“ვეწამე შენთვის” – თეონა მენაბდიშვილი

სისხლიან სახეს წმენდდა ცრემლები, მშვიდად და ტანჯვით თრთოდნენ ხელები, მტვერი მოჰქონდა ყრუ ნიავს მთიდან, დუმილი ჭექდა – ყვიროდნენ ციდან… ცოდვილი მიწა შეიგრძნობდა ყოველ დაცემას, წინ მიდიოდა, არ შეუშინდა მსხვერპლის გაღებას… მისი სუნთქვის ხმა ზეცას სწვდებოდა, და რასაც გრძნობდა, მამა ხვდებოდა… ერთიც დაარტყეს და კიდევ წააქციეს, თასიდან წყალი ურცხვად დააქციეს, მათრახი კიდევ ერთხელ მიაგებეს, პალმის რტოს ნაცვლად ფურთხი შეაგებეს. რისთვის შეერწყა წმინდა სისხლს მტვერი? მხსნელი იყო და უწოდეს მტერი… ეკლის გვირგვინით მეფედ „აკურთხეს“. რატომ აგინეს? რატომ აფურთხეს? არ იცით, რატომ? მან ეს მე მითხრა… არ მოუსმინეთ? ალბათ, თქვენც გითხრათ, პასუხი იყო თქვენთვის და ჩემთვის, და ასე ჟღერდა: „ვეწამე შენთვის!“

შემდეგ ნახეთ

ისტორიული ფაქტები

ქრისტიანობის ისტორიის მიმოხილვა

მუსიკალური ბექგრაუნდი

ქრისტიანული სიმღერების განხილვა

მიმდინარეობს რეორგანიზაცია

გადაცემა მალე დაემატება