ფსალმუნი 83-ე
1. რაოდენ სასურველია შენი სადგომები, უფალო ძალთა!
2. ნატრობს და ელტვის კიდეც ჩემი სული უფლის ეზოებს; გული ჩემი და სხეული ჩემი უმღერიან ცოცხალ ღმერთს.
3. ჩიტმაც კი პოვა ბინა და მერცხალმა – ბუდე თავისთვის, რომ ჩასხას თავისი ბარტყები შენს სამსხვერპლოებთან, უფალო ძალთა, მეუფევ ჩემო და ღმერთო ჩემო!
4. ნეტარ არიან შენს სახლში მსხდომნი, რომლებიც მარადჟამს განგადიდებენ.
5. ნეტარ არს კაცი, რომლის ძლიერებაც შენშია, რომელთაც გული შენი საწმიდარისკენ მოუწევთ.
6. გლოვის ველზე გამვლელნი წყაროს აღმოაჩენენ, და კურთხევით დაფარავს მათ ადრეული წვიმები შემოდგომისა.
7. ივლიან ძალით ძალამდე, გამოცხადდებიან ღმერთთან სიონში.
8. უფალო, ღმერთო ძალთა, ისმინე ჩემი ლოცვა, ყური მომაპყარ, ღმერთო იაკობისა.
9. ჩვენო ფარო, დაინახე, ღმერთო, და შეხედე სახეში შენს ცხებულს!
10. რადგან ერთი დღე შენს ეზოებში ათასჯერ უმჯობესია; ჩემი ღმერთის სახლის ზღურბლთან დგომას ვარჩევ ბოროტების კარვებში ბინადრობას.
11. რადგან მზე და ფარია უფალი ღმერთი. მადლსა და ღირსებას მისცემს უფალი, სიკეთეს არ დაუჭერს უბიწოდ მოარულთ.
12. უფალო ძალთა! ნეტარია კაცი შენზე მონდობილი.
ქრისტიანობის ისტორიის მიმოხილვა
ქრისტიანული სიმღერების განხილვა
გადაცემა მალე დაემატება