: „როგორც ახალშობილმა ყრმებმა, ინატრეთ სულიერი სუფთა რძე, რათა იმით გაიზარდოთ ხსნისათვის“ (1-ლი კორ. 3:2; ებრ. 5:12; 1 პეტრე 2:2). რუსეთის იმპერიის ხელისუფლებამ მრავალი მათგანი კავკასიაში გადაასახლა. მათ შორის იყო პროხანოვების ოჯახი. 1869 წელს მალაკნების ოჯახში დაიბადა ივან პროხანოვი.

ვოლტერისა და რუსოს კითხვისას, ყმაწვილი ივანი დაიბნა; ვერ გაეგო, რა იყო ადამიანის ცხოვრების მიზანი. 1886 წელს, ახალი აღთქმის კითხვისას, მისი ყურადღება ქრისტეს სიტყვებმა მიიპყრო: „მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე. მამასთან ვერავინ მივა, თუ არა ჩემით“ (იოანე 14:6). ივანმა მოციქულ პავლეს სიტყვებიც წაიკითხა: „ვინაიდან ჩემთვის სიცოცხლე ქრისტეა და სიკვდილი – მონაგები“ (ფილიპელთა 1:21). მან პატიება სთხოვა ღმერთს თავისი ურწმუნოებისათვის და მადლობა შესწირა მას ხსნისათვის.

ივანს სურდა, რომ თავისი ხალხისთვის სარგებლის მომტანი ყოფილიყო. ის პეტერბურგის ტექნოლოგიის ინსტიტუტში მექანიკურ ინჟინერიას სწავლობდა. ამავდროულად, ბავშვებს ასწავლიდა და ქადაგებდა კიდეც. ის საიდუმლოდ ატარებდა შეხვედრებს, რადგან რელიგიური თავშეყრანი არაკანონიერად იყო მიჩნეული მართლმადიდებლური ეკლესიის გარეთ. ევანგელური ქრისტიანობის ზრდის შეჩერებას მართლმადიდებლური ეკლესია თავისი პოლიტიკური ზეგავლენის გამოყენებით ცდილობდა.

ივანი დარწმუნებული იყო, რომ რუს ხალხს სულიერი რეფორმა სჭირდებოდა ყველაზე მეტად და ამიტომაც წერდა: „არც ერთი სოციალური ან პოლიტიკური რეფორმა არ იქნება წარმატებული, თუ თავდაპირველად ხალხში სულიერი და მორალური რეფორმა არ განხორციელდება.“ ის არალეგალური ქრისტიანული ჟურნალის გამოცემას ხელმძღვანელობდა.

ივანს დასავლეთში გაქცევა მოუხდა გარკვეული ხნით და როცა დაბრუნდა, ინჟინრად დაიწყო მუშაობა ვესტინგჰაუსის ელექტროკომპანიაში (Westinghouse Electric Company). დღისით ინჟინრად მუშაობდა, ღამით სახარებას ქადაგებდა და საგალობლებს წერდა. მან დააარსა ბიბლიის სკოლა და ახალგაზრდული ჯგუფებიც ჩამოაყალიბა. ხშირად დასაძინებლად ორ საათამდე არ წვებოდა. ორჯერ დაპატიმრებული იყო რწმენის გამო.

1905 წლის შემდეგ რუსეთში რელიგიური თავისუფლების რამდენიმე წელი დადგა. ივანი ამ პერიოდში მთელი რუსეთის ევანგელისტური ქრისტიანული კავშირის პრეზიდენტი გახლდათ.

სიკვდილამდე ორი წლით ადრე ის წერდა: „უკან რომ ვიყურები და ბოლო თხუთმეტი წლის განმავლობაში მომხდარ მოვლენებს ვიაზრებ, ვხვდები, რომ ყველა დაბრკოლება, ყველა დევნა და დაპატიმრება რუსეთში ევანგელისტური ქრისტიანული მოძრაობის ზრდას ემსახურებოდა“.

ივან პროხანოვი 1924 წლის 6 აპრილს, ბერლინში გარდაიცვალა.

https://www.christianity.com/church/church-history/timeline/1901-2000/death-of-ivan-prokhanov-one-of-the-milk-people-11630734.html


ამავე კატეგორიის

დევიდ უილკერსონი

11 მარტი, 2025

ნიკი კრუზი

5 მარტი, 2025

დევიდ ჰეთევეი: ჩემი ღმერთი სასწაულების ღმერთია!

31 ოქტომბერი, 2022

ფაიე ეჯერტონის თარგმნილი ახალი აღთქმა ნავაჰოს და აპაჩების...

30 ნოემბერი, 2021

ჰილდა უიტბელი − ბრიტანეთში მოღვაწე მონაზონი

22 ნოემბერი, 2021

ფრანცისკო ხავიერი − იეზუიტი მისიონერი ინდოეთსა და იაპონიაში

9 ნოემბერი, 2021

ასა მაჰანი − თავისი დროის პროგრესული განმანათლებელი

5 ნოემბერი, 2021

მარსილიუს პადუელი − დემოკრატიის მომხრე და პაპიზმის წინააღმდეგი

4 ნოემბერი, 2021

ფრიდრიხ აუგუსტ ტოლუკი − ღვთისმეტყველი, რომელმაც ისლამს ქრისტიანობა...

1 ნოემბერი, 2021

ულრიხ ცვინგლი

12 ოქტომბერი, 2021

კვირის პოპულარული სტატიები

  • 1

    ციტატები რწმენის შესახებ

    6 სექტემბერი, 2021
  • 2

    ბიბლიური ციტატები, რომლებიც შიშის დაძლევაში დაგეხმარებათ

    12 იანვარი, 2021
  • 3

    რა არის ნიჰილიზმი?

    28 ოქტომბერი, 2020
  • 4

    დევიდ ჰეთევეი: ჩემი ღმერთი სასწაულების ღმერთია!

    31 ოქტომბერი, 2022
  • 5

    ფრაზები, რომელთა მოსმენაც ბავშვებს ყოველთვის სჭირდებათ მშობლებისგან

    18 მაისი, 2021

ჩვენი ვებგვერდები

ქრისტიანული ფილმები
ქრისტიანული რადიო
ქრისტიანის ბლოგი
ქრისტიანობა.GE

ჩვენი პროექტები

სუპერწიგნი (ანიმაცია)
კონფესიები საქართველოში
მქადაგებლები
პილიგრიმის მოგზაურობა

პარტნიორები

ონლაინ ბიბლია
ბიბლიის სიმფონია
მსახურებების განრიგი
აუდიო ბიბლია

კონტაქტი

გახდი მხარდამჭერი
ჩვენი მისია
ჩვენ შესახებ
კონტაქტი

© | ქრისტიანული არხი


ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები