ბევრ ადამიანს სიტყვა „მონანიება“, რომელიც ბერძნულად არის „მეტანოია“ ესმის, როგორც „ცოდვისათვის ზურგის შექცევა“, მაგრამ ეს არ არის მონანიების ბიბლიური განსაზღვრება. ბიბლიაში სიტყვა „მონანიება“ ნიშნავს „გადაწყვეტილების შეცვლას“, „აზროვნების შეცვლას“. ბიბლია იმასაც გვეუბნება, რომ ჭეშმარიტ მონანიებას ქმედებათა ცვლილებაც მოჰყვება.
რა არის მონანიება და აუცილებელია თუ არა ის ხსნისათვის?
პასუხი: ბევრ ადამიანს სიტყვა „მონანიება“, რომელიც ბერძნულად არის „მეტანოია“ ესმის, როგორც „ცოდვისათვის ზურგის შექცევა“, მაგრამ ეს არ არის მონანიების ბიბლიური განსაზღვრება.
ბიბლიაში სიტყვა „მონანიება“ ნიშნავს „გადაწყვეტილების შეცვლას“, „აზროვნების შეცვლას“.
ბიბლია იმასაც გვეუბნება, რომ ჭეშმარიტ მონანიებას ქმედებათა ცვლილებაც მოჰყვება.
მოციქულთა საქმეების 26:20 – ში დაწერილია: „წარმართებს ვუქადაგებდი, რათა მოენანიებინათ და ღმერთისაკენ მოქცეულიყვნენ და სინანულის ღირსი საქმეები გაეკეთებინათ.“
მონანიების სრული ბიბლიური განსაზღვრება ასეთია: „აზროვნების შეცვლა, რომელსაც შედეგად ქცევის შეცვლა მოჰყვება“.
მაშ, რა კავშირია მონანიებასა და ხსნას შორის?
მოციქულთა საქმეების წიგნი განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს მონანიებაზე ხსნასთან მიმართებით.
(მოციქულთა საქმეები 2:38, 3:19; 11:18; 17:30; 20:21; 26:20).
მონანიება ხსნასთან დაკავშირებით ნიშნავს, რომ იმას შეიცვალოთ შეხედულება იესო ქრისტესთან მიმართებით.
საქმეების წიგნის მე-2 თავში დაწერილია ორმოცდაათობის დღეს პეტრე მოციქულის ქადაგების შესახებ. ქადაგების დასასრულს ის ხალხს მონანიებისკენ მოუწოდებს.
რისი მონანიებისკენ?
იმ ადამიანებს, რომლებმაც უარყვეს ქრისტე, პეტრე მოუწოდებს აზროვნების/შეხედულების შეცვლისკენ, იმის აღიარებისკენ, რომ იესო ქრისტე ჭეშმარიტად უფალი და მხსნელია.
პეტრე მოუწოდებს ადამიანებს, რომ შეიცვალონ შეხედულება და ნაცვლად იესო ქრისტეს უარყოფისა, ირწმუნონ მისი, როგორც მხსნელისა.
მონანიება და რწმენა შეიძლება ერთი და იმავე მონეტის ორ სხვადასხვა მხარედ მივიჩნიოთ.
შეუძლებელია ირწმუნო იესო ქრისტე, როგორც მხსნელი, თუკი ჯერ შეხედულებას არ შეიცვლი იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ არის იგი და რა მოიმოქმედა.
იქნება ეს გაცნობიერებული უარყოფის მონანიება თუ უგულებელყოფის ან ინტერესის ნაკლებობის მონანიება, ეს აზროვნების/შეხედულების შეცვლას ნიშნავს.
ბიბლიური მონანიება ხსნასთან მიმართებით განისაზღვრება, როგორც შეხედულების შეცვლა და იესო ქრისტეს უარყოფის ნაცვლად მისდამი რწმენის გამოჩენა.
არსებითად მნიშვნელოვანია, გვესმოდეს, რომ მონანიება არ არის საქმე, რომელსაც ხსნის მოსაპოვებლად ვაკეთებთ.
„არავის შეუძლია ჩემთან მოსვლა, თუ იგი მამამ, ჩემმა მომავლინებელმა, არ მოიყვანა“ (იოანე 6:44).
არავის შეუძლია მონანიება, თუ ღმერთი არ მიიზიდავს ადამიანს თავისკენ.
საქმეების წიგნის 5:31 და 11:18 მიუთითებს იმაზე, რომ მონანიებას ღმერთი იძლევა.
მონანიება მხოლოდ ღვთის მადლით არის შესაძლებელი.
არავის ძალუძს მონანიება, თუ ღმერთი არ აღძრავს მასში ამის სურვილს.
მონანიება და რწმენა შედეგია იმისა, რომ ღმერთი თავისკენ გვიზიდავს, თვალებს გვიხელს და ცვლის ჩვენს გულებს.
ღმერთის სულგრძელობა და სიკეთე გვიბიძგებს მონანიებისკენ.
2 პეტრე 3:9
რომაელთა 2:4
მონანიება არ არის საქმე, რომლის გაკეთებაც შეგვიძლია ხსნის მოსაპოვებლად, თუმცა წმინდა წერილის მიხედვით, ღვთისათვის დამწუხრება წარმოშობს სინანულს/მონანიებას სახსნელად“ და აი, ამას უკვე აუცილებლად მოჰყვება საქმეები.
შეუძლებელია, რომ სრულად და ნამდვილად შეიცვალოთ აზროვნება, თუკი ეს ქმედებათა შეცვლას არ გამოიწვევს.
ბიბლიის მიხედვით მონანიებას შედეგად მოჰყვება ქცევის ცვლილება. სწორედ ამიტომ მოუწოდებდა იოანე ნათლისმცემელი ადამიანებს, გამოეღოთ მონანიების ღირსი ნაყოფი.
იმ ადამიანის ცხოვრებაში, რომელმაც ჭეშმარიტად მოინანია იესო ქრისტეს უარყოფა და ახლა სწამს მისი, აუცილებლად გამოვლინდება შესაბამისი ცვლილებები.
2 კორინთელთა 5:17
გალატელთა 5:19-23
იაკობი 2:14-26
სათანადოდ განსაზღვრული მონანიება აუცილებელია ხსნისათვის. ბიბლიური მონანიება არის შეხედულების შეცვლა იესო ქრისტესთან დაკავშირებით და რწმენით ღვთისაკენ მიბრუნება ხსნის მისაღებად.
ცოდვისათვის ზურგის შექცევა არ არის მონანიების განსაზღვრება, თუმცა ეს ნამდვილად არის შედეგი ჭეშმარიტი, რწმენაზე დამყარებული და იესო ქრისტესკენ მიმართული მონანიების შედეგი.
გაქვთ შეკითხვები?
მიმართე ბიბლიას. მასშია პასუხები.
ქრისტიანობის ისტორიის მიმოხილვა
ქრისტიანული სიმღერების განხილვა
გადაცემა მალე დაემატება