ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები
ცნობილი ადამიანები

ფაიე ეჯერტონის თარგმნილი ახალი აღთქმა ნავაჰოს და აპაჩების ენაზე

by ელენე თანდაშვილი 30 ნოემბერი, 2021
30 ნოემბერი, 2021 210 ნახვა

ნავაჰოს ინდიელებმა ფაიე ეჯერტონს ასე დაარქვეს: „ის, ვისაც ესმის“. მიზეზი მარტივი იყო: ფაიემ თითქმის ნახევარი საუკუნე გაატარა მათთან ერთად, ისწავლა მათი ენა და ახალი აღთქმა თარგმნა ამ ენაზე.

ფაიე ეჯერტონი დაიბადა 1889 წლის 26 მარტს. გოგონამ წარმატებით დაამთავრა სკოლა და შესანიშნავი მუსიკოსიც დადგა. ის სიყმაწვილიდანვე ეძიებდა ღმერთს და საეკლესიო საქმიანობაშიც კი იყო ჩართული, თუმცა არ იცოდა, რას ნიშნავდა უფლის მყოფობა თავის ცხოვრებაში. ფაიე ქუნთრუშით გახდა ავად და ამ ავადმყოფობამ ლამის იმსხვერპლა იგი. ის რამდენიმე დღით დაყრუვდა და როცა სმენა დაუბრუნდა, ღმერთი განადიდა და იმ დღიდან ჭეშმარიტი ქრისტიანი გახდა.

შესაძლებლობის გამოჩენისთანავე ფაიემ მუდის ბიბლიური ინსტიტუტი დაამთავრა და მისიონერი გახდა. წყნარ ოკეანეში ხანგრძლივი მოგზაურობისას მან კორეული ენა ისწავლა, მაგრამ კორეაში ძალიან გაუჭირდა. სიცივე ვერ უძლებდა და პირველ წელს ნერვული კრიზისი დაემართა, მაგრამ ამით მორჩილება ისწავლა. საბოლოოდ, ჯანმრთელობის გაუარესების გამო, იძულებული გახდა შინ დაბრუნებულიყო.

მამის გარდაცვალების შემდეგ ფაიე არიზონაში გაემგზავრა მისიონრად და იმედოვნებდა, რომ იქ ჰავა უფრო რბილი აღმოჩნდებოდა მისი ჯანმრთელობისათვის. იქ მან შეიტყო, რომ ნავაჰოს ხალხს ბიბლია სჭირდებოდა თავის ენაზე. ფაიემ ენის შესწავლის კურსები გაიარა და დარწმუნდა, რომ ღმერთი მისგან სწორედ ამ საქმის შესრულება მოელოდა, თუმცა საჭირო დროის გამონახვა შეუძლებელი ჩანდა. სწორედ ამიტომ, მან გადაწყვიტა დაეტოვებინა პრესვიტერიანული მისია და უიკლიფის ბიბლიის მთარგმნელებს შეერთებოდა.

დიდი დრო იყო საჭირო იმისათვის, რომ ახალი აღთქმა ნავაჰოს ინდიელთა ენაზე თარგმნილიყო. ფაიეს რამდენიმე მოხალისე დამხმარე ჰყავდა. ერთ-ერთი მათგანი იყო როჯერი, რომელმაც საკუთარი ენა ჰოსპიტალში ყოფნის დროს, ინგლისურ-ნავაჰური სასაუბროს მეშვეობით შეისწავლა.

თარგმნის პროცესის დასრულებისას ფაიეს ძალა აღარ ჰყოფნიდა. მას ავტომობილი დაეჯახა და საკმაოდ დიდ მანძილზე ათრია, თუმცა ფაიე სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს მცირეოდენი დაზიანებებით. 1954 წელს მან დაასრულა თარგმანი და ამერიკის ბიბლიურ საზოგადოებას გაუგზავნა დასაბეჭდად. თარგმანმა 1956 წელს იხილა დღის სინათლე. ნავაჰოს ენაზე თარგმნილი ახალი აღთქმა მაშინვე ბესტსელერად იქცა ნავაჰოს ტომში. ამან ნავაჰოს ინდიელებს საკუთარი ენის სწავლისკენ უბიძგა. ფაიემ კი, რომელიც იმ დროისათვის უკვე სამოცს გადაცილებული გახლდათ, თავის დამხმარესთან ერთად აპაჩების ენის შესწავლა დაიწყო და ცხრა წლის შემდეგ აპაჩების ენაზეც გამოიცა ახალი აღთქმა. ფაიეს სიკვდილამდე არ შეუწყვეტია ახალ თარგმანებზე მუშაობა. ის 1968 წელს გარდაიცვალა.

 

https://www.christianity.com/church/church-history/timeline/1801-1900/faye-edgerton-gave-gods-word-to-the-navajo-11630622.html


ამავე კატეგორიის

დევიდ უილკერსონი

11 მარტი, 2025

ნიკი კრუზი

5 მარტი, 2025

დევიდ ჰეთევეი: ჩემი ღმერთი სასწაულების ღმერთია!

31 ოქტომბერი, 2022

ჰილდა უიტბელი − ბრიტანეთში მოღვაწე მონაზონი

22 ნოემბერი, 2021

ფრანცისკო ხავიერი − იეზუიტი მისიონერი ინდოეთსა და იაპონიაში

9 ნოემბერი, 2021

ასა მაჰანი − თავისი დროის პროგრესული განმანათლებელი

5 ნოემბერი, 2021

მარსილიუს პადუელი − დემოკრატიის მომხრე და პაპიზმის წინააღმდეგი

4 ნოემბერი, 2021

ფრიდრიხ აუგუსტ ტოლუკი − ღვთისმეტყველი, რომელმაც ისლამს ქრისტიანობა...

1 ნოემბერი, 2021

ივან პროხანოვი − მოლოკნების მოძრაობის წარმომადგენელი რუსი რეფორმატორი

26 ოქტომბერი, 2021

ულრიხ ცვინგლი

12 ოქტომბერი, 2021

კვირის პოპულარული სტატიები

  • 1

    ციტატები რწმენის შესახებ

    6 სექტემბერი, 2021
  • 2

    ბიბლიური ციტატები, რომლებიც შიშის დაძლევაში დაგეხმარებათ

    12 იანვარი, 2021
  • 3

    რა არის ნიჰილიზმი?

    28 ოქტომბერი, 2020
  • 4

    დევიდ ჰეთევეი: ჩემი ღმერთი სასწაულების ღმერთია!

    31 ოქტომბერი, 2022
  • 5

    ფრაზები, რომელთა მოსმენაც ბავშვებს ყოველთვის სჭირდებათ მშობლებისგან

    18 მაისი, 2021

ჩვენი ვებგვერდები

ქრისტიანული ფილმები
ქრისტიანული რადიო
ქრისტიანის ბლოგი
ქრისტიანობა.GE

ჩვენი პროექტები

სუპერწიგნი (ანიმაცია)
კონფესიები საქართველოში
მქადაგებლები
პილიგრიმის მოგზაურობა

პარტნიორები

ონლაინ ბიბლია
ბიბლიის სიმფონია
მსახურებების განრიგი
აუდიო ბიბლია

კონტაქტი

გახდი მხარდამჭერი
ჩვენი მისია
ჩვენ შესახებ
კონტაქტი

© | ქრისტიანული არხი


ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები