ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები
ცნობილი ადამიანები

სერ თომას მორი

by ელენე თანდაშვილი 8 ოქტომბერი, 2021
8 ოქტომბერი, 2021 601 ნახვა

თომას მორი იყო ჰენრი VIII-ს სანდო მრჩეველი, რომელსაც თავი მოჰკვეთეს იმისათვის, რომ ეწინააღმდეგებოდა მეფის განქორწინებას და ინგლისის ეკლესიის გამოყოფას რომისგან. ის კათოლიკური რწმენის თავგამოდებული დამცველი გახლდათ და წერდა ტრაქტატებს პროტესტანტული რეფორმაციისა და მარტინ ლუთერის წინააღმდეგ.

თომას მორი დაიბადა 1478 წელს, ლონდონში, იურისტ ჯონ მორის ოჯახში. თომასი ბერად უნდა შემდგარიყო, თუმცა, საბოლოოდ, ის მამის კვალს გაჰყვა და ოქსფორდის უნივერსიტეტში იურისპრუდენცია შეისწავლა.

1504 წელს თომას მორი გახდა პარლამენტის წევრი და ცოტა ხნის შემდეგ მერი კოლტზე იქორწინა, რომელთანაც ოთხი შვილი შეეძინა. მერი 1511 წელს გარდაიცვალა ციებ-ცხელებით. თომასმა მეორედ იქორწინა მდიდარ ქვრივზე, რომელთანაც შვილები არ ჰყოლია.

1510 წლიდან მორი ლონდონის შერიფის წარმომადგენლად დაინიშნა და მალე მოიხვეჭა წარმატებული და პატიოსანი სახალხო კლერკის რეპუტაცია იმ დროს, როცა მექრთამეობა ყვაოდა. ეს მეფე ჰენრი VIII-მაც შენიშნა და 1518 წელს თავის მრჩევლად დანიშნა. 1521 წელს კი ის რაინდად აკურთხეს „მეფისა და ინგლისის წინაშე დამსახურებისათვის“ და მის სახელს ტიტული „სერ“ დაემატა.

1523 წელს ის აირჩიეს თემთა პალატაში. ამ ვალდებულებათა გარდა მორი წერდა კიდეც. მისი ერთ-ერთი გავლენიანი ნამუშევარი იყო „უტოპია“. მის ნამუშევრებზე გავლენას ახდენდა მისივე რელიგიური შეხედულებანი, რომლებიც ეფუძნებოდა ახალ აღთქმაში მოცემულ ბიბლიურ კომუნალიზმს.

მორი კათოლიკურ ეკლესიას იცავდა მარტინ ლუთერის კრიტიკისა და პროტესტანტული რეფორმაციისგან, რადგან რეფორმაციას ის ერესად მიიჩნევდა. ის პირადად მონაწილეობდა ამ ერესში ეჭვმიტანილთა დაკითხვაში. თავისი სატირული ნაწერებით ის აკრიტიკებდა არა მხოლოდ მარტინ ლუთერს, არამედ უილიამ ტინდეილსაც.

თავად მური უარს ამბობდა პროტესტანტების გამათრახებასა და წამებაზე, თუმცა თანახმა იყო, რომ ისინი კოცონზე დაეწვათ. მას მტკიცედ სწამდა, რომ პროტესტანტიზმი ღვთის ნების წინააღმდეგ იყო მიმართული და საზოგადოებას საფრთხეს უქმნიდა.

1529 წელს თომას მორი მეფემ ლორდ-კანცლერად დანიშნა, რაც სახელმწიფოში უმაღლესი თანამდებობა გახლდათ. ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა ეს თანამდებობა ბურჟუაზიული წრიდან გამოსულმა ადამიანმა დაიკავა.

როგორც ჩანს, სწორედ მორი გახლდათ ავტორი ცნობილი მანიფესტისა: „შვიდი წმინდა საიდუმლოების დაცვისათვის“ (ლათ.: Assertio septem sacramentorum, ინგლ. Defence of the Seven Sacraments), რომელიც იყო მეფე ჰენრი VIII-ეს პასუხი მარტინ ლუთერისადმი. ამ მანიფესტისათვის რომის პაპმა ინგლისის მეფეს „რწმენის დამცველის“ (Defensor Fidei) ტიტული უბოძა (საინტერესოა, რომ კათოლიკური ეკლესიისაგან გამოყოფის შემდეგაც, დიდი ხნის განმავლობაში, ინგლისის მონარქები მაინც იწონებდნენ თავს ამ ტიტულით, ხოლო ინგლისურ მონეტებზე დღესაც ამოტვიფრულია ასოები D. F.).

