იმედის მოლოდინი

ის არის გზა კაცობრიობისათვის, რომელიც დაკარგული დაეხეტება. ის არის იმედი სასოწარკვეთილთათვის… ის არის ნათელი, რომლის წინაშეც ბნელი იფანტება.
ის არის სიცოცხლის წყალი, რომელიც ესოდენ სწყურია ჩვენს დაღლილ გულებს.
ის არის იმედი! ემანუელი – ჩვენთან არს ღმერთი!
მისი სახელია იესო!

ზემოთ აიხედე და დაინახე მილიონობით სინათლის წლით ჩვენგან დაშორებული ვარსკვლავის სიკაშკაშე, რომელიც ისეთი შორეულია… ისე შორს არის.
შენ კი ისეთი ძალაგამოცლილი ხარ… მარტოსული… დაღლილი… თვეები გავიდა ლოდინში… თვეები გავიდა პასუხის ძიებაში… იმედის ძებნაში.
სინათლე გაიცრიცა… შფოთვამ იმატა.. და მაინც შეგიძლია გაიგონო: „ნუ გეშინია! რადგან ვაჟი შეგვეძინა ჩვენ, ძე მოგვეცა და უწოდებენ მას სახელად საკვირველ მრჩეველს, ძლიერ ღმერთს, მშვიდობის მთავარს.“
ემანუელ… ის არის გზა კაცობრიობისათვის, რომელიც დაკარგული დაეხეტება. ის არის იმედი სასოწარკვეთილთათვის… ის არის ნათელი, რომლის წინაშეც ბნელი იფანტება.
ის არის სიცოცხლის წყალი, რომელიც ესოდენ სწყურია ჩვენს დაღლილ გულებს.
ის არის იმედი! ემანუელი – ჩვენთან არს ღმერთი!
მისი სახელია იესო!

შემდეგ ნახეთ

ისტორიული ფაქტები

ქრისტიანობის ისტორიის მიმოხილვა

მუსიკალური ბექგრაუნდი

ქრისტიანული სიმღერების განხილვა

მიმდინარეობს რეორგანიზაცია

გადაცემა მალე დაემატება