უღმერთოდ ცხოვრების აბსურდულობა – უილიამ ლეინ კრეგი

თანამედროვე ადამიანმა იფიქრა, რომ ღმერთის მოკვლით თავი გაითავისუფლა იმ ყველაფრის მარწუხებისგან, რაც ახშობდა და თრგუნავდა მას. ნაცვლად ამისა, მან აღმოაჩინა, რომ ღმერთის მოკვლით თავისდა უნებურად თავიც მოიკლა. ვინაიდან, თუ ღმერთი არ არსებობს, ადამიანის ცხოვრება აბსურდია.

ვინ ვარ? რატომ ვარ აქ? საით მივდივარ? პროგრესის სახელით თანამედროვე ადამიანი ცდილობს, ღმერთის გვერდის ავლით გასცეს პასუხები ამ კითხვებს. და ის პასუხები, რომლებსაც პოულობს, იმედის მომცემი კი არ არის, არამედ ბნელი და თავზარდამცემი.


თქვენ ხართ ბუნების შემთხვევითი გვერდითი შედეგი. არ არსებობს მიზეზი თქვენი არსებობისათვის. თქვენ წინაშე მხოლოდ სიკვდილია.


თანამედროვე ადამიანმა იფიქრა, რომ ღმერთის მოკვლით თავი გაითავისუფლა იმ ყველაფრის მარწუხებისგან, რაც ახშობდა და თრგუნავდა მას. ნაცვლად ამისა, მან აღმოაჩინა, რომ ღმერთის მოკვლით თავისდა უნებურად თავიც მოიკლა. ვინაიდან, თუ ღმერთი არ არსებობს, ადამიანის ცხოვრება აბსურდია.


თუ ღმერთი არ არსებობს, მაშინ ადამიანი და მთელი სამყარო გარდაუვალად განწირულნი არიან სიკვდილისათვის.


ადამიანი უნდა მოკვდეს, როგორც ყველა სხვა ბიოლოგიური ორგანიზმი. მისი სიცოცხლე ნაპერწკალია უსასრულო წყვდიადში. ნაპერწკალი ჩნდება, ცოტა ხანს ბჟუტავს და შემდეგ სამუდამოდ ქრება.


მეცნიერები გვეუბნებიან, რომ სამყარო ფართოვდება და გაფართოებასთან ერთად უფრო და უფრო ცივდება. საბოლოოდ, საერთოდ აღარ დარჩება სითბო. არ იქნება სინათლე. არ იქნება სიცოცხლე. ეს არის სამეცნიერო ფანტასტიკა. თუ ღმერთი არ არსებობს, ჩვენი გადაშენება გარდაუვალია.


რას გულისხმობ ეს ყველაფერი?


ეს იმას ნიშნავს, რომ სიცოცხლე აბსურდია. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენს სიცოცხლეს არ გააჩნია მიზანი, ფასეულობა და დანიშნულება. თუკი გარდაცვალების შემდეგ ადამიანი წყვეტს არსებობას, მაშ, რა ღირებულება ჰქონია მის სიცოცხლეს?
მისი ცხოვრება შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს გარკვეულ მოვლენებთან მიმართებით, მაგრამ თუ ყველა მოვლენა უაზროა, რატომ შეიძლება იყოს ღირებული და მნიშვნელოვანი რომელიმე მათგანზე ზემოქმედება?


აქედან გამომდინარე თუ ვიმსჯელებთ, კაცობრიობას კოღოების გუნდზე მეტი ფასი არ გააჩნია, რადგან ორივეს ბოლო ერთი და იგივეა.


ეს არის თანამედროვე ადამიანის კოშმარი, რადგან მისი გზის ბოლოს არაფერია და საბოლოოდ, თავადაც არაფერია.


თუმცაღა უარესი წინ არის, რადგან თუ სიცოცხლე საფლავით სრულდება, მნიშვნელობა არ აქვს, იოსებ სტალინივით იცხოვრებ თუ დედა ტერეზასავით.
თუ თქვენი ბედი არაფრით არ არის დაკავშირებული თქვენს მოქმედებებთან, მაშინ შეგიძლიათ ისე იცხოვროთ, როგორც თავად მოგესურვებათ, იცხოვროთ საკუთარი სიამოვნებისთვის.


მორალური ფასეულობანი ან პირად შეხედულებათა გამოხატულებაა, ან ბიოლოგიური ევოლუციისა და სოციალური განპირობებულობის გვერდითი შედეგი.
ვინ იტყვის, ვისი ფასეულობებია სწორი და ვისი – არასწორი?


დაფიქრდით იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს ეს. ეს იმას ნიშნავს, რომ შეუძლებელია – დაგმო ომი, ჩაგვრა, სიამაყე და ამ ყოველივეს ბოროტება უწოდო.
ვინმეს მოკვლა ან ვინმეს სიყვარული მორალურად თანაბარი გამოდის.
ამ მდგომარეობის მთელი სიმძიმე იმაში გამოიხატება, რომ შეუძლებელია ამ მსოფლმხედველობით ბედნიერად და მიზანდასახულად ცხოვრება.


ათეისტი ფილოსოფოსი ბერტრან რასელი ამბობდა, რომ მორალური ფასეულობანი მხოლოდ და მხოლოდ პირად შეხედულებათა გამოხატულებაა.
ამისდა მიუხედავად, რასელი აღიარებდა, რომ მას არ შეეძლო ასე ცხოვრება. სწორედ ამიტომაც, ის საკუთარი მსოფლმხედველობის შესახებ ამბობდა: „გამაოგნებელია. არ ვიცი, რა არის პრობლემის გადაჭრის გზა.“


თუ სიცოცხლის გზის ბოლოს სიკვდილი გველოდება გაშლილი ხელებით, მაშ, რა ყოფილა სიცოცხლის მიზანი?


ნუთუ არ არსებობს მიზეზი სიცოცხლისათვის?


თუ ადამიანის ბედი მხოლოდ ცივი სიკვდილია, პასუხია: „დიახ, ცხოვრება უაზროა და უმიზნოა.“


ჩვენ უნდა გავიღვიძოთ და გავაცნობიეროთ ჩვენ წინ არსებულ ალტერნატივათა მიზიდულობის ძალა.


თუ ღმერთი არსებობს, მაშ, არსებულა იმედი კაცობრიობისათვის, მაგრამ თუ ღმერთი არ არსებობს, მხოლოდ სასოწარკვეთილება დაგვრჩენია.


ათეისტური მსოფლმხედველობის მქონე ფილოსოფოსი ჟან-პოლ სარტრი აცნობიერებდა, რომ სიცოცხლე აბსურდია. თავის პიესაში „გასასვლელი არ არის“, მან ადამიანის ცხოვრება გამოსახა, როგორც ჯოჯოხეთი.
პიესის ბოლო სიტყვები შეიძლება ათეისტურ ფორმულად გამოდგეს: „შევეგუოთ“.

შემდეგ ნახეთ

ისტორიული ფაქტები

ქრისტიანობის ისტორიის მიმოხილვა

მუსიკალური ბექგრაუნდი

ქრისტიანული სიმღერების განხილვა

მიმდინარეობს რეორგანიზაცია

გადაცემა მალე დაემატება