1532 წელს მორი თანამდებობიდან გადადგა. ამის მიზეზი გახლდათ ინგლისის ეკლესიის გამოყოფა რომისგან და მეფის ხელახალი ქორწინება. თომას მორი არ დაესწრო ჰენრი VIII-ისა და ანა ბოლეინის ქორწინებას და ეს მეფეს შეუმჩნეველი არ დარჩენია.

მას ბრალი დასდეს სახელმწიფოს ღალატში. თომას მორს ჩამოართვეს მეფის მიერ მისთვის მინიჭებული ყველა ტიტული და ქონება. 1535 წელს უკანასკნელ სასამართლო პროცესზე მორს გამოუტანეს სასტიკი განაჩენი, რომლის თანახმად მის სხეულს დაანაწევრებდნენ და ქალაქის კარიბჭეზე ჩამოკიდებდნენ, ხოლო თავს კი ლონდონის ხიდზე. შემდგომში მეფემ „შეამსუბუქა“ განაჩენი და ბრძანა, მხოლოდ თავი მოეკვეთათ „დამნაშავისთვის“.

„მეფის, მაგრამ, უპირველეს ყოვლისა, ღმერთის ერთგული მსახური“, – როგორც ამბობენ, ეს გახლდათ მორის უკანასკნელი სიტყვები.

კათოლიკური ეკლესიის მიმართ ასეთი ერთგულებისათვის 1935 წელს ის წმინდანად შეირაცხა.

თომას მორის შესახებ ფრედ ცინემანმა 1966 წელს გადაიღო ფილმი „ყველა დროის ადამიანი“ (A Man for All Seasons). ფილმმა 6 ოსკარი მოიპოვა.


ამავე კატეგორიის

დევიდ უილკერსონი

11 მარტი, 2025

ნიკი კრუზი

5 მარტი, 2025

დევიდ ჰეთევეი: ჩემი ღმერთი სასწაულების ღმერთია!

31 ოქტომბერი, 2022

ფაიე ეჯერტონის თარგმნილი ახალი აღთქმა ნავაჰოს და აპაჩების...

30 ნოემბერი, 2021

ჰილდა უიტბელი − ბრიტანეთში მოღვაწე მონაზონი

22 ნოემბერი, 2021

ფრანცისკო ხავიერი − იეზუიტი მისიონერი ინდოეთსა და იაპონიაში

9 ნოემბერი, 2021

ასა მაჰანი − თავისი დროის პროგრესული განმანათლებელი

5 ნოემბერი, 2021

მარსილიუს პადუელი − დემოკრატიის მომხრე და პაპიზმის წინააღმდეგი

4 ნოემბერი, 2021

ფრიდრიხ აუგუსტ ტოლუკი − ღვთისმეტყველი, რომელმაც ისლამს ქრისტიანობა...

1 ნოემბერი, 2021

ივან პროხანოვი − მოლოკნების მოძრაობის წარმომადგენელი რუსი რეფორმატორი

26 ოქტომბერი, 2021

კვირის პოპულარული სტატიები

  • 1

    ციტატები რწმენის შესახებ

    6 სექტემბერი, 2021
  • 2

    ბიბლიური ციტატები, რომლებიც შიშის დაძლევაში დაგეხმარებათ

    12 იანვარი, 2021
  • 3

    რა არის ნიჰილიზმი?

    28 ოქტომბერი, 2020
  • 4

    დევიდ ჰეთევეი: ჩემი ღმერთი სასწაულების ღმერთია!

    31 ოქტომბერი, 2022
  • 5

    ფრაზები, რომელთა მოსმენაც ბავშვებს ყოველთვის სჭირდებათ მშობლებისგან

    18 მაისი, 2021

ჩვენი ვებგვერდები

ქრისტიანული ფილმები
ქრისტიანული რადიო
ქრისტიანის ბლოგი
ქრისტიანობა.GE

ჩვენი პროექტები

სუპერწიგნი (ანიმაცია)
კონფესიები საქართველოში
მქადაგებლები
პილიგრიმის მოგზაურობა

პარტნიორები

ონლაინ ბიბლია
ბიბლიის სიმფონია
მსახურებების განრიგი
აუდიო ბიბლია

კონტაქტი

გახდი მხარდამჭერი
ჩვენი მისია
ჩვენ შესახებ
კონტაქტი

© | ქრისტიანული არხი


ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები